თბილისი (GBC) - სებ-ის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა 4 თვეში 368.1 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.
რეგულატორის ინფორმაციით, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, ის განაგრძობს ვალუტის შეძენას. აპრილში Bmatch -ზე სებ-ის 266.4 მილიონის შესყიდვით, რეზერვები აპრილის მდგომარეობით 4.52 მლრდ დოლარამდეა.
სებ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტია შესაბამისად, ზედამხედველი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე. თუმცა 2024-ში ხარჯვა მოუწია უფრო მეტის. ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი Bmatch -ზე გაყიდა, $400 მლნ-მდე კი სავალუტო აუქციონებზე. წმინდა შესყიდვებზე კი $482.5 მლნ მოდის.
სებ-ის 2025-ის სავალუტო ინტერვენციები:
·
·
· იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
· მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
· აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
ეროვნულმა ბანკის სავალუტო ოპერაციებზე ინფორმაციას 25 ივნისს განაახლებს.