GE EN
სხვა სიახლეები
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობისთვის სპეციალური უწყებათაშორისი კომ...

განკარგულების მიხედვით, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება, კომისიაში შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, კულტურისა და სპორტის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, თბილისის მერი. ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტები.სტადიონი, სავარაუდოდ, ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. მანამდე საქართველოს მთავრობაში აცხადებდნენ, რომ ახალ სტადიონზე 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის სურვილი აქვთ.

1714639646

კონკურენციის სააგენტოში შესული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს...

- აღნიშნულ  პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით,  მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 31 საქმეზე.- სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 14 მოვაჭრეს 19 საქმეზე  ჯარიმა დაეკისრა ჯამში 11 300 ლარი.- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 50 საქმეზე - 46 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 88%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 3%, რომელსაც მოჰყვება იმერეთი და კახეთის რეგიონები.მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე  ფიქსირდება 95, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 91, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 52, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 16, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 14, ხოლო სხვა დანარჩენი 32.საანგარიშო პერიოდში, 72%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს; ტრანსპორტი და დასაწყობება 11%-ს; ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%; ხოლო სხვა სახის საქმიანობა 13%-ს.მომხმარებლის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე 598 05 4422.

1714639129

საქართველოს მთავრობამ 26 მაისის აღსანიშნავად 5.3 მილიონი ლარი გამოყო

აღნიშნული თანხა ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების მიზნითაა გამოყოფილი, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.

1714637598

პარლამენტი გაჩერდა – ოფიციალურ მიზეზად შენობის დაზიანება გამოაცხადეს

პარლამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის სასახლეში, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა.2 მაისს, 14:00 საათის შემდეგ, გაუქმდება წითელი დონე და დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად". 

1714636380

1Q24-ში საქართველოში საგზაო მოძრაობის წესები 1 104 903–ჯერ დაირღვა

ჯარიმების რაოდენობის მიხედვით თბილისს მოსდევს იმერეთი - 118 392 სამართალდარღვევით. შემდეგი რეგიონია შიდა ქართლი - 88 852 სამართალდარღვევით. საერთო ჯამში ეს მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:  საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულები სამართალდარღვევათა რაოდენობა  თბილისი 557015 იმერეთი 118392 შიდა ქართლი 88852 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 85910 ქვემო ქართლი 77123 სამეგრელო - ზემო სვანეთი 46278 სამცხე - ჯავახეთი 40026 კახეთი 34183 მცხეთა - მთიანეთი 14623 რაჭა - ლეჩხუმი ქვემო სვანეთი 659 თბილისის ქუჩებში ყველაზე ხშირი სამართალდარღვევა 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით ფიქსირდებოდა, რაც გულისხმობს, - ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა - ამ მიმართულებით თბილისში სულ 208 123 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. ასევე, 111 809 სამართალდარღვევა დაფიქსირდა 125-ე მუხლის მე-6 ნაწილში, რაც გულისხმობს, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.ქვეყნის მასშტაბით გასულ თვეებში გამოვლენილი ტოპ-5 დარღვევის სტატისტიკა ასეთია: სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ - 334 643 ფაქტი; ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა - 314 336 დარღვევა; სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას - 143 296 ფაქტი; იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება - ფიზიკური პირი - 43 842 დარღვევა; სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა (გარდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობისა ან/და მგზავრთა ჩასხდომა - გადმოსხდომის მიზნით გაჩერებისა) ან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) გაჩერება ან დგომა ან მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მიერ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის („BUS LANE“) მონიშვნის უწყვეტი ხაზის გადაკვეთა - 43 366 ფაქტი.  ცნობისთვის, 2023 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით ჯამში სულ 4 565 990 ფაქტი დაფიქსირდა; 2022 წელს - 4 240 654; ხოლო, 2021 წელს - 3 142 677 სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი.  

1714636220

აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.8%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პ.პ-ით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (5.1%), ისე ტანსაცმლის (1.9%) ქვეჯგუფებზე;ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07პ.პ-ით. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.5%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.7%);ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 0.7%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.05პ.პ შეადგინა. ფასები გაზრდილია როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.4%).ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2024 წლის აპრილის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11%-ით, რაც 1.29პ.პ-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (15.1%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.9%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.2%);სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.6%-ით, რაც წლიურ ინდექსზე 0.51პ.პ-ით აისახა.ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (21.9%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (15.8%), დაზღვევა (3.9%) და პირადი ჰიგიენა (3.4%);ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34პ/პ-ით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.3%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.7%)სურსათს და უალკოჰოლო სასმელებს რაც შეეხება, საქსტატის ინფორმაციით,  ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.53პ.პ-ით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-12.6%),ბოსტნეული და ბაღჩეული (-7.9%),პური და პურპროდუქტები (-7.6%),რძე, ყველი და კვერცხი (-4.5%),შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5%).ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (37.9 %),მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.3%),ყავა, ჩაი და კაკაო (3.9%),ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.6%), კვების სხვა პროდუქტები (2.4%),თევზეული (0.8%).

1714634829