თბილისი (GBC) - საბანკო სექტორის საზედამხედველო კაპიტალი პირველი აპრილისთვის 14.02 მლრდ ლარია.
მარტიდან სექტორისთვის ახალი ბუფერი ამოქმედდა, კონტრციკლური. სებ-ის ინფორმაციით, 0.25% განაკვეთით ნამეტი რეზერვი ბანკებს, მათ შორის მიკრობანკსაც მოეთხოვება. ციფრული ბანკი (პეისერა, პეივბანკი) ამ და კაპიტალის სხვა რეგულაციებისგან თავისუფალია.
ახლად ამოქმედებული ბუფერით სისტემას $125 მილიონზე მეტი რესურსი არ მოაკლდება. 0.25% პირველი ეტაპია 1%-იანი კაპიტალის მოთხოვნის, რომელიც 4 წელზე გადანაწილდა და 2025-ის 15 მარტამდე იმოქმედებს.
შემდეგ გაორმაგდება და 0.5% განაკვეთი იმოქმედებს 2026 წლამდე . სრულ 1%-ს კი 2027 წლის 15 მარტს გაუტოლდება.
TOP 6 ბანკი საზედამხედველო კაპიტალით
Q1/2024 | 2023 | |
BOGG | 5 095 452 | 5 101 234 |
TBC | 5 290 327 | 5 374 301 |
BB | 616 792 | 573 362 |
LB | 496 581 | 467 159 |
Cartu | 477 577 | 469 089 |
credo | 386 388 | 380 310 |
tera | 315 081 | 309 258 |
Procredit | 309 766 | 298 916 |
000 ₾ | 000 ₾ |
წყარო: ბანკები & ბიზნესპარტნიორი