GE EN
სხვა სიახლეები
ფეხსაცმელში მოწყობილი სამალავი: „სარფში“ 100 გრამამდე კოკაინი აღმოაჩინ...

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის" საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.უცხო ქვეყნის მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სპეციალურად მოწყობილი სამალავით, კერძოდ - ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ არსებული სივრცის გამოყენებით შეეცადა 100 გრამამდე  ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის" შემოტანას.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

1792739372

ალდაგი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას სადაზღვევო კ...

კამპანიას – „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ პარალიმპიელი სპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი საქართველოს ბანკისა და შემოქმედებითი სააგენტო Art & Qopy-ს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ბიზნესსექტორს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ პარასპორტსმენების მხარდაჭერაში, რათა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება და აღიარება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.“პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერა, ჩვენთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ორგანული ნაწილია. გვჯერა, რომ კერძო სექტორის ჩართულობას გადამწყვეტი როლი აქვს თანაბარი შესაძლებლობების შექმნასა და პარაოლიმპიური მოძრაობის გაძლიერებაში. ასეთი მასშტაბური ინიციატივების მხარდაჭერით, გვსურს, ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიური გარემოს განვითარებასა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენას. როგორც კომპანიას, ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი გარემოს შექმნაში, რომელშიც მიზნისკენ მშვიდი გონებით სვლა და შეუპოვრობა სათანადოდ არის დაფასებული. გვჯერა, რომ საიმედო პარტნიორობით ნებისმიერი მასშტაბური მიზნის მიღწევა შესაძლებელია”, - ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი;პარალიმპიელი ჩემპიონები მზად არიან, ახლა ბრენდების ჯერიაკამპანიის ვიზუალური კონცეფცია უჩვეულო და სიმბოლურია: პარალიმპიელების ფოტოსესია ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა ფოტოებზე პროდუქტებისთვის განკუთვნილი ადგილი ცარიელია. ბრენდების ნაცვლად, კადრში ჩნდება მთავარი შეკითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“.ეს ინიციატივა ერთგვარი მოწვევა და გამოწვევაა ქართული ბიზნესისთვის - შეავსონ ეს ცარიელი ადგილები და დაიწყონ პარტნიორობა პარასპორტსმენებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობენ და მედლებსაც მოიპოვებენ. კამპანიაში უკვე 20 მდე კომპანიაა ჩართული, თუმცა თავისუფალი სივრცეები კვლავ რჩება. ახლა მთავარი კითხვაა - კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?(R)

1792737000

რა უპირატესობებს აერთიანებს SUPER ნაკრები საქართველოს ბანკისგან?

განსაკუთრებით მაშინ, როცა რეგულარულად ვიყენებთ ბარათს, ვაგროვებთ ქულებს, ვსარგებლობთ ფასდაკლებებით ან ვცვლით უცხოურ ვალუტას.საქართველოს ბანკის ახალი ნაკრები SUPER ამ ყოველდღიურ საჭიროებებს აერთიანებს და მომხმარებლებს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.SUPER ნაკრები მოიცავს სუპერ PLUS Visa ბარათს, PLUS ქულების დაგროვების განსაკუთრებულ პირობებს, ვალუტის კონვერტაციის შეღავათიან კურსსა და სხვა უპირატესობებს:მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზეSUPER ნაკრების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სუპერ PLUS Visa ბარათია, რომელიც საქართველოს ბანკმა Visa-სთან პარტნიორობით შექმნა.ბარათით გადახდისას მომხმარებლებს PLUS ქულების დაგროვება განსაკუთრებული პირობებით შეუძლიათ: საქართველოს ბანკის ტერმინალებზე გადახდისას ყოველ 1 ლარზე 2.1 PLUS ქულა ირიცხება; სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე გადახდისას PLUS ქულები ორმაგდება. ყოველთვიურად ქულების გაორმაგების მაქსიმალური ლიმიტი 10 000 PLUS ქულაა; მომხმარებლებს მობილბანკიდან ყოველთვიურად შეუძლიათ სასურველი PLUS შეთავაზებების არჩევა და მათთვის საინტერესო კატეგორიებში დამატებითი ქულების დაგროვება. მომხმარებლებს შეუძლიათ ყოველდღე ისარგებლონ მზარდი ქეშბექ შეთავაზებებით. ვალუტის გადაცვლა უკეთესი კურსითთუ ხშირად გიწევთ ლარის დოლარში ან ევროში გადაცვლა, SUPER კიდევ ერთ პრაქტიკულ უპირატესობას გთავაზობთ.ნაკრების რეზიდენტ მომხმარებლებს მობილბანკსა და ინტერნეტბანკში GEL, USD და EUR ვალუტების სტანდარტულზე უკეთესი კურსით გადაცვლა შეუძლიათ. შეთავაზება ყოველთვიურად 10 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში მოქმედებს.მუდმივი ფასდაკლებები პარტნიორ ობიექტებშიSUPER ნაკრების მომხმარებლებს პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას მუდმივი 20%-იანი ფასდაკლება აქვთ, ხოლო კონკრეტული შეთავაზებების მიხედვით ფასდაკლება 50%-მდეც აღწევს.სწრაფი ტრანზაქციები მობილბანკიდანSUPER ნაკრები ყოველდღიურ საბანკო ოპერაციებსაც მოიცავს. მომხმარებლებისთვის მობილბანკიდან გადარიცხვები და გადმორიცხვები პაკეტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში, მყისიერად, 24/7 რეჟიმში სრულდება.ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც თანხის გადარიცხვა დღის ნებისმიერ მონაკვეთში სჭირდება და სურს, ოპერაცია დამატებითი ლოდინის გარეშე შესრულდეს.SUPER ნაკრებისა და სუპერ PLUS Visa ბარათის გააქტიურება საქართველოს ბანკის სხვა არხებთან ერთად, მობილბანკიდანაც შეგიძლიათ.

1792681084

როკოს პორტფელმა მილიარდს გადააჭარბა - მისოების რეიტინგი

რაოდენობაში კი სალომბარდე სესხების წილი 90% -ს აღემატება. შესაბამისად მიკროდაკრედიტებას მცირე სეგმენტი რჩება.ამ დროისთვის ბაზარზე 28 მისოა, 2.5 მლრდ ლარამდე საკრედიტო დაბანდებით. TOP -5 -ში 3 ლომბარდია, მ.შ. რიკო, რომლის სასესხო პორტფელმა მილიარდს გადააჭარბა და 2 სტანდარტული მიკროსაფინანსო, რომლებიც ბიზნეს სესხებს გასცემენ - ლაზიკა და სვის კაპიტალი (სკაპი).2026-ის 3 კვარტლის შედეგებით, ლიდერობს ქვეყნის მთავარი ლომბარდი რიკო, რომელიც დაკრედიტების 24%-მდე ზრდას აჩვენებს. 9 თვეში სკაპის პორტფელი კი 25%-ზე მეტით არის გაზრდილი.

1792677840

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდ...

პრაიმ ანაბარი თიბისი კონცეპტისა და Welth menegment-ის მომხმარებლებს დანაზოგის მოქნილი პირობებით შენახვის, თანხის ნებისმიერ დროს შეტანა/გატანისა და ამავდროულად, სარგებლის ყოველთვიურად მიღების შესაძლებლობას აძლევს. ანაბრის გახსნა მომხმარებლებს ნებისმიერი თანხით, როგორც ლარში, ისე დოლარში შეუძლიათ, წინასწარ განსაზღვრული შენახვის ვადის გარეშე.  სარგებელი კი, ყოველთვიურად ერიცხება, რომლის ოდენობაც შესაბამისი თვის განმავლობაში ანაბრის ანგარიშზე დაფიქსირებული მინიმალური ნაშთის მიხედვით განისაზღვრება.ანაბრის საპროცენტო განაკვეთი საჯარო ფინანსურ ინდექსებს ეფუძნება და წინასწარ განსაზღვრული ფორმულით გამოითვლება. ლარში განთავსებულ ანაბარზე წლიური საპროცენტო განაკვეთი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთს მინუს 0.5 %-ია. დოლარში განთავსებულ ანაბარზე კი წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის (Federal Reserve Bank of St. Louis) მიერ გამოქვეყნებული Federal Funds Target Range - Lower Limit-ის მაჩვენებელს მინუს 2.5 %. წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი 6%-ია.ანაბრის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.(R)

1792665661

ეროვნული ბანკის გაფრთხილება

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები მოქალაქეებს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტით, მათ შორის, სესხით სარგებლობასა და სხვა ფინანსურ ოპერაციებში დახმარებას სთავაზობენ. კერძოდ, მოქალაქეს ერთ-ერთი კომერციული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მის სახელზე დამტკიცებული სესხით სარგებლობის მიზნით საჭირო იყო ხელშეკრულების გაფორმება. მომხმარებლის მხრიდან სასესხო განაცხადის არსებობის უარყოფის შემდეგ, მეტი დამაჯერებლობისთვის მას უკვე საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ, დაარწმუნეს სესხით სარგებლობის საჭიროებაში, რის შედეგადაც მათი ზეგავლენით მომხმარებელმა გაიარა ავტორიზაცია შესაბამის დისტანციურ არხში, ინტერნეტ ბანკში გაიაქტიურა სესხი, ხოლო თანხის ნაწილი გადარიცხა მესამე პირის ანგარიშზე. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, მომხმარებელი სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი გახდა.მსგავსი შემთხვევები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ე.წ. სოციალური ინჟინერიის გამოყენებით თაღლითები ცდილობენ თავად მოიპოვონ მომხმარებლის საბანკო ანგარიშებზე წვდომა ან უშუალოდ მომხმარებელს შეასრულებინონ გარკვეული ოპერაციები, რაც მათ ფინანსურ ზიანს იწვევს.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკი, კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, არ გასცემს სესხებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე და არ ხსნის ანაბრებს, ასევე, რაიმე ფორმით არ უწევს დახმარებას მომხმარებლებს კომერციულ ბანკში სხვადასხვა საფინანსო პროდუქტით სარგებლობის პროცესში. აღნიშნული სცდება ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებს.ამდენად, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე. არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია, მათ შორის, ბანკის დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის  საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, აღნიშნული ინფორმაცია არ შეიყვანონ უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ბმულებზე და არ სცადონ საბანკო/საბარათე ოპერაციების განხორციელება. ამ და სხვა შემოთავაზების  შემთხვევაში აუცილებელია გადაამოწმონ მიღებულ ინფორმაცია მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციასთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ საფინანსო პროდუქტით სარგებლობისა თუ ოპერაციების შესრულების გადაწყვეტილება.  შესაძლო თაღლითობის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში კი მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პერიოდულად ავრცელებს გამაფრთხილებელ თუ საგანმანათლებლო ინფორმაციას ფინანსური თაღლითობის ხშირად გამოყენებულ სქემებთან დაკავშირებით. შესაბამისი შინაარსის მასალები განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდებზე.

1792662206