GE EN
სხვა სიახლეები
პაშა ბანკს 45 000 მომხმარებელი დატოვებს

Top|Card-ით ტრანზაქციები 13 მაისიდან შეზღუდულია, თუმცა მფლობელმა მინიმალურის შეტანის თარიღს მაინც არ უნდა გადააცილოს, რომ არ დაჯარიმდეს.20 მაისიდან საკრედიტო ანგარიში გადაინაცვლებს ლიბერთიში, რომელმაც პაშა ბანკის  საცალო პორტფელი 2 თვის წინ შეისყიდა და დაანონსებულ ვადაში დაასრულა კიდეც მიგრირება.Top|Card-ის მფლობელს ლიბერთიში, იგივე სახელწოდებით, განსხვავებული დიზაინის ბარათს გადასცემენ, პირობები არ შეიცვლება. ვისაც ახალი ბარათის აღება არ სურს, ლიბერთიში გახსნილ საბარათე ანგარიშს, არსებული გრაფიკით შეავსებს.ლიბერთის გუნდი Top Card-ის 45 000 მომხმარებლის შემოერთებით მოხარულია. მენეჯმენტს გაცხადებული აქვს, რომ გამსხვილება, უნივერსალიზაციის გზაზე სტრატეგიული ნაბიჯი იყო, რომლითაც უნიკალური საკრედიტო ბარათი ხელმისაწვდომი ხდება ლიბერთის 1 700 000 მომხმარებლისთვისაც.ბარათის უნიკალურობა მის შესაძლებლობებშია, ერთგვარი სამი ერთშია, ერთ საკრედიტო მიმართულებაშია, განვადება და განაწილებაც. ამასთან ბარათმა, თავისი არსებობის პერიოდში პარტნიორების დიდი ქსელი შემოიკრიბა და ლიბერთი ამ ობიექტებთან  თანამშრომლობის გააქტიურებას აპირებს.პაშა ბანკის (აზერბაიჯანული კაპიტალის) რე|ბანკს კი ამ დროისთვის საცალო მიმართულებაში მხოლოდ ფიზიკური პირების მიმდინარე ანგარიშები, მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტები რჩება. სესხები მხოლოდ იურიდიული პირებისთვის გაიცემა.პაშა ბანკმა, სტრატეგიის ცვლილებაზე, რომ 2024-2026 წლებში კორპორატიულ ბიზნესზე ფოკუსირდებოდა, თებერვალში განაცხადა.ბანკი, აზერბაიჯანული კაპიტალით, რომელიც რეორგანიზაციამდე, 4 სერვის ცენტრით ოპერირებდა, მ.შ. სამით რე/ბანკის, (თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში), ამ დროისთვის მხოლოდ  დედაქალაქის ცენტრალური ფილიალით (ზაარბრიუკენის მოედანზე) არის წარმოდგენილი.(ბიზნესპარტნიიორი)

1715707958

პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი მეორედ დააკავა

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანთან, სპეციალური დანიშნულების რაზმი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.ადგილზე ასევე განთავსებული,ა წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო დახმარების მანქანები.ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ შსს-მ სპეციალური საშუალებები გამოიყენა. "საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი.სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს," - წერია განცხადებაში.ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით "რუსულ კანონად" წოდებული სადავო კანონპროექტი დღეს, 14 მაისს მიიღო, რომელსაც 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

1715693098

ნათია თურნავა - საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, წელს პირველად...

"საქართველოს მთავრობამ 2024 წლის დასაწყისში წარადგინა რეფორმების გეგმა, რომელიც დაგვეხმარება გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. ეროვნული ბანკი ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ევროპის ცენტრალურ ბანკთან რეფორმების  ფინანსური ნაწილისა და მონეტარული პოლიტიკის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით საკმაო მიღწევები გვაქვს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.წლევანდელ დიალოგში ევროკავშირის სამი ქვეყანა - ევროპული კავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ბელგია, მომავალი თავმჯდომარე უნგრეთი და პოლონეთი მონაწილეობდნენ.შეხვედრას უძღვებოდა ბელგიის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ვინსენტ ვან პეტეგემი.დიალოგის ფარგლებში საბჭომ დაამტკიცა ერთობლივი დასკვნა, რომელშიც ასახულია დიალოგის მონაწილე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ეფექტური მონეტარული პოლიტიკის მიღწევები.დიალოგში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.

1715691879

საქართველოს უნივერსიტეტი ემიჯნება საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივ...

"მიუღებელია პროფესორ-მასწავლებლების დამუნათება იმისთვის, რომ ისინი ამ პროტესტში უერთდებიან თავიანთ სტუდენტებს!წარმოუდგენელია პოლიტიკური პროცესებიდან საუნივერსიტეტო საზოგადოების სრული იზოლაცია, რადგან ის წარმოადგენს ერის ყველაზე ინტელექტუალურ და პროგრესულ ნაწილს, რომელსაც უმთავრესი როლი აკისრია ქვეყნის ისტორიაში, საზოგადოების პროგრესის უზრუნველყოფაში, სახელმწიფო ვექტორის განსაზღვრასა ეროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებაში.ხოლო საზოგადოების ყველაზე ინტელექტუალური და პროგრესული ნაწილის პოლიტიკური პროცესებიდან იზოლაციის ფასი, როგორც პლატონმა თქვა, ქვეყნის მართვის სადავეების უღირსი და სულელი ადამიანების ხელში მოქცევაა.საქართველოსთვის უნივერსიტეტის იდეის როლი და მნიშვნელობა ყველაზე ზუსტად სწორედ პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელმა და რექტორმა, დიდმა ივანე ჯავახიშვილმა განსაზღვრა, როდესაც სტუდენტებისადმი მიმართვისას ბრძანა: „…ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო…”ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელთა სასახელოდ, ამ დაკისრებული ვალდებულებისთვის ქართულ საუნივერსიტეტო საზოგადოებას დღემდე არ უღალატნია და ვიმედოვნებ, არც უღალატებს.1978 წლის „დედა ენის” მოვლენებისა თუ 1980-იანი წლების ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის სათავეებთან სწორედ უნივერსიტეტები, სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები იდგნენ. ხელისუფლების ბოლო ხნის ქმედებები სტუდენტების მიერ აღიქმება, როგორც დასავლური კურსიდან გადახვევა და „რუსულ სამყაროსთან” გაერთიანება. მათ ამ მოსაზრებას ამყარებს როგორც ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების, ისე პუტინის რეჟიმის პროპაგანდისტების შეფასებები.დასავლურ განვითარებაზე უარის თქმა და „რუსულ სამყაროში” გაერთიანება ნიშნავს საქართველოს დემოკრატიული და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის, ადამიანური განვითარების შეჩერებას, ჩვენ ჩათრევას კრიმინალურ, კორუფციულ, უმეცრების მორევში, რაც თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაკარგვას გვიქადის.საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დაერწმუნებინა ვერც საკუთარი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ვერც საერთაშორისო პარტნიორები, რომ მათი ქმედებები არ შეიცავს ეგზისტენციალურ საფრთხეებს. მანამდე კი, სანამ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ამგვარ საფრთხეებს ხედავენ, დიახაც, უფლება აქვთ და ვალდებულნიც არიან, გვერდზე გადადონ ყველაფერი და დადგნენ სამშობლოს ინტერესების სადარაჯოზე!", - ნათქვამია საქართველოს უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1715691637

ე.წ. რუსული კანონი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

კანონის მიღებას 84-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგ – 30 დეპუტატმა.კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მეორედ დააინიციირა. სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკის მიუხედავად, ხელისუფლებამ კანონი მაინც მიიღო.პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს ახალგაზრდების საპროტესტო აქცია. აქციები აღნიშნული კანონის ინიციირების შემდეგ დედაქალაქში თითქმის ყოველდღიურად იმართება.ახალი კანონი პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად. სალომე ზურაბიშვილმა წინასწარ განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში მას ვეტოს დაადებს. 

1715687900

ნათია თურნავამ ევროკავშირის ეკონომიკური და ფინანსური მრგვალი მაგიდის დ...

დიალოგში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ,  ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში  წელს პირველად მიიღო მონაწილეობა.წლევანდელ დიალოგში ევროკავშირის სამი ქვეყანა-ევროპული კავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ბელგია, მომავალი თავმჯდომარე უნგრეთი და პოლონეთი მონაწილეობდნენ.შეხვედრას უძღვებოდა ბელგიის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ვინსენტ ვან პეტეგემი.დიალოგის ფარგლებში საბჭომ დაამტკიცა ერთობლივი დასკვნა, რომელშიც ასახულია დიალოგის მონაწილე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ეფექტური მონეტარული პოლიტიკის მიღწევები.შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური გარემო და მონეტარული პოლიტიკის მიმართ გადადგმული ნაბიჯები. აღინიშნა, რომ საერთო ინტერესის გათვალისწინებით, ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბოლო პერიოდის არასასურველ შოკებსა და სამომავლო ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებზე რეაგირების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.როგორც სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, მონეტარული პოლიტიკის პროაქტიულმა კორექტირებამ ხელი შეუწყო ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას. დროულმა და საკმარისად გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ კი შეამცირა ინფლაციური მოლოდინები."2023 წლის დასაწყისიდან საქართველოს ეკონომიკა მიზნობრივ ინფლაციაზე გაცილებით დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. მომავლის თვალსაზრისით, ახლოვადიან პერსპექტივაში ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი იქნება, საშუალოვადიან პერსპექტივაში კი, თანდათან დაახლოებით 3%-მდე დასტაბილურდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.მისივე თქმით, თუ ინფლაციის რისკები რეალურად დადგება, სებ-ი მზად არის,  გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკის პოზიცია და შეაკავოს ინფლაციური ზეწოლა.ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოს სავალუტო რეზერვებმა  ისტორიულად მაღალ დონეს, დაახლოებით 5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.  მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი ისტორიულად დაბალია. მისივე თქმით, საქართველოს ფინანსური სექტორი ინარჩუნებს მდგრადობას.ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ევროპის ცენტრალურ ბანკს პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის.ევროკავშირის ეკონომიკური  და ფინანსური  დიალოგი ყოველწლიურად იმართება და მასში  ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, კანდიდატი ქვეყნები, მათი ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები, ევროკომისია და ევროპის ცენტრალური ბანკი მონაწილეობენ.

1715687724