თბილისი (GBC) - ახალ სასწავლო წელს დაწყებითი კლასის მოსწავლეები Jiangsu-ს* შეკერილ ფორმებს ჩაიცვამენ.

მოსწავლეების ერთნაირი ფორმით შემოსვის სავალდებულო ნორმა განათლების ახალ რეფორმას შემოაქვს. მდიდარ და მეტ-ნაკლებად შეძლებულ მშობელს ერთი ბავშვის ფორმის შეძენა 80-90 ლარი დაუჯდება. ღარიბებისთვის (<65 000 ქულიანი) უფასოა. 

განათლების მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთიდან ფორმები 3 ეტაპად შემოვა. 15 სექტემბრისთის Iკლასელები, I ხემესტრის ბოლომდე კი VI კლასის ჩათვლით, ყველა დაკმაყოფილდება. მიქანაძე, სასკოლო ფორმაში  არაჯანსაღი ქსოვილის გამოეყენებით გამოწვეულ განწობებს გამოეხმაურა. თქვა რომ პოლიესტერნარევ (70%) სამოსს სარჩული აქვს ანტიალერგიული. 

ფორმასთან ერთად იცვლება შინაარსიც. კერძო და საჯარო სკოლაში ერთიდაიგივე სახელმძღვანელოებით ისწავლიან. 2028 წლის 15 სექტემბრამდე ყველა საფეხურზე ჰუმანიტარული და STEM მიმართულების საგნებში ახალი სახელმძღვანელოები უნდა გამოიცეს.

წიგნის ვიზუალში შემოდის ეროვნული იდენტობის სიმბოლოები. მ.შ. ქიმიის სახელმძღვანელოს ავერსზე ღვინის წურვის პროცესი, რევერსზე, ქიმიური აღწერა. ფიზიკის წიგნზე კი კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრის გაშვება გამოისახება (ელგუჯა მეძმარიაშვილის გამოგონება). შიდა ფურცლები ილუსტრირებული იქნება ხუროთმოძღვრების ძეგლების გამოსახულებით.

* I-VI კლასის ფორმებს კერავს Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management Co. ჩინურ კომპანიასთან სახელმწიფო კონტრაქტის ღირებულება 45,66 მლნ ლარია