GE EN
სხვა სიახლეები
EU-ში „აგენტების“ კანონი განიხილეს და საქართველოს 30 მლნ ევრო გამოუყვე...

„ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოსთვის 30 მლნ ევროს გამოყოფას, ქვეყნისთვის ევროპული მშვიდობის ფონდის ფარგლებში არალეტალური დახმარების სახით – ეს იგივე არასაბიუჯეტო მექანიზმია, რომელიც უკრაინის შეიარაღებისთვის ხარჯების დაფარვას ხმარდება“, – წერს რედაქტორი სოციალურ ქსელში X.გარდა ამისა, ჟურნალისტის ინფორმაციით, ბრიუსელში საქართველოში ინიციირებული „აგენტების“ კანონიც განიხილეს, რომელიც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ორი მოსმენით უკვე მიიღო, საერთაშორისო კრიტიკისა და ადგილობრივი პროტესტის ფონზე.იოზვიაკის მტკიცებით, ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფოს ელჩები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში დაინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ გამო, ხოლო „უნგრეთი ჩუმადაა“.„უახლოეს მომავალში შეიძლება გამოჩნდეს ევროკავშირის, და შესაძლოა ევროკომისიის განახლებული ინფორმაციაც იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება აგენტების კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს“, – დასძენს იოზვიაკი.

1715169329

შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

რა თემაზე გაიმართება ბრიფინგი, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუკეთებია. 

1715168978

„მშობლების მარში“ 11 მაისს წერეთლის გამზირიდან ევროპის მარშს შეუერთდებ...

"11 მაისს, 16:00-ზე მშობლები ექსპოჯორჯიასთან ვიკრიბებით (წერეთლის გამზირი, დიდუბის გამოფენა), საიდანაც, ჩვენი ხმა მთელ ქალაქში გაისმება.შემოუერთდი მსვლელობას! ერთად ვუთხრათ მადლობა, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულ ევროკავშირის ელჩებს!ვივლით ბევრს, ვივლით ერთად და ხმამაღლა ვიტყვით იმას, #რაცშვილებსუნდათ!#არარუსულკანონს !#კიევროპას !19:00 სთ-ზე, მარშით შევუერთდებით უკვე დაანონსებულ საერთო აქციას ევროპის მოედანზე.#შინევროპისკენ#არარუსეთს#არარუსულრეჟიმს" - წერია განცხადებაში.პარალელურად აქციის მონაწილეები სამ ლოკაციაზე შეიკრიბებიან: მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და 300 არაგველის მეტროსთან, საიდანაც მსვლელობით ევროპის მოედანზე წავლენ.მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები არიან."სამივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", - აცხადებენ ორგანიზატორები.

1715165550

მარტში საკრედიტო აქტივობა ბიზნესის მიმართულებით უფრო მზარდი იყო

„მართალია ჯერჯერობით აპრილის მაჩვენებლები არაა ხელმისაწვდომი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ლარის ბოლოდროინდელი სტაბილურობა სავალუტო რეზერვების გაყიდვის შედეგი არაა. ამ მხრივ არგუმენტია, რომ როგორც წესი, ინტერვენციები გაცვლითი კურსის ზედმეტი მერყეობის შერბილებას ემსახურება და არა მისი მიმართულების განსაზღვრას. უფრო მეტიც, თიბისის მონაცემებზე დაყრდნობით, აპრილში მიგრაციის ეფექტისა და ასევე ტრადიციული ტურიზმის საკმაოდ ძლიერი ზრდა დაფიქსირდა. ასევე, უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, არ ჩანს დეპოზიტების ლარიდან ვალუტაში გადადინების რამდენადმე მაინც გამოკვეთილი ტენდენცია, რაც ხშირად, ე.წ. სენტიმენტების გაუარესებისას, თვალსაჩინოა ხოლმე. ამავდროულად, აპრილში მცირედით იკლო ლარის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილმა.ამ ეტაპზე, სხვა გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა ბოლოდროინდელ მოლოდინებთან შესაბამისობაშია. კერძოდ, მარტის საკრედიტო აქტივობა უფრო მაღალი ბიზნეს მიმართულებით იყო. ასევე, გარკვეულწილად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებლები, თუმცა, მთლიანობაში ყოველთვიური დინამიკა 3%-იან სამიზნესთან ახლოა, წლიური ინფლაცია კი აპრილის მდგომარეობით 1.5%-ს შეადგენს“, – წერს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი. 

1715161201

პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ე.წ აგენტების კანონს პარლამენტი მესამე მ...

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ კანონი ქართველი ხალხის ინტერესშია და საზოგადოება მას მხარს უჭერს."რამდენიმესაათიანი განხილვები იყო როგორც კომიტეტზე, ისე პლენარული სხდომის დროს. ჩვენ ყოველ ჯერზე მოვუწოდებდით ოპოზიციას, რომ არგუმენტირებულ მსჯელობაში შემოსულიყვნენ. ჩანს, რომ არგუმენტი არ არსებობს და აქედან გამომდინარე, პარლამენტს არ აქვს რაიმე მიზეზი, რომ მესამე მოსმენით არ განიხილოს და არ მიიღოთ ეს კანონი. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებაა, მიიღოს კანონი ქართველი ხალხის სახელით და ზუსტად ეს კანონი არის ქართველი ხალხის ინტერესში და ქართველი ხალხის მხრიდან მხარდაჭერილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს და მიიღებს", – თქვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, გუშინ, 7 მაისს, ევროპარლამენტარების ნაწილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს ღია წერილით მიმართეს და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდეს. წერილში, ხელს 31 ევროპარლამენტარი აწერს. ევროპარლამენტარები მიუთითებენ, რომ აღნიშნული ქმედებები ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯს ეწინააღმდეგება და ამის იგნორირება აღარ შეიძლება. აღნიშნულის საპასუხოდ 11 მაისს 19:00 საათზე თბილისში ევროპის მარში გაიმართება, რომლის ორგანიზატორები არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები არიან.1–ელ მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მეორე მოსმენაზეც 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

1715160761

ჟურნალი „Wine Enthusiast“: „საფერავი - კეთილშობილი, მსოფლიო დონის ვაზი...

„საფერავი - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინო ამერიკაში ყველაზე მზარდი კატეგორიაა იმპორტირებულ ღვინოებს შორის მას შემდეგ, რაც CBS-ის გადაცემა „60 წუთი“ ღვინის სამშობლოს, საქართველოს მიეძღვნა; და ასევე,  იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქართული სამზარეული აშშ-ში უფრო ცნობილი გახდა (The New York Times-მა 2024 წელს ქართული რესტორანი Chama Mama დაასახელა ტოპ 100 რესტორანში), შესაძლოა, საფერავიც მალე უფრო პოპულარული გახდეს... როდესაც საფერავის ჭიქას ასწევთ, მხოლოდ მისი არომატებით არ დატკბებით, თქვენ შესვამთ 8000-წლიან ისტორიას დღემდე“, - აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც საუბარია საფერავის წარმოშობის ისტორიასა და მის ჯიშურ  მახასიათებლებზე, საფერავის როლზე ღვინის თანამდროვე ინდუსტრიაში და მის პერსპექტივებზე ღვინის გლობალურ ბაზარზე. კამპანიის ფარგლებში, ჟურნალში „Wine Enthusiast“ გასულ წელს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“.2024 წელს, „Wine Enthusiast“  ქართული ღვინის შესახებ სარეკლამო-მარკეტინგული ხასიათის კამპანიას როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ-გამოცემებში გააგრძელებს. „Wine Enthusiast“ 1979 წელს დაარსდა; დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ღვინის ჟურნალი და ღვინის ონლაინ მედია პლატფორმაა აშშ-ის ბაზარზე, 5 მილიონიანი აუდიტორიით.აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აშშ-ში გააქტიურდა მედია კამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები ქვეყნდება სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN,  The Wall Street Journal,  Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast ).

1715158667