1793347106
საანგარიშო პერიოდში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 18%-ით გაიზარდა და 34,434 ერთეული შეადგინა. მხოლოდ 2026 წლის სექტემბერში გაყიდული ბინების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა და 4,254 ტრანზაქცია დაფიქსირდა.2026 წლის 9 თვის მონაცემებით, ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე $1,353 შეადგინა (+4% წლიურად). ხოლო სექტემბრის თვეში საშუალო გასაყიდი ფასი $1,373-მდე გაიზარდა (წლიური 3%-იანი ზრდა).კატეგორიების მიხედვით (ბოლო 12 თვის საშუალო გასაყიდი ფასი, $/კვ.მ): ლუქს კლასი: $4,319 პრემიუმ +: $3,121 პრემიუმი: $2,374 კომფორტი: $1,621 ეკონომ +: $1,208 ეკონომი: $865 რაც შეეხება იჯარის ბაზარს, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საშუალო გასაქირავებელი ფასი წლიურ ჭრილში 3%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე $10.1 შეადგინა, ხოლო უძრავი ქონების ამონაგები 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.2%-ს გაუტოლდა. მხოლოდ სექტემბერში გასაქირავებელი ფასი $10.3 იყო (1%-იანი ზრდა), ხოლო ამონაგებმა 8.2% შეადგინა (0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლები წინა წელთან შედარებით).ბაზრის სეგმენტაციით, 2026 წლის სექტემბერში ძველი ბინების გაყიდვები წლიურად 13%-ით გაიზარდა (3,496 ტრანზაქცია). ახალი ბინების გაყიდვები კი 3%-ით შემცირდა და 758 ტრანზაქციას გაუტოლდა. კლება ძირითადად კვ.მ-ზე $1,500-ზე დაბალი ფასის ბინებზე მოდის. შედეგად, ჯამურ გაყიდვებში ახალი ბინების წილმა 18% შეადგინა. 9 თვის ჭრილში ორივე სეგმენტში ზრდა დაფიქსირდა: ძველი ბინების გაყიდვები 23%-ით, ხოლო ახალი ბინების 3%-ით გაიზარდა.„თიბისი კაპიტალის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2026 წლის ცხრა თვეში ბაზარზე პოტენციური მიწოდება, რომელსაც გაცემული სამშენებლო ნებართვებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობი ასახავს, 10%-ით შემცირდა და დაახლოებით 854,000 კვ.მ შეადგინა. კლება ძირითადად ისნის, გლდანისა და დიდი დიღმის ხარჯზე დაფიქსირდა. ნებართვების ყველაზე დიდი წილი ნაძალადევსა და დიდ დიღომზე მოდის (თითოეული 17%), რომელსაც საბურთალო (15%) მოსდევს.
1793617863
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 120.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.25% წინა კვირასთან შედარებით და -16.28% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 299 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 119.60 - 127.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 60 ათასი აქცია შეადგინა.თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.48 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.64% წინა კვირასთან შედარებით და -15.54% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 284 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.48 - 50.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 43.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.19% წინა კვირასთან შედარებით და -7.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 234 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.40 - 46.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 39 ათასი აქცია შეადგინა.
