თბილისი (GBC) - recov.ge-ის მონაცემებით, 2024 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 225 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 10%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 6%-ით, 208 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული. 

ასევე, 2024 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 0.5%-ით შემცირდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრსა და გარეუბნებში კი 8% და 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

recov.ge-ის ინფორმაციით, 2024 წლის მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1%-ით შემცირდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრსა და გარეუბნებში კი 5% და 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, 2024 წლის მაისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 22%-ით არის შემცირებული.