თბილისი (GBC) - კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება (ლიზინგის ჩათვლით ) მარტში 55 მლრდ ლარამდე გაიზარდა +3% m.m).
სებ-ის სტატისტიკით, კრედიტები, ეროვნული ვალუტით, 562 მლნ ლარით (+1.93%m.m), უცხოური ვალუტით კი 974.6 მლნ ლარით (+4.22%m.m) გაიზარდა.
იურიდიული პირების პორტფელი 24 მლრდ ლარია და აქედან 15,2 მლრდ ლარის, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხებია.
ფიზიკური პირების დაკრედიტება მარტში 2%-ით (+₾548 მლნ.m.m), 28 მლრდ ლარამდე გაიზარდა.
ლარიზაციის ბოლოდროინდელი ნაბიჯები, მ.შ. სავალუტო სესხების 200 000 ლარიანი ზღვრის 300 000-მდე გაზრდა (რომელიც 400 000-მდე იზრდება) ჯერ ეფექტს არ იძლევა.
სესხების დოლარიზაცია გაზრდილია 44.8%-მდე. 0.55%პ-ით.
ბაზარზე 17 ბანკია, მ.შ. სებ-ის ანგარიშგებაში "ჰეშის" გარდა ყველა მონაწილეობს. მარტში სისტემაში პეივბანკი ჩაერთო.