„ამაზე სატელევიზიო შოუს გადაღებაც კი შეიძლებოდა, თუმცა საუკეთესო ნაწილს ხვალისთვის ვინახავთ“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა ხუთშაბათს POLITICO-სთან ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც დუბლინში დაახლოებით 50 ევროპელ ლიდერს შეხვდა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ მთავრობებს მოლაპარაკებებში ხმა უნდა ჰქონდეთ, რადგან აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ (აშშ-რუსეთი-უკრაინა) შეხვედრებზე ევროკავშირი ფაქტობრივად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, ეს საკითხი ხუთშაბათს მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან განიხილეს, საღამოს კი დუბლინში ჩაფრინდნენ ზელენსკისთან შესახვედრად.დიპლომატებისა და ოფიციალური პირების თქმით, ევროკავშირი სულ მცირე სამ ბანაკად გაიყო. პირველ ბანაკში იზრდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას მხარდაჭერა, რომლის ინსტიტუციური როლიც მას ბუნებრივ კანდიდატად აქცევს. პორტუგალიის ყოფილ პრემიერს მხარი დაუჭირეს ესტონეთის, იტალიის, ლუქსემბურგისა და პოლონეთის ლიდერებმა. კოშტამ თავადაც მკაფიოდ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ევროკავშირს მისი ინსტიტუტები, შესაბამისად, თავად ის წარმოადგენს.მეორე ბანაკში საფრანგეთი და გერმანია არიან, რომელთაც არ სურთ მოლაპარაკებების მაგიდასთან საკუთარი ადგილის ბრიუსელისთვის დათმობა. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ E3 ფორმატი (გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) და ხუთი ქვეყნის წარმომადგენლობა (იტალიისა და პოლონეთის ჩათვლით) კარგად აპრობირებული მექანიზმია. საფრანგეთი კი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და ევროპის ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო, მიიჩნევს, რომ ბრიუსელს მისი დიპლომატიური და სამხედრო წონის ჩანაცვლება არ შეუძლია.მესამე, ყველაზე მცირერიცხოვანი ჯგუფი ევროკავშირის მთავარ დიპლომატს, კაია კალასს უჭერს მხარს. დიპლომატების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ მისი ხისტი პოზიციის გამო კრემლი მასთან მოლაპარაკებაზე უარს იტყვის, თუმცა მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ სწორედ ეს სიმკაცრე აქცევს მას საუკეთესო კანდიდატად, რადგან „პუტინიც ზუსტად იმას შეარჩევდა, ვისთან საუბარიც დასავლეთს არ სურს“. ესტონეთის პრემიერის აზრით, კალასი კოშტას ბუნებრივი მოადგილე უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ ორივე მათგანი თანამდებობაზე 2029 წლამდე რჩება.ევროკავშირის მაღალჩინოსნის ცნობით, პარასკევის შეხვედრაზე სპეციალური წარმომადგენლის ოფიციალურად დანიშვნა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა შესაძლოა მიაღწიონ ზოგად შეთანხმებას წარმომადგენლობის ფორმატზე. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელს გადაწყვეტილების დაჩქარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ევროპის წარმომადგენლის ვინაობა არაუგვიანეს ნოემბრისა უნდა დამტკიცდეს.
1794552703
რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ მხარეები რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების ახალი, მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. პროცესის კონკრეტული პარამეტრები, როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.კრემლი მოლაპარაკებებს „კონსტრუქციულს“ უწოდებს12 ნოემბერს კრემლში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა.შეხვედრის შედეგებზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ პუტინისა და ამერიკელი წარმომადგენლების საუბარი „შინაარსიანი, კონსტრუქციული, გულწრფელი და სასარგებლო იყო, ისევე როგორც ყველა წინა საუბარი“.მისი თქმით, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა „აქტიურად დაუჭირეს მხარი“ პუტინის წინადადებას, უკრაინის დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკაში ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარების შესახებ.უშაკოვის განცხადებით, ამჟამად ტყვეების „ყველაზე მასშტაბური“ გაცვლის პარამეტრები თანხმდება.მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, დაუყოვნებლივ დაიწყოს აშშ-თან ევროპული უსაფრთხოების შესახებ წინადადებების ერთობლივი განხილვა და ამ საკითხზე მოსკოვს „ახალი მოსაზრებები“ აქვს.უშაკოვის თქმით, კრემლში იმედოვნებენ, რომ უიტკოფი და კუშნერი პუტინთან შეხვედრისას მიღებულ გზავნილებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცემენ.რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში, შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრაზე გააგრძელებენ მსჯელობას.„აღინიშნა, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირადად უთმობს ყურადღებას. ბუნებრივია, მასთან დაგეგმილი შეხვედრისას, APEC-ის სამიტზე შენჟენში, გაგრძელდება დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების მთელი კომპლექსის განხილვა“, – განაცხადა უშაკოვმა.პუტინმა უშიშროების საბჭო მოიწვიაამერიკელ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებთან აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგები განიხილა.რუსული მედიის ცნობით, პუტინმა შეხვედრაზე რუსეთის მომლაპარაკებელთა დელეგაციის წევრებიც მიიწვია, რათა მათ აბუ-დაბიში ჩატარებული სამუშაოს შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები, დაკვირვებები და შედეგები გაეზიარებინათ.„ხუთშაბათს შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციის წევრები მოვიწვიე, რათა გაეზიარებინათ თავიანთი შთაბეჭდილებები, დაკვირვებები და ის შედეგები, როგორც თავად ხედავენ, იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც აბუ-დაბიში ჩაატარეს“, – განაცხადა პუტინმა.შეხვედრაზე პირველი მოხსენება რუსეთის მომლაპარაკებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ წარადგინა.ზელენსკი ტყვეების ყველაზე მასშტაბურ გაცვლას აანონსებსრუსეთში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. 12 ნოემბრის შეხვედრის შედეგებზე საუბრისას ზელენსკიმ რუსეთთან ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა დააანონსა.„რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა – ჩვენ ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ. სტივმა და ჯარედმა მითხრეს, რომ ეს ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა იქნება. ბიჭები, ჩვენი ჯარისკაცები სახლში ბრუნდებიან. ძალიან მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მომლაპარაკებლის. ეს რეალური შედეგია. უპირველესად, ეს წარმატებაა ოჯახებისთვის და, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვის, რადგან ადამიანები სახლში, თავიანთ ოჯახებთან დაბრუნდებიან“, – ციტირებს ზელენსკის „უკრაინსკაია პრავდა“.უკრაინის პრეზიდენტს გაცვლის კონკრეტული რაოდენობა არ დაუსახელებია. მანამდე კი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებებზე გაცვლის ორი შესაძლო ფორმატი განიხილებოდა – 1000 1000-ზე ან 1500 1500-ზე.ზელენსკიმ კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგად დაასახელა ის, რომ მომდევნო მოლაპარაკებებში ევროპელები უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხმის უფლება ექნებათ.„ეს ძალიან მნიშვნელოვანია კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტიებისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.კუშნერი: შეთანხმება ევროპელების მონაწილეობის გარეშე ვერ შედგებაჯარედ კუშნერმა დაადასტურა, რომ აშშ ევროპულ ქვეყნებთან მჭიდროდ თანამშრომლობს და მათი მონაწილეობა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად აუცილებელია.„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპელებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ამ შეთანხმებას ვერ დავდებთ, თუ ევროპელები მოლაპარაკებების მაგიდასთან არ იქნებიან. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინსაც ვუთხარით. პრეზიდენტი ზელენსკი ამას თავიდანვე უჭერდა მხარს. პუტინი მზად არის, ამ შესაძლებლობას შანსი მისცეს“, – განაცხადა კუშნერმა.მისივე თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტთან და მის გუნდთან ომის შემდგომი უკრაინის გეგმის შემუშავებაზე მჭიდროდ მუშაობენ.„უკრაინის პოტენციალი წარმოუდგენელია. როდესაც ფიქრობ იმაზე, რასაც მათ ამ ომში საკუთარი თავის დასაცავად მიაღწიეს, ეს ინოვაციები ძალიან შთამბეჭდავია“, – აღნიშნა კუშნერმა.მან ასევე განაცხადა, რომ აქტიურად განიხილება უკრაინისა და მთლიანად რეგიონის ომისშემდგომი უსაფრთხოების საკითხები, რათა მსგავსი ომი აღარ განმეორდეს.„ამაზე გენერალი გრინკევიჩიც მუშაობს“, – განაცხადა კუშნერმა და აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ ალექსუს გრინკევიჩს გულისხმობდა.„ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ და იმედი მაქვს, უფრო მეტ პროგრესს მივაღწევთ“, – დასძინა მან.უიტკოფი: ტრამპის მიზანი ომის დასრულებაასტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული შეხვედრა ძალიან კარგი და პოზიტიური იყო. მანაც დაადასტურა, რომ ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა უნდა შედგეს.„ტრამპი მოწადინებულია, ეს ომი დასრულდეს. ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს ახალი შეხვედრა და ამ მიზნის მისაღწევად ინტენსიურად ვიმუშავებთ“, – განაცხადა უიტკოფმა.ამრიგად, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებებისა და შემდგომი შეხვედრების შემდეგ მხარეები ტყვეების გაცვლის საკითხზე შეთანხმების მიღწევაზე საუბრობენ. ამასთან, აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამშვიდობო პროცესში ევროპის მონაწილეობა აუცილებელია, ხოლო უკრაინისა და რეგიონის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე მუშაობა გრძელდება.
1794545150
უკრაინული მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ 94 დრონი ჩამოაგდო, თუმცა რაკეტების განეიტრალება ვერ მოხერხდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრები გაჩნდა რივნესა და ჟიტომირის ოლქებშიც. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აიღო და განაცხადა, რომ სამიზნე დრონების საწარმოო ობიექტები და ელექტროქვესადგურები იყო. თავის მხრივ, მოსკოვმა განაცხადა, რომ ღამით რვა რეგიონის თავზე დაახლოებით 70 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.ორმხრივი იერიშები წინ უსწრებდა აშშ-ის შუამავლობით გამართული სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულებას. მართალია, მხარეები სამხედრო ტყვეთა მორიგ მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა ტერიტორიებისა და მომავალ მოლაპარაკებებში ევროპის ჩართულობის საკითხებმა მოლაპარაკებების მაგიდასთან მწვავე დებატები გამოიწვია.უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ შეხვედრას ერთ-ერთი ყველაზე რთული უწოდა და აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ მკაცრი მოთხოვნები წამოაყენა და კომპრომისისთვის მცირე სივრცე დატოვა. მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ უკრაინას „გამსკდარი აბსცესი“ უწოდა და განაცხადა, რომ „მათი მიწის თითოეული სანტიმეტრი დაბრუნდება“. უკრაინის ტერიტორიების მოთხოვნის გარდა, კრემლმა ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაც მოითხოვა.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერიტორიული საკითხი ბოლო რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, ამერიკელი შუამავლები კი ძირითადად დონბასის რეგიონთან დაკავშირებული დავის გადაჭრის სხვადასხვა გზაზე მუშაობდნენ. „მათ მიაჩნიათ, რომ ამ ომის შესაჩერებლად საკუთარი ტერიტორია უნდა დავტოვოთ. შეუძლებელია ჩვენთან ასე საუბარი, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება. ისინი სხვადასხვა ვარიაციის პოვნას ცდილობენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ ოთხშაბათს დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.მაღალჩინოსანმა წყარომ, რომელმაც POLITICO-სთან ანონიმურობის დაცვით ისაუბრა, განმარტა, რომ განხილული იდეებიდან ერთ-ერთი გულისხმობდა ომის შეჩერებას ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე, რის შემდეგაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილები ადმინისტრაციულად სხვა ოლქის იურისდიქციას დაექვემდებარებოდა. „თუმცა ეს დაახლოებით მილიონი სხვადასხვა იდეიდან მხოლოდ ერთ-ერთი იყო. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა ოდესმე აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად“, - დასძინა გამოცემის წყარომ.
1794487451
გამოცემის ინფორმაციით, წლების განმავლობაში რუსეთი ითხოვდა ისეთი ევროპული უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმებას, რომელიც შეზღუდავდა NATO-ს გაფართოებას და შეამცირებდა ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობას აღმოსავლეთ ევროპაში. წარსულში ვაშინგტონი ამ მოთხოვნებს უარყოფდა, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, მზად არის განიხილოს ისინი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ უფრო ფართო შეთანხმების ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ევროპის მრავალი ქვეყნის მთავრობა აშშ-ის ადმინისტრაციის ამ მიდგომას ღრმა უნდობლობით ეკიდება.პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, ხუთშაბათს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან, რათა ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ისინი ასევე ითხოვენ, რომ პუტინი დათანხმდეს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპელი წარმომადგენლების ჩართვას.ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის შესახებ აშშ-ის წინადადება აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო. წყაროების ცნობით, რუსმა მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრა იმიტომ დაიწყო, რომ მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არ უპასუხა მის 2021 წლის წერილს, სადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რუსეთის შეშფოთება იყო ჩამოყალიბებული. საპასუხოდ, კუშნერმა და უიტკოფმა რუსულ მხარეს განუცხადეს, რომ 2021 წლის შემდეგ მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა და შესთავაზეს ახალი პროექტის მომზადება, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა „სიმეტრიული ნაბიჯების“ გადასადგმელად არის მზად მოსკოვი კონფლიქტის დეესკალაციისა და ევროპის დასარწმუნებლად, რომ მომავალში თავდასხმას აღარ განახორციელებს.ამერიკულმა მხარემ ასევე მკაფიოდ აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხების სერიოზულად განსახილველად აუცილებელია მოლაპარაკებებში ევროპელების მონაწილეობა, რასაც რუსეთი აქამდე ეწინააღმდეგებოდა. ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილის დათმობა ევროპული მთავრობებისთვის უფრო მისაღებს გახდის ომის დასრულებამდე უსაფრთხოების ფართო შეთანხმების განხილვას. ამასთან, წყაროს თქმით, აშშ-მა ევროპელ პარტნიორებს გარკვევით უთხრა, რომ არ დათანხმდება რუსეთთან უსაფრთხოების შეთანხმებას, თუ მას ევროპა და უკრაინა არ შეუერთდებიან, და მოსკოვს ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე ვეტოს უფლება არ მიეცემა.მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა უარყო მოწოდებები ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის შესახებ, როგორც ომის დასრულების გზისა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი შაბათს გააფრთხილა ტრამპის ადმინისტრაცია, რომ შემოთავაზებული უსაფრთხოების ახალი გეგმა შესაძლოა „სახიფათო“ იყოს, რადგან რუსეთი ომის შეწყვეტის არანაირ ნიშანს არ ავლენს.
1794478346
იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი ბრძოლის ველზე დანაკარგების შესახებ მონაცემებს მკაცრად ასაიდუმლოებს, დამოუკიდებელი ჟურნალისტები და აქტივისტები რეალური მსხვერპლის დასადგენად სწორედ სასაფლაოების ფოტოფიქსაციას იყენებდნენ. გერმანიის თანამედროვე ისტორიის ლაიბნიცის ცენტრის წარმომადგენლის, იან ბერენდსის თქმით, საფლავების მზარდი რაოდენობა ხელისუფლებას ძალიან აწუხებს, რადგან ეს მათ პუტინის ომის მარცხს ახსენებს. ბოლო თვეებში რუსეთის ხელისუფლებამ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ სამხედრო სასაფლაოების გადაღება შესაძლოა სამუდამო პატიმრობითაც კი დაისაჯოს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) კი სასაფლაოებს პატრულირებს. ზაფხულიდან მოყოლებული, ქვეყნის მასშტაბით ათეულობით ადამიანი დააკავეს, რომელთაც დახურულ პროცესებზე სახელმწიფო ღალატსა და უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ედავებიან.დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონისა“ და BBC-ის რუსული სამსახურის ერთობლივ მონაცემთა ბაზაში (Russia 200) უკვე თითქმის 283 000 დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობაა იდენტიფიცირებული, თუმცა ღია წყაროებზე დაყრდნობით ყველა დაღუპულის აღრიცხვა შეუძლებელია. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება და ნიდერლანდების დაზვერვა რუსეთის დანაკარგებს ნახევარ მილიონზე მეტად აფასებენ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ივლისში განაცხადა, რომ უკრაინაში 700 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ყველაზე მოკრძალებული გათვლებითაც კი, რუსეთის დანაკარგები უკრაინაში ბევრად აღემატება საბჭოთა კავშირის მსხვერპლს ავღანეთის 10-წლიან ომში, სადაც კრემლი ასევე მალავდა რეალურ ციფრებს და ოჯახებს საფლავის ქვებზე „ავღანეთში დაიღუპა“-ს დაწერას უკრძალავდა.2022 წლის სექტემბერში თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა სერგეი შოიგუმ 5 937 დაღუპულის შესახებ განაცხადა და მას შემდეგ მოსკოვს ოფიციალური რიცხვები აღარ დაუსახელებია. 2024 წლიდან კრემლმა ინფორმაციის ყველა არხი ჩაკეტა: დანაკარგებზე მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებად გამოცხადდა, რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა („როსსტატმა“) 1990-იანი წლებიდან საჯარო ჭარბი სიკვდილიანობის სტატისტიკაზე წვდომა დახურა, 2025 წლის ბოლოს კი ხელისუფლებამ სამხედროების გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების შესახებ სასამართლო სარჩელებიც გაასაიდუმლოვა, რომელთა რაოდენობამ გასულ წელს თითქმის 90 000-ს მიაღწია. „მედიაზონის“ რედაქტორის, დიმიტრი ტრეშჩანინის თქმით, მოხალისეებზე თავდასხმებისა და მკაცრი სასჯელების გამო სასაფლაოების გადაღება ახლა უკიდურესად სახიფათო გახდა.რუსი სამხედრო ანალიტიკოსის, იან მატვეევის შეფასებით, კრემლის მთავარი მიზანი რეკრუტირების პროცესის შენარჩუნება და პოტენციური კონტრაქტორების მოტყუებაა, რადგან ფრონტზე გადარჩენის რეალური სტატისტიკის ცოდნის შემთხვევაში, თვეში 30 000 ახალწვეულის შეგროვება შეუძლებელი გახდებოდა. მისივე თქმით, დანაკარგების დამალვა საგარეო აუდიტორიაზე, კონკრეტულად კი დონალდ ტრამპზე - შთაბეჭდილების მოხდენასაც ემსახურება, რათა მას შეექმნას ილუზია, თითქოს პუტინის არმია გამარჯვების ზღვარზეა.
1794464640
დანიაში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა ერთიანობის მნიშვნელობას და კონკრეტული ვადებიც დაასახელა.„ვფიქრობ, ნოემბერში, არა უგვიანეს, უნდა შევთანხმდეთ, ვინ წარმოადგენს ევროპას მოლაპარაკებებზე. ასე უკეთესი იქნება, რადგან მათ ექნებათ მანდატი მთელი ევროპისგან, მთელი ამ კოალიციისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, სასურველია ეს საკითხი 19 ნოემბერს გერმანიაში დაგეგმილ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე გადაწყდეს.ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სურს ამ საკითხზე ევროკავშირთან და სხვა ევროპულ ძალებთან წინასწარი დიალოგი ჰქონდეს, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინა უკვე მიღებული გადაწყვეტილების წინაშე დააყენონ.POLITICO წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპა უკრაინის ძირითადი ფინანსური დონორია, ევროკავშირის ქვეყნებს შორის კვლავ არ არსებობს ერთიანი პოზიცია იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა ჩაერთოს უმაღლესი დონის დიალოგში მოსკოვთან და ვაშინგტონთან, ან საერთოდ ღირს თუ არა ვლადიმერ პუტინთან საუბარი. გასულ კვირას იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის ჩართულობა მკაცრად გააკრიტიკა და მას „ქაოსური“ უწოდა. ევროპელი ლიდერები ამ საკითხებზე მიმდინარე კვირას დუბლინის სამიტზე იმსჯელებენ.პარალელურად, აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების ფონზე, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მომდევნო რაუნდზე მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის სრულფასოვანი ჩართულობა სურთ. ეს ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ ვაშინგტონს სურს სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვის საკითხიც განიხილოს, რაც რუსეთის დიდი ხნის მოთხოვნას წარმოადგენს.
1794379666
გამოცემა POLITICO-ს ცნობით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფისა და ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ იდენტურ განცხადებებში აღნიშნულია, რომ უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები ამერიკულ მხარეს დაეთანხმნენ იმ საკითხში, რომ „არსებითია ომის შემდგომი უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარება“ და რეგიონში „კონფლიქტის რისკების შემცირება“.„საერთო მიზანია პრაქტიკული და ურთიერთგამაძლიერებელი უსაფრთხოების ჩარჩოს შემუშავება, რომელიც განამტკიცებს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას და შექმნის ნდობას მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევისთვის. ხანგრძლივ მშვიდობაზე ცენტრალურ აქცენტთან ერთად, დისკუსია შეეხო იმას, თუ როგორ უნდა განვითარდეს არსებული ევროპული უსაფრთხოების ინსტიტუტები და შეთანხმებები უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებებში.აბუ-დაბიში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების პირდაპირ შეხვედრამდე ჩატარდა მოსამზადებელი კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპული სახელმწიფოს წარმომადგენლები, უკრაინა და აშშ-ის გუნდი. წყაროების ცნობით, პირველი რაუნდი შინაარსიანი და პოზიტიურ განწყობაზე დაფუძნებული აღმოჩნდა.ეს არის ბოლო 9 თვის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინისა და რუსეთის მომლაპარაკებლები აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად სამმხრივ ფორმატში ხვდებიან ერთმანეთს. ამერიკულ მხარეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ ვიტკოფი ხელმძღვანელობენ, რომლებიც აქტიურად ლობირებენ დისკუსიის მასშტაბის გაფართოებას, რათა მასში ევროპის მომავალი უსაფრთხოების საკითხებიც შევიდეს.მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის თემა განსაკუთრებით სენსიტიურია ევროპული მთავრობებისთვის. ევროპაში არსებობს შიში, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა ევროპის უსაფრთხოების მხარდაჭერის მკვეთრ შემცირებას გეგმავდეს.აშშ-ის მხრიდან განხორციელებული წნეხის შედეგად, NATO-ს მოკავშირეები უკვე შეთანხმდნენ ახალ მიზანზე, 2035 წლისთვის თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ. ამასთან, ვაშინგტონი ევროპაში ამერიკული ჯარების კონტინგენტის შემცირებასაც აანონსებს.რუსეთი თავის მხრივ მოითხოვს ევროპაში NATO-ს აქტივობების შეზღუდვას და უარს ამბობს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე. მთავარი კითხვა, რაც ამ ეტაპზე რჩება, თანმიმდევრობას ეხება: გახდება თუ არა ფართო ევროპული უსაფრთხოების გარიგება უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, თუ ის მოგვიანებით განიხილება?რუსეთთან სამმხრივ შეხვედრამდე, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციები შეხვდნენ ევროკომისიის, ევროპული საბჭოს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და NATO-ს მაღალჩინოსნებს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „ძლიერი NATO კვლავ დარჩება ევროატლანტიკური კოლექტიური თავდაცვის ცენტრალურ ელემენტად“.
1794313528
მისი ინფორმაციით, მიღებული თანხიდან 3.7 მლრდ ევრო მაკროფინანსურ დახმარებას წარმოადგენს, ხოლო 660 მლნ ევრო თავდაცვის კომპონენტზეა გათვალისწინებული.მთავრობა თანხებს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯებისა და თავდაცვის ძალების გადაუდებელი საჭიროებების დასაფინანსებლად მიმართავს.„რუსეთის მუდმივი თავდასხმების პირობებში ეს მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და სახელმწიფოს ფინანსური მდგრადობის შესანარჩუნებლად“, – წერს კორეცკი.ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიღებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა უკრაინის უმაღლესმა რადამ 14 და 15 ოქტომბერს მიიღო.
1793876581
მისი თქმით, შეხვედრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ომის დასრულების მისიის ფარგლებში იმართება. დისკუსიები ფოკუსირებული იქნება ომის შემდგომ უსაფრთხოების შეთანხმებებზე, დეესკალაციაზე, ჰუმანიტარულ ღონისძიებებსა და მშვიდობისკენ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე.გარდა ამისა, უიტკოფმა დააანონსა ამერიკელი მომლაპარაკებლების შეხვედრა: საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლებთან, რომელიც ამ კვირაში ბრიუსელში გაიმართება. მხარეები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ევროპის ომის შემდგომ უსაფრთხოების არქიტექტურასა და უკრაინის აღდგენის ეკონომიკურ შესაძლებლობებს განიხილავენ.„ვიმედოვნებთ, განვავითარებთ იმ პროგრესს, რომელსაც კიევში, ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში მივაღწიეთ და მივუახლოვდებით ყოვლისმომცველ, გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას“, - აღნიშნა უიტკოფმა.მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების საკითხზე ტექნიკური გუნდების სამმხრივი შეხვედრა ნოემბრის პირველ ნახევარში იგეგმებოდა. ოსლოში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც ტერიტორიული და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, უიტკოფი სანქტ-პეტერბურგსაც ეწვია და ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ზელენსკის თქმით, იგი ასევე მზადაა სტამბოლში პუტინთან და ტრამპთან შესახვედრად.
1793688959
„მთელი 2026 წლის განმავლობაში უკრაინა აშშ-ისგან თვეში "პატრიოტის" 12 რაკეტას მიიღებს... წარმოიდგინეთ: ამერიკისგან წელიწადში 150 რაკეტის იმედი შეიძლება გქონდეს, ჩამოსაგდები კი თვეში 150 ბალისტიკური რაკეტაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ აშშ-იდან მიწოდების შემცირება ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ყოველდღიურად მუშაობს სხვა ქვეყნებიდან რაკეტა-გადამჭერების მოძიებაზე და ყოველკვირეულად აფორმებს დახმარების ახალ პაკეტებს. თუმცა, მესამე ქვეყნების მიერ უკრაინისთვის რაკეტების გადასაცემად ვაშინგტონის ოფიციალური თანხმობაა საჭირო.ზელენსკიმ განმარტა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა 12-რაკეტიან ამერიკულ პაკეტს ხელი უკვე მოაწერა, თუმცა გადასაჭრელი რჩება კიდევ 23 რაკეტის შეთანხმების საკითხი, რომლებიც უკრაინამ სხვა მიმართულებებით იპოვა.ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა გაიხსენა, რომ ნიუ-იორკში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას მან ითხოვა საჰაერო თავდაცვის „ზამთრის პაკეტის“ დამტკიცება და სანაცვლოდ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტა შესთავაზა. თუმცა ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ს თავადაც აქვს რაკეტების დეფიციტი და შესაძლებლობების ფარგლებში იმოქმედებს.ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ რაკეტების მოწოდების შეფერხება ემთხვევა სხვა სირთულეებს, მათ შორის Starlink-ისა და Starshield-ის სისტემების მუშაობას, დაზვერვის მონაცემების გაზიარებასა და ე.წ. „დიზელის შეთანხმების“ განხორციელებას.„როდესაც სხვადასხვა ფაქტორის დამთხვევა ხდება... ჩვენ ვხვდებით, საით მიდის ყველაფერი. Home Alone (მარტო სახლში) - ასე ჰქვია შემდეგ ნაწილს. ეს არის რთული გამოწვევა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ კიევი ყოველთვის ეხმარებოდა ამერიკულ მხარეს, მათ შორის საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებული აშშ-ის ბაზების უსაფრთხოების საკითხებში.შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა თითქმის ერთი თვე ელოდებოდა პიტ ჰეგსეთის ხელმოწერას Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემების რაკეტების მიწოდების დოკუმენტებზე.
1793178360
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
1793619133
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
1 დეკემბრიდან ელექტრონული შესყიდვის აქტი ამოქმედდება
1793797714
საცხოვრებელი ფართების სამშენებლო ნებართვები 10%-ით შემცირდა - თიბისი კ...
1793617863
TBC 3Q26-სთვის თითო აქციაზე ₾1.75-ის დივიდენდს გადაიხდის
1793950298
