თბილისი (GBC) - სებ-ის ინფორმაციით, აერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც სსფ-ის ტექნიკური დახმარების (TA) რეკომენდაციების შესაბამისად, რაზედაც ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს IV მუხლის კონსულტაციების დასკვნით ანგარიშშია აღნიშნული.
ფონდის შეფასებით, ნაბიჯებს შორის უნდა აღინიშნოს აღმასრულებელ წევრებს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ჩანაცვლების მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერება.
„2022 წლის უსაფრთხოების შეფასების (Safeguards Assessment) რეკომენდაციების უმეტესობა უკვე განხორციელებულია, მათ შორის ახლახან გაუქმდა მთავრობისთვის დისკრეციული ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა", - ნათქვამია სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ანგარიშში.
ამასთან, სსფ აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებისთვის დამატებითი რეფორმებია საჭირო. ფონდის შეფასებით, კოლეგიური გადაწყვეტილების მიღების მოდელზე გადასვლა გადაწყვეტილებების ხარისხს გააუმჯობესებს კოლექტიური განხილვის გზით.