სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა დანაშაული აღიარა და სამართალდამცავ ორგანოებთან სრულად ითანამშრომლა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.სუსის განცხადებით, ეს დაკავება არის მკაფიო გზავნილი მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების სპეციფიკური სტატუსი სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი გამოყენებისთვის „უსაფრთხო თავშესაფარია“.„მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი“, - ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
1776942798
პროექტის ფარგლებში საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) წარმომადგენლები სამოქალაქო განათლების 500-ზე მეტ პედაგოგს უზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას საარჩევნო სწავლების მიმართულებით. მოგვიანებით კი პედაგოგები მიღებულ ცოდნას მოსწავლეებს გაუზიარებენ, რათა არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო უფლებებზე ახალგაზრდებს სკოლის ასაკიდანვე მიეწოდოთ ინფორმაცია.21 აპრილს პროექტის მორიგი შეხვედრა ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიმართა. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა, ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ ყურადღება გაამახვილეს სამოქალაქო განათლების პედაგოგების მნიშვნელოვან როლზე სასკოლო ასაკიდან ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.როგორც ცესკოს და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნეს, ერთობლივი პარტნიორობის მიზანია, დარგობრივი კომპეტენციის ფარგლებში მასწავლებლებისთვის საჭირო საინფორმაციო ინსტრუმენტის გაზიარება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთათვის საარჩევნო სიახლეების, ტექნოლოგიური პროგრესის გაცნობას და საარჩევნო პროცესებისადმი ახალგაზრდა თაობის დაინტერესების ზრდას.სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სპეციალიზებული პროგრამის ფარგლებში განიხილება შემდეგი ძირითადი საკითხები: ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა და პოლიტიკური კულტურის ასპექტები; არჩევნების ჩატარების პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები; არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციები და ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება; ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზება, ფარულობა და დაცულობა კენჭისყრის პროცესში; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისები.კურსის ბოლოს პედაგოგებს გადაეცემათ სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული დამხმარე რესურსი, რომელიც მოიცავს მოსწავლეებთან განსახილველ საარჩევნო თემატიკას, თემის განვრცობისთვის საჭირო საკითხავ მასალას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მეთოდოლოგიურ რეკომენდაციებს საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად.პროექტი 2024 წლიდან ხორციელდება, თუმცა წელს ახალი მასშტაბები შეიძინა, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 28 მუნიციპალიტეტს აერთიანებს და 1-ელი აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ხორციელდება.(R)
1776850486
ვიდეოებში ჩანს, რომ ტაძრის ინტერიერში მიმდინარეობს 1970-იან წლებში მოწყობილი ბაზალტის იატაკის მოხსნა. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მძიმე ინსტრუმენტების გამოყენებამ შესაძლოა ისტორიული ფენები დააზიანოს და ძეგლის ავთენტიკურობას საფრთხე შეუქმნას.პასუხად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამშაბათს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამუშაოები მიმდინარეობს სააგენტოს დაკვეთით და კანონმდებლობით დადგენილი ნებართვის საფუძველზე.სააგენტოს განმარტებით, ჩატარებული კვლევითი სამუშაოებისას, შურფირების შედეგად, გამოვლინდა ადრინდელი პერიოდის იატაკი და სამხრეთი კედლის პილასტრის ბაზა. „პროექტი ითვალისწინებს გვიანდელი ფენების დემონტაჟს არქეოლოგიური ზედამხედველობის პირობებში და ახალი, ღია ფერის ქვით იატაკის მოწყობას ტრადიციული ქართული წყობის გამოყენებით“, – ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, იატაკის ნიშნული რამდენიმე სანტიმეტრით დაიწევს, რაც სვეტებისა და პილასტრების პროპორციების უკეთ აღქმას უზრუნველყოფს.სააგენტო ადასტურებს, რომ გარკვეულ, ძნელად მისადგომ ადგილებში გამოყენებულია მექანიკური საბურღ-სატეხი საშუალებები, თუმცა აცხადებს, რომ ეს პროფესიულ პრაქტიკაში დასაშვებია და ძეგლის კონსტრუქციულ მდგრადობას საფრთხეს არ უქმნის.კულტურული მემკვიდრეობის სფეროს დამოუკიდებელი სპეციალისტი, რომელიც საჯაროდ გამოეხმაურა პროცესს, ამბობს, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოებისას „მაქსიმალური სიფრთხილე და მინიმალური მექანიკური ჩარევა“ არის რეკომენდებული. მისი შეფასებით, „ნებისმიერი ინტერვენცია, რომელიც ისტორიულ ფენებს ეხება, უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და დეტალურად ახსნილი საზოგადოებისთვის“.ბოლო წლებში საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე განხორციელებულმა რამდენიმე პროექტმა მწვავე საჯარო დებატები გამოიწვია. მათ შორის იყო ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია, რომელმაც საერთაშორისო დონეზეც გააჩინა კითხვები ავთენტიკურობის შენარჩუნების შესახებ. კრიტიკა მოჰყვა ასევე გელათის მონასტერზე ჩატარებულ სამუშაოებს, განსაკუთრებით გადახურვისა და წყლის ჩასვლით გამოწვეული დაზიანებების საკითხზე.სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი ჩარევა ბალანსს მოითხოვს კონსერვაციასა და აღდგენას შორის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე V საუკუნის ძეგლს ეხება.ბოლნისის სიონი V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკაა და ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ ტაძრად მიიჩნევა საქართველოში. ტაძარი ცნობილია ადრეული ქართული წარწერებით, რომლებიც მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ქართული დამწერლობისა და ადრეული სახელმწიფოებრივი ისტორიისთვის. ძეგლი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.სააგენტოს განცხადებით, სამუშაოები მიმდინარეობს არქეოლოგებისა და დარგის სპეციალისტების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, პროცესის თითოეული ეტაპის დოკუმენტირებითა და კონტროლით.
1776754742
დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის მიმდინარეობას ცესკოს თავმჯდომარე პირადად გაეცნო და მონაწილე სტუდენტებს აქტუალური საარჩევნო საკითხებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ ესაუბრა, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა. საუბარი ასევე შეეხო 2024-2025 წლებში ჩატარებულ საერთო არჩევნებს, რომელშიც ადმინისტრაციამ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგები წარმატებით დანერგა. აღინიშნა, რომ ხსენებულმა სიახლეებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მომსახურების ხარისხი, ასევე საარჩევნო პროცესის ეფექტიანობა და სისწრაფე. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ვრცლად ისაუბრა დეზინფორმაციაზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიებსა და შედეგებზე.გიორგი კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო სამართლის კურსი, ისევე როგორც მსგავსი ტიპის საჯარო ლექციები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში, საარჩევნო კულტურის განვითარებასა და მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაში. ამგვარი ინიციატივები კი თავის მხრივ ხელს უწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით და მათ ინფორმირებულ მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში.ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა თსუ-ს რექტორ ჯაბა სამუშიასთან, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკან სალომე დუნდუასთან და თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელ მაია ტორაძესთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა არსებული პროექტები, მათი შედეგები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ცესკოს თავმჯდომარემ რექტორს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ თსუ ერთ-ერთი პირველი სასწავლებელი იყო, რომელიც საარჩევნო სამართლის კურსის ინტეგრირების პროცესში ჩაერთო, წლიდან წლამდე კი მზარდია კურსის გავლის მსურველთა რაოდენობა. შეხვედრას ცესკოს მხრიდან ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი ესწრებოდნენ.როგორც შეხვედრების დასრულების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, „საარჩევნო სამართლის კურსი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია და სწავლების ცენტრი სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახორციელებს, ხელს უწყობს როგორც საარჩევნო კულტურის განვითარებას, ისე ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდების დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჯერ კიდევ 2010 წლიდან შემოუერთდა მემორანდუმს და დღეს სწორედ თსუ-ში გვქონდა საჯარო ლექცია ყველა იმ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშრებით, რომელიც დგას თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში. დღეს ასევე შევხდით თსუ-ს რექტორს, რომელთანაც განვიხილეთ მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები“.თავის მხრივ თსუ-ს რექტორმა მადლობა გადაუხადა ცესკოს თავმჯდომარეს ვიზიტისთვის და მიმდინარე პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.„უპირველესად მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს, რომ ეწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და შეხვედრა გამართა ჩვენს სტუდენტებთან. ამ შეხვედრამ აჩვენა რამდენად დიდია ინტერესი სტუდენტების მხრიდან საარჩევნო სამართლის მიმართ. აუცილებელია საზოგადოებაში საარჩევნო კულტურის დამკვიდრება და ზოგადად, ქვეყანაში, პოლიტიკური კულტურისთვის მნიშვნელოვანია უპირველესად სწორედ არჩევნებისა და საარჩევნო კულტურის გაზრდა,“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.2026 წლის გაზაფხულის სემესტრული პროგრამა 9 პარტნიორ უნივერსიტეტში ეტაპობრივად ხორციელდება და მასში მონაწილეობას იღებენ იურიდიული, სოციალურ მეცნიერებათა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის III-IV კურსის სტუდენტები.ცესკოს, სწავლების ცენტრსა და უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამა 2010 წლიდან უწყვეტად ხორციელდება თბილისსა და რეგიონებში მოქმედ პარტნიორ უნივერსიტეტებში. დღემდე პროექტში მონაწილეობა 9 900-მდე სტუდენტმა მიიღო, რაც ნათლად ასახავს პროექტის მდგრადობასა და მის მნიშვნელოვან როლს საარჩევნო განათლების განვითარებაში. (R)
1776440710
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 579,39 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 145 608 ლარი შეადგინა.აღსანიშნავია ერთ-ერთი სამართალდამრღვევი მოქალაქის მიერ, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტი, როდესაც თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 76 509 ლარი შეადგინა.სამი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ორი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საერთო ჯამში 14 813 ლარით დაჯარიმდა.
1776428273
1978 წელს საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუციის პროექტი რესპუბლიკების სახელმწიფო ენების სტატუსის ცვლილებას ითვალისწინებდა. თბილისში გამართული მრავალათასიანი პროტესტის შემდეგ, საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება მოახერხა. 14 აპრილი მოგვიანებით ოფიციალურად გამოცხადდა დედაენის დღედ.საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის სახელმწიფო ენა ქართულია, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური.დედაენის დღე საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამოქალაქო თარიღად მიიჩნევა და ქვეყნის ენობრივ და კულტურულ იდენტობას უკავშირდება.
1776146033
GBC გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ სულის სიმტკიცეს, სიყვარულს, თავისუფლებას და წარმატებებს!
1775963627
გიორგი კალანდარიშვილი საქველმოქმედო ფონდის დღის ცენტრს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა. ისინი ფონდის ბენეფიციარებს შეხვდნენ, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით სააღდგომო ნობათი გადასცეს და დამდეგი აღდგომა მიულოცეს. გიორგი კალანდარიშვილი ცენტრის ბენეფიციარებს, როგორც მომავალ ამომრჩევლებს, არჩევნების მნიშვნელობაზეც ესაუბრა და იმ საგანმანათლებლო პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ორიენტირებულია ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის გაძლიერებაზე.ფონდის ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა და მას ფონდის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრები გადასცა.ამჟამად “მომავლის გზას“ 45 ბენეფიციარი ჰყავს. ფონდის ბენეფიციარები არიან მოზარდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზა“ 25 წელია ფუნქციონირებს.ცენტრალური საარჩევნო კომისია მუდმივად ჩართულია სხვადასხვა საქველმოქმედო და სოციალურ აქციებში. საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზას“ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უკვე მეორედ სტუმრობდა. მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციების განხორციელებას ადმინისტრაცია მომავალშიც გეგმავს.
1775665317
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკიდან გამოგზავნილი საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, საკვები დანამატებისთვის განკუთვნილ ექვს პლასტმასის ჰერმეტულ ქილაში 6 კილოგრამამდე "მეფედრონის" მალულად შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.
1775634376
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 131 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 34 440 ლარი შეადგინა.ერთი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ორი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საერთო ჯამში 19 424 ლარით დაჯარიმდა.
1775553596