თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 2023 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, 2024 წლის პირველ კვარტალში 1.3%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 7.1 პროცენტიანი კლებით და ერთწლოვანი კულტურების 11.8 პროცენტიანი შემცირებით, რამაც შესაბამისად, -3.85 და -2.25პ.პ-ით შეიტანა ცვლილება ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
საქსტატის ცნობით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი შემცირდა 9.3%-ით. ინდექსის კლება, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 34.5 პროცენტიანი კლებით, რაც -7.24 პ.პ-ით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულება შემცირდა 10.7%-ით, რამაც -5.54 პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2024 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსები წინა კვარტალთან და წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ასევე ინდექსების ფორმირებაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ჯგუფების შესაბამისი წვლილები:


