ოქრო NYMEX(უნც.)  1218.93  +0.12%    |    პლატინა (უნც.)  908.90  +0.20%    |    ვერცხლი (უნც.)  15.67  -0.10%    |    პალადიუმი NYMEX  859.50  +0.56%    |    ნიკელი (ტონა)  9362.5  +1.96%    |    ალუმინი (ტონა)  1923.75  +0.20%    |    ნავთობი (Brent)  48.80  +0.78%    |    გაზი(NYMEX)  2.977  +0.54%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.07  +0.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  132.22  +0.80%    |    ხორბალი (ტონა)  516.75  +1.01%    |   
 USD 2.4014        EUR 2.7679        GBP 3.1324        RUB 4.0655        UAH 0.9256        AZN 1.4097        AMD 5.0186      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ქართველი დეველოპერი, ალიანს ჯგუფი Home Overseas 2017-ის გამარჯვებულია
Property Georgia
10 მაისი, 2017, 10:51
ქართველი დეველოპერი, ალიანს ჯგუფი Home Overseas 2017-ის გამარჯვებულია

თბილისი (GBC) - “ალიანს ჯგუფმა” უმსხვილესი უძრავი ქონების პორტალის Home Overseas მიერ 20 აპრილს მოსკოვში, “სოგლასიე ჰოლში” გამართულ პრესტიჟულ დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც წამყვანი ევროპული და აზიური სამშენებლო-დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას, ყველაზე მეტი პრიზი მიიღო.

ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ქართველი დეველოპერის საექსპოზიციო სტენდმა გამოფენაზე, რომელიც  დაჯილდოების დაწყებამდე მოეწყო დამთავლიერებლებისთვის.

“ალიანს ჯგუფის” პროექტებით დაინტერესდნენ როგორც ღონისძიების მონაწილეები და ვიზიტორები, ასევე მედიის წარმომადგენლები. “ალიანს ჯგუფი” Home Overseas 2017-ზე წარდგენილი ერთადერთი სამშენებლო-დეველოპერი იყო საქართველოდან. კონკურსის გამარჯვებულები დამოუკიდებელმა ჟიურიმ რამდენიმე კატეგორიაში გამოავლინა.

“ალიანს ჯგუფის” მიერ მიღებული პრიზები:  

ოქროს პრიზი ნომინაციაში „საუკეთესო არქიტექტურული პროექტი“, გამარჯვებული- „ალიანს პალასი“;

ვერცხლის პრიზი ნომინაციაში „მდიდრული უძრავი ქონება“-გამარჯვებული „ალიანს პალასი;

ვერცხლის პრიზი ნომინაციაში „საუკეთესო საინვესტიციო პროექტი“, გამარჯვებული-„ალიანს თბილისი“;

პირველი ადგილი ნომინაციაში „საუკეთესო დეველოპერული ვებსაიტი“- alliancegroup.ge

როგორც ცნობილია, 2005 წელს დაარსებულ “ალიანს ჯგუფს” 20-ზე მეტი ფართომასშტაბიანი პროექტი აქვს საქართველოში განხორციელებული. ბოლო 11 წლის მანძილზე, დასრულებულ პროექტებში კომპანიამ $200 მილიონზე მეტის ინვესტირება მოახდინა. დეველოპერი დამატებით $130 მილიონს აბანდევს 3 მიმდინარე პროექტში:  ვაკეში კომპლექსში “ალიანს თბილისი”, ბათუმში ცათამბჯენში “ალიანს პალასი” და “ალიანს რიზორთში”

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები