საქართველოში 9 600 ლარზე მეტი ხელფასის მქონე ადამიანების რაოდენობა 15 ათასით შემცირდა

თბილისი (GBC) -  2024 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.1%-ს შეადგენდა (20,244), რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

წლიური ზრდის მიუხედავად, მაჩვენებელი 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, 40%-ზე მეტადაა შემცირებული. 2023 წლის დეკემბერში , იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, დასაქმებულთა 3.8%-ს შეადგენდა (35,416 ადამიანი). თუმცა სექტემბერთან შედარებით დეკემბრის მაჩვენებელი 100%-ით იყო გაზრდილი.

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 964 ათასი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.8%-ით არის გაზრდილი. დეკემბერში ხელფასის მიმღები 932 ადამიანი იყო.

2024 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 15.8%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

დეკემბერთან შედარებით, ხელფასის მიმღები პირების ზრდასთან ერთად, 600 ლარამდე ანაზღაურების მქონე პირების წილი 2.3 პ.პ.-ითაა გაზრდილი.

ამავე პერიოდში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 25%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

დეკემბერთან შედარებით წილი 39.4%-დანაა დაკლებული.

ინფორმაცია PMCG-ის დასაქმების ტრეკერზე დაყრდნობითაა მომზადებული.