GE EN
სხვა სიახლეები
საპენსიოს შესყიდვები Bmatch-ზე 341 მლნ აშშ დოლარია

გასული წლის ზაფხულიდან სავალუტო საინვესტიციო პორტფელი $60 მლნ-ით გაზრდილია და ამ დროისთვის $341 მილიონს შეადგენს. სააგენტო, ბლუმბერგის Bmatch პლატფორმაზე, 2022-ის გაზაფხულიდან ვაჭრობს.სავალუტო დაბანდების ნახევარზე მეტი აქციებშია ინვესტირებული, ETF-ში, უცხოურ კორპორაციულ აქციების პაკეტში, რომელიც საფონდო ინდექსში შემავალი კომპანიის რეპლიკაციით დგება.ამ დროისთვის სავალუტო დაბანდებაზე, სულ, მოდის 18.9%. მოქმედი კანონით 20%-მდეა გათვალისწინებული და როგორც ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გურგენიძემ განაცხადა, ლიმიტი, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგაც არ იცვლება.მოქმედი, სამპაკეტიანი საპენსიო სქემით, დაბალრისკიან, კონსერვატიულ პაკეტში სავალუტოს წილი 20%-მდეა, საშუალორისკიან, დაბალანსებულ პაკეტში 40%-მდე  და მაღალრისკიანში 60%-მდე.საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დამზოგველების 99% - 1 325 453 ბენეფიციარი კონსერვატიულ პაკეტს ფლობს. და მხოლოდ 1 % მოდის დაბალ და საშუალორისკიანზე. შესაბამისად, საპენსიო სქემის 4 835 და 5 141 მონაწილეზე.ეკონომიკის სამინისტროს ახლად ინიცირებული ცვლილებებით, დეპოზიტებთან, ობლიგაციებთან და აქციებთან ერთად აქტიურდება აქტივის ახალი კლასი, "სხვა აქტივები", რომელიც  ინფრასტრუქტურულ პროექტებში საინვესტიციო დაბანდებებს მოიცავს.ამ კატეგორიის აქტივის წილი დაბალრისკიან პაკეტში, საკანონმდებლო ცვლილებებით, 15%-ით განისაზღვრება ( არსებული კანონით 0%-ია). 5%-5% ემატება საშუალო და მაღალრისკიან პაკეტებს, შესაბამისად ლიმიტი 20% და 25%-მდე იზრდება. (წყარო: ბიზნესპარტნიორი)

1715191080

საპენსიო დანაზოგები არ დაიკარგება

პარლამენტი, საპენსიო კანონში, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებული ცვლილებების განხილვას იწყებს, რომელიც აუქმებს არსებული კანონის 29-ე მუხლს (გვ.28), რომელიც საპენსიო სქემის მონაწილეს, თავისი დანაზოგის მართვისთვის, კერძო კომპანიის არჩევის შესაძლებლობას აძლევს.დაგეგმილი ცვლილებებით, როგორც მასზე მომუშავე გიორგი გურგენიძემ გვითხრა (ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების სადაზღვევო პოლიტიკის და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი), ამასთან რჩება, აუთსორსინგის 28-ე მუხლი, რომელიც აქტივების კერძო მმართველების დაქირავების შესაძლებლობას არ ზღუდავს. კანონპროექტით, იზრდება დაბალრისკიანი პაკეტის რისკები, რომელშიც 2023-ის საშემოდგომო ცვლილებებით, ყველა ბენეფიციარი მოექცა, მათი უსაფრთხოებისთვის, დამატებითი რისკებისგან დაცვის მოტივით.0%-ის ნაცვლად, კონსერვატიულ პაკეტში ჩნდება 15%-იანი კვოტა, სხვა აქტივებში ინვესტირებისთვის. "სხვა" გულისხმობს საპენსიო დანაზოგების მიმართვას ჰესი, მაგისტრალის, პორტის თუ სხვა მსხვილი პროექტისთვის, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თანადაფინანსებულია. 5%-5% ემატება საშუალო და მაღალრისკიან პაკეტებსაც და შესაბამისად ლიმიტი 20% და 25%-მდე იზრდება. ავტორის განმარტებით, ცვლილებები, რომელიც 2 საბჭოანი მმართველობითი სისტემის ოპტიმიზაციას ითვალისწინებს, განპირობებულია ფონდის გაზრდით, რომელიც ამ დროისთვის 1,3 მლნ მოქალაქის 4.9 მლრდ ლარის აქტივს განკარგავს.  გიორგი გურგენიძის განმარტებით, ადმინისტრაციული მმართველობის  გაუმჯობესების საჭიროება, საპენსიო სააგენტოს საქმიანობის მე-5 წელს გამოიკვეთა. მისი თქმით, 2 ბორდიანი მმართველობის ეფექტინობას, საერთაშორისო პრაქტიკაც აყენებს ეჭვქვეშ. საუკეთესო სტანდარტად მიჩნეულია, 1- ბორდიანი, რომელიც მართვის ეფექტიანობას ზრდის. მისივე ინფორმაციით, მმართველობითი მოდელის ცვლილებაზე საქმის კურსშია მსოფლიო და აზიის განვითარების ბანკი. საკითხი გავლილია, გაერთიანებული მისიის ფარგლებში, გასულის წლის ივნისში.გურგენიძის ინფორმაციით, კონსულტაციებში ჩართული იყო სსფ -ც, თუმცა მმართველობის ალტერნატიული შესათავაზებელი ვარიანტი არ ჰქონია.კანონპროექტით, საპენსიო ფონდის (მომავალში) მმართველი საბჭო 9-დან 15-მდე წევრით დაკომპლექტდება. შემოდის რისკების მართვის კომიტეტი, რისკების არსებული დეპარტამენტის ნაცვლად. კიდევ 2 კომიტეტი იქნება  საინვესტიციო და აუდიტის.რისკის კომიტეტზე შენიშვნა, საპენსიო სააგენტოს პირველ დირექტორსაც ჰქონდა. ლევან სურგულაძის თქმით, რისკის კომიტეტი უნდა იყოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოსგან დამოუკიდებელი, რომლის მიმართ იქნება ანგარიშვალდებული მთავარი რისკის ოფიცერი. ახლანდელი სტრუქტურული მოწყობით კი ოფიცერი ექვემდებარება რისკის ამღებ მხარეს (საინვესტიციო საბჭოს).სააგენტოს ფონდად ტრანსფორმირების შემდეგ საინვესტიციო საბჭო აღარ იქნება. *ფოტო სააგენტოს წარმატებული საქმიანობის 5 წლიანი ანგარიშის პრეზენტაციიდან 

1715176680

EU-ში „აგენტების“ კანონი განიხილეს და საქართველოს 30 მლნ ევრო გამოუყვე...

„ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოსთვის 30 მლნ ევროს გამოყოფას, ქვეყნისთვის ევროპული მშვიდობის ფონდის ფარგლებში არალეტალური დახმარების სახით – ეს იგივე არასაბიუჯეტო მექანიზმია, რომელიც უკრაინის შეიარაღებისთვის ხარჯების დაფარვას ხმარდება“, – წერს რედაქტორი სოციალურ ქსელში X.გარდა ამისა, ჟურნალისტის ინფორმაციით, ბრიუსელში საქართველოში ინიციირებული „აგენტების“ კანონიც განიხილეს, რომელიც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ორი მოსმენით უკვე მიიღო, საერთაშორისო კრიტიკისა და ადგილობრივი პროტესტის ფონზე.იოზვიაკის მტკიცებით, ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფოს ელჩები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში დაინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ გამო, ხოლო „უნგრეთი ჩუმადაა“.„უახლოეს მომავალში შეიძლება გამოჩნდეს ევროკავშირის, და შესაძლოა ევროკომისიის განახლებული ინფორმაციაც იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება აგენტების კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს“, – დასძენს იოზვიაკი.

1715169329

შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

რა თემაზე გაიმართება ბრიფინგი, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუკეთებია. 

1715168978

„მშობლების მარში“ 11 მაისს წერეთლის გამზირიდან ევროპის მარშს შეუერთდებ...

"11 მაისს, 16:00-ზე მშობლები ექსპოჯორჯიასთან ვიკრიბებით (წერეთლის გამზირი, დიდუბის გამოფენა), საიდანაც, ჩვენი ხმა მთელ ქალაქში გაისმება.შემოუერთდი მსვლელობას! ერთად ვუთხრათ მადლობა, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულ ევროკავშირის ელჩებს!ვივლით ბევრს, ვივლით ერთად და ხმამაღლა ვიტყვით იმას, #რაცშვილებსუნდათ!#არარუსულკანონს !#კიევროპას !19:00 სთ-ზე, მარშით შევუერთდებით უკვე დაანონსებულ საერთო აქციას ევროპის მოედანზე.#შინევროპისკენ#არარუსეთს#არარუსულრეჟიმს" - წერია განცხადებაში.პარალელურად აქციის მონაწილეები სამ ლოკაციაზე შეიკრიბებიან: მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და 300 არაგველის მეტროსთან, საიდანაც მსვლელობით ევროპის მოედანზე წავლენ.მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები არიან."სამივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", - აცხადებენ ორგანიზატორები.

1715165550

მარტში საკრედიტო აქტივობა ბიზნესის მიმართულებით უფრო მზარდი იყო

„მართალია ჯერჯერობით აპრილის მაჩვენებლები არაა ხელმისაწვდომი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ლარის ბოლოდროინდელი სტაბილურობა სავალუტო რეზერვების გაყიდვის შედეგი არაა. ამ მხრივ არგუმენტია, რომ როგორც წესი, ინტერვენციები გაცვლითი კურსის ზედმეტი მერყეობის შერბილებას ემსახურება და არა მისი მიმართულების განსაზღვრას. უფრო მეტიც, თიბისის მონაცემებზე დაყრდნობით, აპრილში მიგრაციის ეფექტისა და ასევე ტრადიციული ტურიზმის საკმაოდ ძლიერი ზრდა დაფიქსირდა. ასევე, უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, არ ჩანს დეპოზიტების ლარიდან ვალუტაში გადადინების რამდენადმე მაინც გამოკვეთილი ტენდენცია, რაც ხშირად, ე.წ. სენტიმენტების გაუარესებისას, თვალსაჩინოა ხოლმე. ამავდროულად, აპრილში მცირედით იკლო ლარის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილმა.ამ ეტაპზე, სხვა გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა ბოლოდროინდელ მოლოდინებთან შესაბამისობაშია. კერძოდ, მარტის საკრედიტო აქტივობა უფრო მაღალი ბიზნეს მიმართულებით იყო. ასევე, გარკვეულწილად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებლები, თუმცა, მთლიანობაში ყოველთვიური დინამიკა 3%-იან სამიზნესთან ახლოა, წლიური ინფლაცია კი აპრილის მდგომარეობით 1.5%-ს შეადგენს“, – წერს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი. 

1715161201