თბილისი (GBC) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა. დღეს, 8 მაისს, 17:00 საათზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე ბრიფინგს გამართავს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

რა თემაზე გაიმართება ბრიფინგი, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუკეთებია.