ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9089        EUR 3.221        GBP 3.8319        RUB 4.5697        UAH 1.2276        AZN 1.7103        AMD 6.0767      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სკოლა-ბანკის სიტუაციური ანალიზი ქართული მოდელით მომზადდა
2 დეკემბერი, 2019, 17:43
სკოლა-ბანკის  სიტუაციური ანალიზი ქართული მოდელით მომზადდა

თბილისი (GBC) - ეროვნულმა ბანკმა და ბავშვთა და საერთაშორისო ორგანიზაციამ Child and Youth Finance International (CYFI) პროექტის "სკოლა-ბანკი" ქართული მოდელის დანერგვის შესახებ სიტუაციური ანალიზი გამოაქვეყნა.

პროექტის განხორციელების სიტუაციური ანალიზი, პირველად სწორედ საქართველოს მაგალითზე მომზადდა.

პუბლიკაციის მიზანია საერთაშორისო მასშტაბით დაინტერესებულ მხარეებს, განსაკუთრებით კი ფინანსური სისტემის ზედამხედველებს, განათლების სამინისტროებსა და კომერციულ ბანკებს, საქართველოში "სკოლა-ბანკის" მოდელის დანერგვასთან დაკავშირებული გამოცდილება გააცნოს. ნაშრომი მოიცავს ყველა იმ პრაქტიკულ ინფორმაციას, რაც დაინტერესებულ მხარეებს სხვა ქვეყნებიდან "სკოლა-ბანკის" ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით დანერგვაში დაეხმარება.

"სკოლა-ბანკი", რომელიც ამ ეტაპზე 10-მდე ქვეყანაში ინერგება, მიზნად ისახავს ახალგაზრდების ფინანსური განათლებისა და ჩართულობის ამაღლებას, რაც, ერთი მხრივ, მათთვის სასკოლო გაკვეთილების ფორმატში ფინანსური საკითხების შესახებ ცოდნის გადაცემას, მეორე მხრივ კი - ფინანსური ორგანიზაციების მიერ ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტების განვითარებას გულისხმობს.

"სკოლა-ბანკის" კონცეფცია CYFI-მ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ჯერ კიდევ 2005 წელს გამოცემული რეკომენდაციის საფუძველზე განავითარა, რომლის მიხედვითაც OECD ყველა ქვეყანას ურჩევს, ფინანსური განათლება სასკოლო განათლების ნაწილი მაქსიმალურად ადრეული ასაკიდან გახდეს.

პროექტის "სკოლა-ბანკი" საქართველოში დანერგვა 2016 წელს ეტაპობრივად, ეროვნული ბანკისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კოორდინაციით დაიწყო, და ის სს "საქართველოს ბანკისა" და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, ასევე, კერძო და საჯარო სკოლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა კომერციული ბანკების ჩართულობით გაგრძელდა. პროექტის ფარგლებში ეროვნული ბანკი 2017 წლიდან სისტემატიურად ახორციელებს პედაგოგების გადამზადებას, 2018 წელს კი ISET-ის კვლევით ცენტრთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით პროგრამის პილოტის შედეგების პრეზენტაცია და ფინანსური განათლების სასკოლო პროგრამების ეფექტიანობის თემაზე მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა. ამ ეტაპისთვის, "სკოლა-ბანკის" ფარგლებში გადამზადებულია 600-მდე მოსწავლე და 80-მდე პედაგოგი.

"ეროვნული ბანკისთვის ახალგაზრდების ფინანსურ განათლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, ისე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა ფინანსური განათლება საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის მრავალმხრივ ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენ ვამაყობთ და მოხარულები ვართ, რომ CYFI-მ სწორედ საქართველოს "სკოლა-ბანკის" მოდელი შეარჩია საერთაშორისო პუბლიკაციის მოსამზადებლად და სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად. ეს მიანიშნებს, რომ ფინანსური განათლების მიმართულებით სწორ ნაბიჯებს ვდგამთ. ამავდროულად, ვაგრძელებთ მუშაობას არსებული გამოწვევების შესასწავლად, საპასუხო ნაბიჯების გასავითარებლად და "სკოლა-ბანკის" შედეგების გასაუმჯობესებლად" - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

ნაშრომი ამ ეტაპზე მხოლოდ ინგლისურ ენაზეა მომზადებული და მისი წაკითხვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე. მისი ქართულენოვანი ვერსია უახლოეს პერიოდში გახდება ხელმისაწვდომი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები