შედეგად, სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ $8.17 მლრდ-ს მიაღწია, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფინანსური მდგრადობის მნიშვნელოვანი გარანტორია.ეროვნული ბანკის გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-ი რეზერვების შევსებაზე კონცენტრირდება ყოველთვის, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სებ-ის ჯამურმა წმინდა შესყიდვებმა $3,37 მლრდ შეადგინა.2026 წლის 9 თვის განმავლობაში სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების დინამიკა თვეების მიხედვით ასე გამოიყურება: იანვარი: წმინდა შესყიდვა - $86.6 მლნ თებერვალი: წმინდა შესყიდვა - $429.3 მლნ მარტი: წმინდა გაყიდვა - $16.2 მლნ (ერთადერთი თვე, როდესაც წმინდა გაყიდვა დაფიქსირდა) აპრილი: წმინდა შესყიდვა - $333.3 მლნ მაისი: წმინდა შესყიდვა - $632.9 მლნ ივნისი: წმინდა შესყიდვა - $612.6 მლნ ივლისი: წმინდა შესყიდვა - $488.2 მლნ აგვისტო: წმინდა შესყიდვა - $555.6 მლნ სექტემბერი: წმინდა შესყიდვა - $248.5 მლნ სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ ოქტომბრის განახლებულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წლის 25 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
1793017974
28, 29 და 30 ოქტომბერს, მომხმარებლები საქართველოს ბანკის ფიზიკური პირის ნებისმიერი ბარათით გადახდისას GPC-ის ფიზიკურ ფილიალებსა და ონლაინ მაღაზიაში მინიმუმ 100 ლარის შენაძენზე 30 ლარს დაიბრუნებენ.შეთავაზებით სარგებლობისთვის ფიზიკურ ფილიალში გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალით უნდა განხორციელდეს. ონლაინ გადახდისას კი უნდა აირჩიოთ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი. ქეშბექი ანგარიშზე მომენტალურად აისახება. თითოეული მომხმარებელი შეთავაზების ფარგლებში მაქსიმუმ 30 ლარს დაიბრუნებს.ონლაინ შოპინგისას გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით გადახდისას.ინფორმაციისთვის, GPC-ში მომხმარებლებს მედიკამენტების, თავის მოვლის საშუალებებისა და სხვა სააფთიაქო პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. დაბადების დღის აღსანიშნავად, GPC-ში შერჩეულ ბრენდებზე ასევე მოქმედებს შიდა 25%-იანი ფასდაკლება.(R)
1793017499
„ვოლნათს.ჯი“ 150 ჰექტარზე გაშენებულ კაკლის ბაღებსა და გადამამუშავებელ საწარმოს აერთიანებს. საწარმოს დღიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 80 ტონა კაკალია. წარმოების პროცესი მოსავლის რეცხვით იწყება, რის შემდეგაც კაკალი სენსორული სისტემების საშუალებით ხარისხის მიხედვით გადაირჩევა. შემდეგ პროდუქტი საშრობ სივრცეში გადადის, სადაც ტენიანობა მუდმივად კონტროლდება. ბოლო ეტაპზე კაკალი ზომების მიხედვით კალიბრდება და იფუთება. პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება პროდუქტის ხარისხის შენარჩუნებასა და დიდი მოცულობის მოსავლის ეფექტიანად დამუშავებას უზრუნველყოფს.კომპანია პროდუქტს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, სადაც პრემიუმ ხარისხის კაკალზე მოთხოვნა მაღალია. სატესტო პარტიები კი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიასა და ავსტრიაში, გადის.სამომავლოდ „ვოლნათს.ჯი“ საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს - 2027 წელს კომპანია 70%-ით მეტ კაკალს გადაამუშავებს; ასევე დაგეგმილია შემნახველი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.თიბისი სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდამჭერი და აქტიური დამფინანსებელია. ბანკის პორტფელი ამ მიმართულებით 1.3 მილიარდ ლარს შეადგენს. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, თიბისი ხელს უწყობს წარმოების ზრდას, ფერმერებისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენას და მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობას.(R)
1793016229
თბილისი (GBC) - განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საკუთარ მომავალში, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა, მოტივირებულ და ნიჭიერ სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. თუ ხარ სტუდენტი, რომელიც მუდმივად ცდილობს განვითარებას, მაშინ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სწორედ შენთვისაა.პროგრამის შესახებ:ეს არის საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც ნიჭიერ და მიზანდასახულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, დაიფინანსონ სწავლა საქართველოს 23 წამყვან უნივერსიტეტში.ვის შეუძლია სტიპენდიის მოპოვება?საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერი კურსის სტუდენტს: როგორც მათ, ვინც ახლახან ჩააბარეს უნივერსიტეტში ასევე იმათაც, ვინც უკვე სწავლობს სასურველ ფაკულტეტზე მთავარია, გქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA) და სურვილი, გახდე გამორჩეული პროფესიონალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვხედავდეთ შენს მიზანდასახულობასა და განვითარების სურვილს.როგორ მუშაობს შერჩევის პროცესი?სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, რათა საუკეთესო და ყველაზე მოტივირებული კანდიდატები გამოვლინდნენ: აპლიკაციების მიღება: უკვე დაწყებულია, შეავსე განაცხადი ბმულზე აპლიკაციების გადარჩევა. პირველ ეტაპზე უნივერსიტეტები განიხილავენ სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას (GPA) და სამოტივაციო წერილს. როგორც ბანკის ერთ-ერთი სტიპენდიატი, ლიზი ლოჩოშვილი ამბობს, პროექტი „ეძებს რეალურ ადამიანებს საკუთარი გამოცდილებით, ავთენტურობითა და მიზნებით“. გასაუბრება. შემდეგ ეტაპზე გადასვლა ნიშნავს, რომ აპლიკანტის მონაცემებმა და სამოტივაციო წერილმა შთაბეჭდილება მოახდინა.ასეთ დროს ანდრო დგებუაძის რჩევა ასეთია: „იყავი ის, ვინც ხარ“. თითოეული უნივერსიტეტი დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს. რომელ უნივერსიტეტებშია სტიპენდია? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისუფალი უნივერსიტეტი აგრარული უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სპორტის უნივერსიტეტი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კონსერვატორია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში თუ არქიტექტურაზე სწავლობთ ან აპირებთ სწავლას, აღმოაჩინეთ გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია, შეგიძლიათ აქ შეავსოთ განაცხადი.საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების სანახავად კი ეწვიეთ ganatleba.bog.ge-ს.(R)
1793013765
გამოცემის ცნობით, შეხვედრის ახალი რაუნდი აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, ორიენტირებულად 10 ნოემბრიდან იგეგმება. თუმცა, კიევი და ვაშინგტონი მოსკოვის დაყოლიებას შეხვედრის უფრო ადრე გამართვაზე ცდილობენ. ზელენსკის გუნდის წარმომადგენლის განმარტებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად უკრაინისთვის დრო კრიტიკულია: „როდესაც არ გაქვს შუქი, წყალი ან გათბობა, ყველა დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს“.კიევი დაჟინებით ითხოვს პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლის ჩართვას, რასაც რუსული მხარე ეწინააღმდეგება. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის მხრიდან სავარაუდო წარმომადგენლად ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის აპარატის ხელმძღვანელი ბიორნ ზაიბერტი მოიაზრება.უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები არა კონკრეტული სოფლების კუთვნილებაზე, არამედ ომის შემდგომი უსაფრთხოების საერთო მოდელზე უნდა დაიწყოს.„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სურათი იმისა, თუ როგორ გამოიყურება სამყაროს ეს ნაწილი, როგორ დაიცავენ უკრაინას და როგორი იქნება თანამშრომლობა ნატოსთან. უბრალოდ ტრამპის დაპირებებზე დაყრდნობით, უკრაინაში არაფერი გაკეთდება“, - აცხადებს წყარო ბანკოვადან.კიევში პირველი შეხვედრიდან გარღვევას არ ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ რეალური შეთანხმებების მისაღწევად მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გახდება საჭირო.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ უკრაინა არცერთ შემთხვევაში არ დათანხმდება არმიის რაოდენობის შეზღუდვასა და ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს.შეგახსენებთ, რომ რუსეთის მხარის წარმომადგენელთა განცხადებით, მოსკოვი სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადყოფნას 4 ნოემბრის შემდეგ გამოთქვამს. შეხვედრის ალტერნატიულ ადგილად აბუ-დაბის გარდა შვეიცარიაც განიხილება.
1793012809
სამიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახსნის. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ხელმძღვანელი სოპნენდუ მოჰანტი.წლევანდელ სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მიიღებს მონაწილეობას.სამიტის მონაწილეებს შორის არიან ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Swift, UnionPay, Luma Group, Accel, Tether, Ant International და სხვა. ასევე ჩინეთის ბანკის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იანგ ჯუნი, ყაზახეთის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბინურ ჟალენოვი, ალბანეთის ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ჰოლტა ზაჩაი, ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრული ვალუტის კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი მუ ჩანგჩუნი, სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ოვანეს ხაჩატრიანი, ბოსნია-ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ემირ კურტიჩი, ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ზდენეკ ტუმა და ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის პრეზიდენტი რენატ ბექტუროვი. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები, პანელური დისკუსიები, სამუშაო და პროფესიული შეხვედრები. განხილვის ძირითადი მიმართულებები იქნება რეგიონული ფინანსური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ციფრული აქტივები, გადახდების მომავალი, ღია ბანკინგი, ხელოვნური ინტელექტი და ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოება.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ალბანეთის, სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ყაზახეთისა და ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში - ცენტრალური ბანკების პრიორიტეტები 2027 წლისთვის, სადაც მონეტარულ პოლიტიკაზე, ფინანსურ სტაბილურობასა და ციფრულ და ტრანსსასაზღვრო ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე იმსჯელებენ.სამიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების, ციფრული აქტივების რეგულირების საკითხებსა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას. სამიტის დღის წესრიგი ასევე მოიცავს რეგიონში ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების საკითხებს.სამიტის ფარგლებში გაიმართება AI და ღია ბანკინგის ჰაკათონის დემო დღე. ჰაკათონი ეროვნული ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტენოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტია და მასში 28 ადგილობრივი და საერთაშორისო გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებულები 28 ოქტომბერს სწორედ დემო დღეზე გამოვლინდებიან.„„თბილისის ფინანსური სამიტი" საქართველოსთვის საერთაშორისო ფინანსურ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში პოზიციების გაძლიერების შესაძლებლობაა. ღონისძიება ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ფინანსური ინოვაციების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური და ტექნოლოგიური პლატფორმის, პოტენციალის წარმოჩენას", - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.GFTN სინგაპურში დაფუძნებული საერთაშორისო ქსელია, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციისა და თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემების განვითარებაზე მუშაობს. აღნიშნული ქსელი მოიცავს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს ისეთები როგორიცაა სინგაპური, იაპონია, შვეიცარია, ა.შ. 2025 წელს ქსელს საქართველოც შეუერთდა.(R)
1793005528
რიკოს პორტფელმა მილიარდს გადააჭარბა - მისოების რეიტინგი
1792677840
რა სარგებელს მოიტანს ციფრული ვალუტა - სები საპილოტე პროგრამით შეისწავლ...
1792585798
Forbes Georgia: საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიის ჯამური საბაზრო ღი...
1791892894
ნათია თურნავა ტაილანდში IMF & WB-ის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს
1791789790
საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მიმართულება და Visa წარმოგიდგე...
1792156494










