GE EN
სხვა სიახლეები
ოფიციალურმა ბაქომ ქურმიუქის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრია...

როგორც სააგენტო „რეპორტი“ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს, სამინისტრომ ასევე მიუღებლად მიიჩნია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმებისთვის სხვა სახელწოდებების გამოყენება.„აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი იგივე დამოკიდებულება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. სწორედ ამიტომ გაუგებარია საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, რომელიც აზერბაიჯანთან მიმართებით ტერიტორიულ პრეტენზიებს შეიცავს“, – ნათქვამია განცხადებაში.აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რელიგიურმა ორგანიზაციებმა თავი უნდა აარიდონ ისეთ მიდგომებს, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრობასა და კეთილმეზობლობას.„ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს არ ვურჩევთ, გაიმეოროს სომხური ეკლესიისთვის ცნობილი მიდგომები და მის მაგალითს მიჰყვეს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადეს უწყებაში.საქართველოს საპატრიარქომ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება 24 სექტემბერს გაავრცელა. საპატრიარქოს განცხადებით, ტაძარი დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის საქართველოსა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია.საპატრიარქოს თქმით, მას აზერბაიჯანის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ კითხვებს აჩენს როგორც სამუშაოების მიზნები, ისე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაცია.საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება ისინი და ვინ ახორციელებს მათ. ამასთან, საპატრიარქომ საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს პროცესში ჩართვისა და საკითხზე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.

1790336813

საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartere...

Standard Chartered Bank გლობალური ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც საერთაშორისო გადახდების, სავაჭრო ფინანსებისა და ტრანზაქციული საბანკო მომსახურებების მიმართულებით ფართო გამოცდილება აქვს.საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნა კი საქართველოს ბანკს შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს საერთაშორისო გადარიცხვების ინფრასტრუქტურა, გააუმჯობესოს ტრანზაქციების დამუშავების პროცესები და მომხმარებლებს საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული უფრო მოქნილი და ეფექტიანი სერვისები შესთავაზოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც უცხოელ პარტნიორებთან ანგარიშსწორებას, იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებსა და საერთაშორისო სავაჭრო საქმიანობას ახორციელებენ.Standard Chartered Bank-თან თანამშრომლობა საქართველოს ბანკის საერთაშორისო საბანკო ურთიერთობების გაფართოების ნაწილია და კიდევ ერთი ნაბიჯია მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.

1790331108

მიქაბაძე: „რიკო ექსპრესისა“ და თიბისი კაპიტალის ტრანზაქცია კაპიტალის ბ...

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ, „რიკო ექსპრესს", თიბისი კაპიტალს, ყველა ჩართულ მხარესა და ინვესტორებს წარმატებული ტრანზაქცია მიულოცა. მისი თქმით, ინვესტორებს სულ უფრო მეტი შესაძლებლობა უჩნდებათ, დანაზოგები უსაფრთხოდ განათავსონ, ხოლო კერძო სექტორს დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე ჰქონდეთ წვდომა.„ყოველ წარმატებულ ტრანზაქციას ბაზარზე მნიშვნელოვნად განაპირობებს როგორც კაპიტალის ბაზარზე არსებული, ისე ზოგადად მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ეკონომიკის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყნის რისკის პრემიას, რაც, რა თქმა უნდა, კერძო სექტორს ფინანსური რესურსების უფრო ხელსაყრელი პირობებით მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. კაპიტალის ბაზრის განვითარებაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება. გასული წელი ბაზარზე ძალიან აქტიური იყო და ბაზრის მონაწილეები წელსაც მაღალი აქტივობით გამოირჩევიან ", - აღნიშნა  ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ.„ვულოცავ “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესს” უცხოურ ვალუტაში პირველი ობლიგაციის წარმატებით განთავსებას. ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო, რამაც კომპანიას შესაძლებლობა მისცა, ობლიგაცია კონკურენტული პირობებით განეთავსებინა. მიხარია, რომ უცხოურ ვალუტაში თანხების მოზიდვისთვის პარტნიორად სწორედ თიბისი კაპიტალი აირჩიეს. შედეგად, „რიკო ექსპრესმა“ უკეთეს პირობებში მოახერხა ფულადი რესურსის მოზიდვა, რაც უმნიშვნელოვანესია მათი ბიზნესის განვითარებისთვის. მსგავსი ტრანზაქციებით კომპანიებს ვეხმარებით დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციაში, ინვესტორების ბაზის გაფართოებასა და რესურსების კონკურენტული პირობებით მოზიდვაში”, - განაცხადა თიბისი კაპიტალის დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.„რიკო ექსპრესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ლაშა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ეს დღე კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა სებ-ის როლს მიღწეულ შედეგში. „აღსანიშნავია ეროვნული ბანკის როლი, რადგან ბოლო წლების მანძილზე ჩვენი ქვეყნის რეზერვები უპრეცედენტო ნიშნულზე ავიდა. სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთები მცირდება", - აღნიშნა ლაშა ნიკოლაიშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელ პირობებში, როდესაც მსოფლიოში რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, კომპანიამ 3-წლიანი ობლიგაციები 7%-ში განათავსა, რაც ბოლო დროის განმავლობაში ბაზრისთვის უპრეცედენტოა და მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა, ხოლო ინვესტორების მხრიდან მაღალი ნდობაა როგორც ქვეყნის, ისე ქართული კომპანიების მიმართ.“რიკო ექსპრესი“ საქართველოს ბაზარზე თითქმის 30 წელია ოპერირებს და 47%-იანი წილით მიკროსაფინანსო სექტორის ბაზრის ლიდერია. (R)

1790330659

რუსეთში სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღა აგორდა

მონაცემებში ძირითადად საუბარია რეგიონულ დეველოპერებზე. მათ შორის გაკოტრებულად გამოცხადდნენ ყაზანის „სამშენებლო კომპანია აკ ბარსი“, ჩელიაბინსკის „ვიუსოტა“, სურგუტის „სალაირი“, პერმის „ზვეზდა-2013“, კრასნოიარსკის KDSK და ნოვოსიბირსკის „ავანგარდსტროი“.დეველოპერები გაკოტრების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მოთხოვნის შემცირებას და დაფინანსების მაღალ ღირებულებას ასახელებენ.„როდესაც შეკვეთების საკმარისი რაოდენობა არ არის, სამშენებლო ორგანიზაციებს მიმდინარე ვალდებულებების შესრულება უჭირთ – გადასახადებისა და ხელფასების გადახდა, კრედიტების მომსახურება, წინასწარი დაფინანსების გარეშე კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ა.შ.“, – განაცხადა ნოვოსიბირსკის ოლქის სამშენებლო ორგანიზაციების ასოციაციის პრეზიდენტმა მაქსიმ ფედორჩენკომ.მისი თქმით, სექტორში სამუშაოების მოცულობა მცირდება ეკონომიკაში საინვესტიციო აქტივობის მნიშვნელოვანი (10%-მდე) შემცირების, საბიუჯეტო მშენებლობის კლებისა და საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის გამო. სხვადასხვა რეგიონში საცხოვრებელზე მოთხოვნა 30-50%-ით და მეტად შემცირდა.ფედორჩენკოს პროგნოზით, საბოლოოდ საცხოვრებელი ფართების ექსპლუატაციაში გაშვების მოცულობაც დაახლოებით იმავე მასშტაბით შემცირდება.სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ზრდა დაადასტურა „Intermark“-ის მმართველმა პარტნიორმა დმიტრი ხალინმაც. მან მიმდინარე პროცესს „არცთუ სასიამოვნო“ სიგნალი უწოდა და აღნიშნა, რომ მდგომარეობას მშენებლობის თვითღირებულების ინფლაციაზე სწრაფი ზრდაც ამძიმებს.ხალინის თქმით, დამატებით ფაქტორად იქცა ობიექტების ჩაბარების დაგვიანებისთვის დაგროვილი ჯარიმებიც, რომელთა საერთო მოცულობამ უკვე 100 მილიარდ რუბლს ($1,8 მლრდ) მიაღწია.კომპანია „მეტრიუმის“ კომერციულმა დირექტორმა დმიტრი პროსკურინმა გაკოტრებების მნიშვნელოვანი ზრდა „სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუარესების ინდიკატორად“ შეაფასა.მისი თქმით, სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, მათ შორის, უმსხვილეს დეველოპერ „სამიოლიოტსაც“, თუმცა, პროსკურინის ინფორმაციით, კომპანიის გაკოტრების საფრთხემ „პრაქტიკულად გადაიარა“.სექტორში არსებულ პრობლემებს რუსეთის მშენებლობის სამინისტროშიც აღიარებენ. უწყების ხელმძღვანელმა ირეკ ფაიზულინმა ადრე განაცხადა, რომ რიგ რეგიონებში საცხოვრებელი ფართების ექსპლუატაციაში გაშვების გეგმების შეუსრულებლობის რისკები არსებობს.მათ შორის დასახელდა ამურის, ლიპეცკის, კურსკის, ორიოლის, ულიანოვსკისა და ტომსკის ოლქები, პეტერბურგი, ხანტი-მანსიისკის ავტონომიური ოლქი, ბაშკორტოსტანი და მორდოვეთი, ასევე ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის მიერ ოკუპირებული ნაწილები.ექსპერტები სამშენებლო ბაზარზე ზეწოლის გაგრძელებას ელოდებიან მანამ, სანამ დაკრედიტების ღირებულება მაღალი რჩება.პროსკურინის შეფასებით, დეველოპერული აქტივობის შესამჩნევი აღდგენისთვის რუსეთის ცენტრალური ბანკის ძირითადი განაკვეთი 10-11%-მდე უნდა შემცირდეს.უძრავი ქონების ბაზრის პროფესიონალთა ასოციაცია REPA-ს თანადამფუძნებელი და GMK-ის დამფუძნებელი სერგეი რაზუვაევი მიიჩნევს, რომ არსებული პირობების შენარჩუნების შემთხვევაში პრობლემური კომპანიების რაოდენობა კვლავ გაიზრდება, ხოლო საცხოვრებელი ფართების ექსპლუატაციაში გაშვების მოცულობა შემცირდება.

1790330586

ხუციშვილი AIIB-ის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას - გაფორმდება ს...

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები AIIB-ის ხელმძღვანელობასთან. ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მმართველთა საბჭოს სხდომაში და სიტყვით გამოვა ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე.წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდება სასესხო შეთანხმება - „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი“.

1790328623

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები...

ფასიანი ქაღალდების კუპონი 7.00%-ით განისაზღვრა, რაც ბოლო 5 წელში არასაბანკო კომპანიების მიერ გამოშვებულ 3-წლიან ობლიგაციებს შორის ყველაზე დაბალი განაკვეთია.მოზიდული თანხა მოკლევადიანი ნასესხები სახსრების რეფინანსირებასა და პორტფელის ზრდას მოხმარდება.„ვულოცავ “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესს” უცხოურ ვალუტაში პირველი ობლიგაციის წარმატებით განთავსებას. ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო, რამაც კომპანიას შესაძლებლობა მისცა, ობლიგაცია კონკურენტული პირობებით განეთავსებინა. მიხარია, რომ უცხოურ ვალუტაში თანხების მოზიდვისთვის პარტნიორად სწორედ თიბისი კაპიტალი აირჩიეს. შედეგად, „რიკო ექსპერსმა“ უკეთეს პირობებში მოახერხა ფულადი რესურსის მოზიდვა, რაც უმნიშვნელოვანესია მათი ბიზნესის განვითარებისთვის. მსგავსი ტრაზაქციებით კომპანიებს ვეხმარებით დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციაში, ინვესტორების ბაზის გაფართოებასა და რესურსების კონკურენტული პირობებით მოზიდვაში. სწორედ ამიტომ აქტიურად ვართ ჩართული კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. მიმდინარე წელს კომპანიების მიერ განხორციელებულ 13 კერძო და საჯარო ტრანზაქციაში მივიღეთ მონაწილეობა და 59.7%-იანი წილით ბაზრის ლიდერობას ვინარჩუნებთ“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი."ყოველ წარმატებულ ტრანზაქციას ბაზარზე მნიშვნელოვნად განაპირობებს როგორც კაპიტალის ბაზარზე არსებული, ისე ზოგადად მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ეკონომიკის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყნის რისკის პრემიას, რაც, რა თქმა უნდა, კერძო სექტორს ფინანსური რესურსების უფრო ხელსაყრელი პირობებით მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. კაპიტალის ბაზრის განვითარებაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება. გასული წელი ბაზარზე ძალიან აქტიური იყო და ბაზრის მონაწილეები წელსაც მაღალი აქტივობით გამოირჩევიან", - ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესმა წარმატებით განათავსა $10 მილიონის ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე, რაც $100-მილიონიანი ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშია. თიბისი კაპიტალის გუნდმა კიდევ ერთხელ შეძლო შეუძლებელი და სამწლიანი ობლიგაციების განთავსება 7%-იანი განაკვეთით მოახერხა, რაც პრაქტიკულად უპრეცედენტოა არასაბანკო ემიტენტებისთვის. ეს არ არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა - 2023 წელს ასევე დიდი წარმატებით განვათავსეთ 130 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები.ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ინვესტორების ნდობა ქართული კომპანიებისა და ქვეყნის მიმართ იზრდება. ამ პროცესში დიდი წვლილი მიუძღვის თიბისი კაპიტალს. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესის“ მმართველი ლაშა ნიკოლაიშვილი.“რიკო ექსპრესი“ საქართველოს ბაზარზე თითქმის 30 წელია ოპერირებს და 47%-იანი წილით მიკროსაფინანსო სექტორის ბაზრის ლიდერია. ქვეყნის მასშტაბით კომპანია 27 ქალაქში 71 ფილიალით არის წარმოდგენილი. „რიკო ექსპრესს“ მინიჭებული აქვს B+ რეიტინგი (სტაბილური პერსპექტივით) Scope Ratings-ისგან.(R)

1790328482