თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 17 ცალი მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული ტელეფონების საბაჟო ღირებულებამ ჯამში 53020 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.