ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7905        EUR 3.0782        GBP 3.5975        RUB 4.1597        UAH 1.1339        AZN 1.6435        AMD 5.8257      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ნიდერლანდური Damen Shipyards საქართველოში გემთმშენებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს
23 იანვარი, 2019, 10:53
ნიდერლანდური Damen Shipyards საქართველოში გემთმშენებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს

თბილისი (GBC) - ნიდერლანდური Damen Shipyards საქართველოში გემთმშენებელი საწარმოს მშენებლობას განიხილავს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მსხვილი ნიდერლანდური კონცერნის Damen Shipyards - ის თავმჯდომარე კომერ დამენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით,   კომპანია დიდ ინტერესს გამოხატავს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე გემთმშენებელი და გემების სარემონტო საამქროები გახსნის კუთხით.

„ეს დაგვეხმარება დავასაქმოთ ჩვენი მოქალაქეები აღნიშნულ სექტორში, ასევე ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას, გააჩნია,“ - განაცხადა  გიორგი ქობულიამ.

შეხვედრა დავოსში გაიმართა, სადაც გიორგი ქობულია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს საზღვაო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება საკუთარ ნავსადგურებში ახალი ინვესტიციების შემოსვლას, რომლის მიზანსაც საპორტო და სანაოსნო მომსახურების განვითარება წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ  Damen Shipyard  გამოირჩევა საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში მაღალხარისხიანი სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებით, ამიტომ  შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ადგილობრივი საკადრო რესურსის გადამზადების აუცილებლობაზეც, რაც, პერსპექტივაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარია.   

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
სპონსორები