1793616743
ციფრული ფინანსების საერთაშორისო კონფერენცია ფინანსური სექტორის, ბიზნესის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება ციფრული ფინანსების განვითარების, ფინანსურ სექტორში ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე მსჯელობისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმაა.მისასალმებელ სიტყვაში ნინო ჯელაძემ საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის განვითარებაზე, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობასა და რეგიონულ ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალზე ისაუბრა. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული როლი ქვეყანას რეგიონული ფინანსური ინტეგრაციისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.„საქართველოს საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებული და ლიკვიდურია, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. ამასთან, ქართული ბანკები აფართოებენ საქმიანობას ქვეყნის ფარგლებს გარეთ და აძლიერებენ რეგიონულ პოზიციებს. 2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 33% ფინანსურ სექტორზე მოდიოდა, რაც სექტორისა და ქვეყნის განვითარების პოტენციალის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობას ადასტურებს“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.კონფერენციაზე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მათ შორის, ციფრული ბანკების ლიცენზირების ჩარჩოს დანერგვაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოში უკვე სამი ციფრული ბანკი ოპერირებს, ასევე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისთვის (VASP) სავალდებულო რეგისტრაციისა და ზედამხედველობის სრულყოფილი ჩარჩოს შექმნაზე, რომლის საფუძველზეც რეგისტრირებულია 40-ზე მეტი პროვაიდერი, მათ შორის საერთაშორისო ოპერატორები. ნინო ჯელაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სტეიბლკოინების პირველადი შეთავაზების სპეციალურ მარეგულირებელ ჩარჩოზეც, რომელიც ბაზარზე დაშვების, რეზერვებით უზრუნველყოფის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა დაცვის მოთხოვნებს განსაზღვრავს. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიზანია, ინოვაციების ხელშეწყობა მკაფიო რეგულაციებსა და ეფექტიან ზედამხედველობას შეუთავსოს, რაც ციფრული ფინანსების მიმართ ნდობისა და ფინანსური სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფას ემსახურება.„ფინანსების მომავალი მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას არ გულისხმობს. ეს ნიშნავს ისეთი ფინანსური სისტემის შექმნას, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი, ეფექტიანი, მდგრადი და სანდოა. საქართველოს ეროვნულ ბანკში გვესმის, რომ ინოვაციები და ფინანსური სტაბილურობა ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ხელი შევუწყოთ გარემოს, სადაც ახალი იდეები გაჩნდება, ბიზნესი განვითარდება და მომხმარებლები უკეთესი ფინანსური მომსახურებით ისარგებლებენ, ამავდროულად კი დაცული იქნება ფინანსური სისტემის მთლიანობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.
1793608259
ხარისხის სისტემის შეფასების მიზნით აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა. შპს ,,მენეჯმენტის სისტემები’’-ს აუდიტორის მიერ 2026 წლის 24 ივლისს განხორციელდა შიდა აუდიტი, ხოლო 2026 წლის 2 სექტემბერს, საერთაშორისო აუდიტორის (LL-C (Certification) Czech Republic a.s.) მიერ დისტანციურად განხორციელდა საკონტროლო აუდიტი. ცესკომ წარმატებით გაიარა ორივე სახის აუდიტი და შეინარჩუნა საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი.საერთაშორისო აუდიტორის შეფასებით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხარისხის მართვის სისტემის (QMS) დადებით მხარეებსა და უპირატესობებს შორის ხაზგასმით აღსანიშნავია ადმინისტრაციის შესაძლებლობა, გაუმკლავდეს რთულ და ცვალებად გარემოს: „პოლიტიკური რყევების, დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობისა და საინფორმაციო ზეწოლის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაცია ეფექტიანად ასრულებს ქართველი ხალხის წინაშე აღებულ საკონსტიტუციო ვალდებულებებს“.აუდიტის ფარგლებში დოკუმენტირებული მენეჯმენტის სისტემის შესაბამისობა შეფასდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით. დადასტურდა, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემას შეუძლია დააკმაყოფილოს შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნები და მიაღწიოს აკრედიტებული სერტიფიცირებისთვის მოსალოდნელ შედეგებს, როგორც ეს მითითებულია ISO-IAF-ის კომუნიკეში, აკრედიტებული სერტიფიცირების შესახებ.