თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ცნობით, ივნისში რეგულატორმა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები $266 მლნ–ით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ივნისის მდგომარეობით, $4.7 მლრდ–ს შეადგენს. 

„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სები ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, 2025 წლის სების მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარ-თებერვალში Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა

მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი

აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი

მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი

ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25  აგვისტოს გამოაქვეყნებს.