ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7089        EUR 2.788        GBP 3.2829        RUB 4.4083        UAH 0.7353        AZN 1.5979        AMD 6.6886      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თიბისი საცალო დაკრედიტების ზრდის შენელებას ელის
4 ოქტომბერი, 2021, 12:58
თიბისი საცალო დაკრედიტების ზრდის შენელებას ელის

თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, ინფიცირების მაჩვენებლების მკვეთრი მატების და გარკვეული შეზღუდვების შემოღების მიუხედავად, აგვისტოში ეკონომიკის ზრდა კვლავ მაღალი - 10.3% იყო. აქტივობამ 2019 წლის დონესაც 4.5%-ით გადააჭარბა. უკვე მესამე თვეა, რაც წლიურ ჭრილში ფისკალურ კომპონენტს ზრდაზე უარყოფითი გავლენა აქვს, თუმცა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა იმაზე დიდია, ვიდრე ფისკალური ეფექტის სრული კომპენსაციისთვისაა საჭირო.

ექსპორტის ზრდა შენელდა. ამასთან, გზავნილები, დაკრედიტება და იმპორტი გაძლიერდა, რაც შიდა მოთხოვნის სწრაფ აღდგენაზე მიუთითებს. სექტორების მხრივ, წინა თვის მსგავსად, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და მშენებლობის გარდა, ყველა სხვა ინდუსტრიაში გაზრდილი აქტივობა დაფიქსირდა. 2021 სრული წლის პროგნოზის მხრივ, აგვისტოს ზრდა მცირედით მეტი იყო, ვიდრე ეს თიბისი კაპიტალის 10.5%-იანი სცენარითაა გათვალისწინებული.

ადგილობრივი და უცხოური ვალუტის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავება აგვისტოში კიდევ გაიზარდა და მორიგი რეკორდულად მაღალი - 9.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მაშინ, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე მომდევნო წელს აშშ დოლარის განაკვეთის მატებაა მოსალოდნელი, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, აშშ დოლარის ადგილობრივი განაკვეთები არსებულ დაბალ დონეზე შენარჩუნდება. უფრო მეტიც, შემდგომი კლებაც კი არაა გამორიცხული. ამის მიზეზებია: საბანკო სექტორში უცხოური ვალუტის კვლავ ჭარბი ლიკვიდობა; გრძელვადიან პერიოდში ვალუტაში განაკვეთების სტრუქტურული კლება, რასაც სუსტი კავშირი ჰქონდა საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ დინამიკასთან და ასევე, ლარიზაციის მოსალოდნელი ზრდა.

ოთხშაბათს, სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი 0% შეინარჩუნა. მართალია დაკრედიტების ზრდა მაღალია, თუმცა ასევე გათვალისწინებულია ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და მაღალი ინფლაცია. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მომდევნო წლებში სესხების ზრდა მისი გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ტენდენციასთან ახლოს იქნება, რაც მშპ-ს ნომინალურ მატებაზე რამდენიმე პროცენტული პუნქტით მეტია. ეს მოლოდინი ითვალისწინებს ეკონომიკის რეალური ზრდის დაახლოებით - 5.5%-მდე და ინფლაციის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელთან ნორმალიზებას.


ხუთშაბათს სებ-მა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, რაც, როგორც ჩანს, არჩევნების შემგომ გაუფასურების მოლოდინებისა და გამყარებულ დოლართან დაკავშირებული სენტიმენტების შედეგია. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ სავალუტო ბაზარზე მიწოდება-მოთხოვნის ბალანსი დადებითია და ლარიდან ვალუტაში კონვერტაციებიდან გამომდინარე ლარის კურსზე ზეწოლა დიდწილად მატერიალიზირებულია.

https://static.tbccapital.ge/uploads/files/WeeklyUpdatefromtheChiefEconomist_04-10-2021_GEO.pdf

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები