თბილისი (GBC) - მოსკოვის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარმა ე.წ. ნავთობის წვიმა წარმოიქმნა.
საზმაუს ინფორმაციით, ფოტოები, რომლებზეც ასახულია წვიმის შემდეგ დარჩენილი შავი ფენა ნავთობის წვის პროდუქტების მინარევებით, მოსკოვის სიახლოვეს მდებარე დასახლებების, ჟელეზნოდოროჟნისა და ლუბერცის მცხოვრებლებმა გამოაქვეყნეს. მათ მძაფრი დამწვრის სუნი იგრძნეს.
ამასთან, რუსეთის დედაქალაქის გარემოს მონიტორინგის სამსახურში განაცხადეს, რომ „მოსკოვის ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია დასაშვებ ზღვრულ ნორმებს არ აღემატება“.
დამოუკიდებელი მეტეოროლოგების პროგნოზით, ნალექი ნავთობის წვის პროდუქტების მინარევებით, მოსკოვის აღმოსავლეთით, მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე კიდევ ერთი დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.