ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.084        EUR 3.513        GBP 4.1992        RUB 4.0371        UAH 1.0863        AZN 1.8168        AMD 6.4082      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სკოლის დირექტორს პედაგოგთა აცრის ჟურნალიც მოეთხოვება
28 სექტემბერი, 2021, 17:12
სკოლის დირექტორს პედაგოგთა აცრის  ჟურნალიც მოეთხოვება

თბილისი (GBC) - დადებითობის მაჩვენებელი 6%-ს ჩამოცდა, სიკვდილიანობის კოეფიციენტიც დაღმავალ ტრენდს აჩვენებს, თუმცა როგორც გამყრელიძემ სამშაბათის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, სექტემბრის ვაქცინაციის სტატისტიკაც დაღმავალია.

დავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, თბილისსა და აჭარის გარდა, ყველა სხვა რეგიონში აქტივობა ძალიან დაბალია. მაგ: კახეთში  20 დღეში, სულ, 9 ვაქცინირებული.

უწყებრივ ჭრილში ყველაზე მაღალი მოცვა - 90% პენიტენციურ სისტემაში აღინიშნება.  78% -ია სამედიცინო სისტემაში, ისიც ვაქცინირებული ექიმების ხარჯზე. ექთნები და მედდები პასიურობენ. აქტივობა დაბალია სასწავლო დაწესებულებებშიც ერთჯერადად, პედაგოგ-მანდატურთა  მხოლოდ 63%-ია ვაქცინირებული. 2 დოზით კი 52%.

გამყრელიძის ინფორმაციით, ყველა დირექტორს დაევალა "ჟურნალის" წარმოება.  უნდა იცოდეს რამდენია მის სკოლაში აცრილი,  რამდენია ინფექციაგადამტანი/გადატანილი და უნდა ჰქონდეს აუცრელების აცრის გრაფიკი. ასევე უნდა დაინტერესდეს მშობლების მდგომაროებით. სამშაბათის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ძლიერდება ოჯახის ექიმის ინსტიტუტის როლი, განსაკუთრებით სოფლად. დაგეგმილია მათი ფინანსური  წახალისება. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები