ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2181        EUR 3.8086        GBP 4.2189        RUB 4.1842        UAH 1.1383        AZN 1.893        AMD 6.5279      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
APM Terminals –ი 8 ტერმინალს ყიდულობს
24 სექტემბერი, 2020, 10:17
APM Terminals –ი 8 ტერმინალს ყიდულობს

თბილისი (GBC) - ფოთის საზღვაო ნავსადგურის მოდერნიზაციის პროგრამისა და საოპერაციო ეფექტურობის მუდმივი გაუმჯობესების პროცესის ფარგლებში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 8 ახალი ტერმინალის უნაგირამაწევარა შეიძინა.

ტერმინალის უნაგირამაწევარა სპეციალური ნახევარმისაბმელით ნავსადგურის ნავმისადგომებსა და საკონტეინერო ტერიტორიას შორის ტვირთების უსაფრთხოდ გადასაზიდად გამოიყენება და ზრდის საოპერაციო პროცესების შეუფერხებლობასა და საიმედოობას. აღნიშნული თანამედროვე ტექნიკა აღჭურვილია ნავსადგურის საოპერაციო სისტემასთან ინტეგრირებული მობილური კომპიუტერით, რაც კონტეინერების მოძრაობასთან დაკავშირებული ინფორმაციის რეალურ დროში მიმოცვლის საშუალებას იძლევა.

 “ეიპიემ ტერმინალსი“, “ეი.პი. მოლერ–მაერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 78 მოქმედი პორტების და ტერმინალების ქსელით, რომელსაც 58 ქვეყანაში ახორციელებს. 2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური - „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. სათავეში მოსვლის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო ცენტრის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები