თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობამ 26 მაისის აღსანიშნავად გამოყო 5.3 მილიონი ლარი. ამის შესახებ მთავრობის მიერ ხუთშაბათს გამოცემულ დადგენილებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

აღნიშნული თანხა ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების მიზნითაა გამოყოფილი, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.