აუდიტორის შეფასებით, ორგანიზაცია აკმაყოფილებს და სათანადოდ ახორციელებს მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს და შეუძლია უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტი მიწოდება მომხმარებლის მოთხოვნებთან, შესაბამის კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მომხმარებლის კმაყოფილების ამაღლების მიზნით. აღნიშნული დასკვნა გაკეთებულია სტანდარტის ცალკეული მოთხოვნების შესრულების დონის შეფასების საფუძველზე, რაც დასტურდება ანგარიშის შესაბამისობის მატრიცით. აუდიტის მიზნები წარმატებით არის მიღწეული.აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ცესკოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები - სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, მიმდინარე აქტივობები და პროექტები, შეთავაზებული სერვისები, საქმიანობის მონიტორინგი და ანგარიშგების მექანიზმები შეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს. ეს კი ადასტურებს, რომ ხარისხის მართვა საარჩევნო ადმინისტრაციის ყოველდღიური საქმიანობისა და ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.ISO-ს სტანდარტი წარმოადგენს ხარისხის მართვის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საერთაშორისო ჩარჩოს. იგი ორგანიზაციებს საქმიანობის სისტემატური გაუმჯობესების, პროცესების ეფექტიანად მართვის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველყოფაში ეხმარება.აღსანიშნავია, რომ ცესკოსთვის ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის შენარჩუნება ნიშნავს არამხოლოდ ეფექტიანი შიდა მენეჯმენტის დემონსტრირებას, არამედ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალი დონის უზრუნველყოფას. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.ცესკომ ISO სერტიფიკატი პირველად 2019 წელს მიიღო, რითაც დადასტურდა, რომ ცესკოს ხარისხის მართვის სისტემა და ბიზნეს პროცესები სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015 მოთხოვნებს. ამასთან, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი საარჩევნო ადმინისტრაცია იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელმაც აღნიშნული სერტიფიკატი მიიღო.საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მორიგი დადასტურება ცესკოსთვის ხარისხის მართვის უწყვეტი პროცესის, ინსტიტუციური განვითარებისა და საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.(R)
1793605077
გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 3 პირი, ხოლო 16 პირს ბრალდება წარედგინა. მათგან ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, რადგან იგი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებდა.გამოძიებით დადგინდა, რომ 2025-2026 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ავტომობილებს რეექსპორტის რეჟიმში ფიქტიურად აფორმებდნენ. ამ სქემაში მათ 15 უცხო ქვეყნის მოქალაქეც ჩართეს, რომლებსაც აღნიშნული მოქმედებების სანაცვლოდ ანაზღაურებას უხდიდნენ.სქემის ფარგლებში, ჯამში, 138 ავტომობილი რეექსპორტის რეჟიმში მოაქციეს, თუმცა კანონით დადგენილ ვადაში მათ საქართველოს ტერიტორია არ დატოვეს. ასეთ შემთხვევაში ავტომობილები იმპორტის პროცედურაში მოქცეულად ითვლება და შესაბამისი გადასახადები უნდა გადაიხადონ.იმპორტის გადასახდელების გადაუხდელობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548 809,38 ლარის ზიანი მიადგა.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1793604533
კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 2.2%-ით გაიზარდა და 16 552 შეადგინა, რომელთაგან 14 390 მკვლევარია. მკვლევრების 55.1% ქალია, ხოლო 44.9% - კაცი.მკვლევართა 67.5% არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 29.8% - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.7% - ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.რაც შეეხება მკვლევრების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.9%), ხოლო კაცების შემთხვევაში - 65 წლის და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფზე (24.4%).მკვლევრების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს, რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 250 კაცს შეადგენს (22.6%). ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 474 პირია დასაქმებული (3.3%).
1793604144
რიკოს პორტფელმა მილიარდს გადააჭარბა - მისოების რეიტინგი
1792677840
რა სარგებელს მოიტანს ციფრული ვალუტა - სები საპილოტე პროგრამით შეისწავლ...
1792585798
27-28 ოქტომბერს თბილისი ფინანსურ სამიტს მასპინძლობს
1793005528
სებ-მა სავალუტო რეზერვები $248.5 მლნ-ით შეავსო
1793017974
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე შეინარჩუნა
1792569931











