თბილისი (GBC) - Q1/2024-ისთვის ბანკების გაცემული სესხების საშუალო ვადიანობა, 7,7 წლით განისაზღვრება. მ.შ. ლარის სესხების 6.8 წლით, სავალუტო კრედიტების კი 8.7 წლით.

1 აპრილისთვის (Q1/2024), სექტორი, 14 ბანკის 54.9 მლრდ ლარის საკრედიტო პორტფელით არის წარმოდგენილია. ბაზარზე 17 სუბიექტია, თუმცა ახლად შესულ ციფრული ბანკებს (ჰეში, პეივი, პეისერა) საოპერაციო საქმიანობა ჯერ არ დაუწყია. 

სულ, გაცემულია 2.252 000 ერთეული გრძელვადიანი და 1 060 000 მოკლევადიანი სესხი. აქედან, უცხოურ  ვალუტაში 22.2 მლრდ ლარის 58 200 გრძელვადიანი და 1,859 მლრდ ლარის, 15 300 მოკლევადიანი სესხი.

ყველაზე მეტი, 6.9 მლრდ ლარის, 5-დან 10 წლამდე ვადიანობის სავალუტო სესხებია (L/m - ₾6.6 მლრდ). 2-5 წლიანი სესხების მოცულობა კი 4.2 მლრდ ლარის ექვივალენტია უცხოურ ვალუტაში. 

სავალუტო დაკრედიტებაზე 400 000 ლარიანი ზღვრის გარდა, მოქმედებს ვადიანობის შეზღუდვა, 10 წლამდე.