GE EN
სხვა სიახლეები
I შერი ბოლო ქოინეტი - VASPs 18 ჯარიმა დაუგროვდა

ციფრულმა საფულემ VASP-ის ლიცენზია შარშან გაზაფხულს მიიღო. სებ-ში რიგით №6 რეგისტრირებულმა კრიპტო ოპერატორმა Coin swap კრიპტო პლატფორმა, სადაც ციფრული ვალუტის კონვერტირება  გახდა შესაძლებელი ზაფხულში გაუშვა და სასტარტო თვეში 1 000 -ზე მეტ იუზერზე გავიდა.ვასპის პლატფორმა Coinet.ge წარმოადგენს fiat gateway-ს, რომლითაც მომხმარებელს, საერთაშორისო ბირჟებიდან თანხის მარტივად განაღდება შეუძლია, საბანკო ანგარიშზე.პროვაიდერი იყენებს web 3 ტექნოლოგიას, განაღდების და defi wallet-ის შესავსებად.ამ დროისთვის ვირტუალური აქტივის მომსახურების ბაზარზე უკვე  ლიცენზირებული 45  პროვაიდერია. წელს სებ-ს 75 000 ლარის ჯარიმები აქვს გამოწერილი, თუ 572 მილიონიან „ბიტექსჩეინჯის“ ქეისს არ მივათვლით, სადაც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის დანაშაული იკვეთება.ციფრული საფულის  სარეგისტრაციო მოსაკრებელი 5 000 ლარია. კრიპტო აქტივების სავაჭრო პლატფორმების სებ-ის ზედამხედველობაში მოქცევა ამ სეგმენტის ლეგალიზაციას და მომხმარებლის დაცვას ემსახურებოდა. თანდათან მოთხოვნები გაიზარდა. სებ-ის აგვისტოში განახლებული რეგულირების წესი 2027 წელს ეტაპობრივად ამოქმედდება.

1795181220

მთავრობა სახელმწიფო ენოთეკის ინსტიტუტის დაარსებას გეგმავს

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ენოთეკა იქნება ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალურად მოწყობილი სივრცე, რომელიც ღვინისა და სპირტიანი სასმელების შენახვისა და კოლექციონირების მიზნით შეიქმნება. მასში სხვადასხვა სახეობისა და წარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმელების კოლექცია იქნება დაცული.ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ენოთეკის შექმნა, მართვა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა ღვინის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივა იქნება. სააგენტო უზრუნველყოფს კოლექციის ფორმირებას, შენახვას, აღრიცხვას, განახლებას, შევსებასა და განკარგვას, ასევე ენოთეკაში დაცული ღვინოების, სპირტიანი სასმელებისა და ტარის შესახებ მონაცემთა სისტემატიზაციას.აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ენოთეკაში განთავსებულ ღვინოსა და სპირტიან სასმელზე სავალდებულო სერტიფიცირების მოთხოვნები არ გავრცელდება.

1795173806

PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო - დააცარიელეთ სურვილების სია

PSP-ში „ფასდაკლებების ცვენა“ 20 ნოემბერს იწყება და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. თავის მოვლის საშუალებებსა და PSP-ს კოსმეტიკის სრულ ასორტიმენტზე მომხმარებლებს 50-60-70- 80% ფასდაკლება და არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი დახვდებათ სხვადასხვა აფთიაქში.საქართველოს მასშტაბით, PSP-ს 370-მდე აფთიაქში 80%-მდე ფასდაკლება გავრცელდება მსოფლიოში ცნობილ 100-ზე მეტ პრემიუმ და დერმატოლოგიურ, სახის, სხეულისა და თმის მოვლის, დეკორატიული კოსმეტიკის, პირის ღრუს მოვლისა და ჰიგიენის ბრენდზე. კიდევ უფრო გამორჩეული ფასდაკლებები მომხმარებლებს ონლაინპლატფორმაზე - PSP.GE ელოდებათ.PSP-ს ყველა აფთიაქში 80%-მდე ფასდაკლებით მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი თავის მოვლის, დერმატოლოგიური და კოსმეტიკური ბრენდების Caudalie, SVR, Esthederm, Bioderma, Gamagde, Algologie, Mizon, Missha, COSRX, Round Lab, Beauty of Joseon, Manyo, Vilage, Avene, Vichy, La Petit Olivier, Ziaja, Sebamed და სხვა საყვარელი პროდუქტები; პირის ღრუს მოვლის იტალიური და შვეიცარული ბრენდების: Curasept, Biorepair, Blanx, Dr. Wild, Elmex, Piave პროდუქცია; შეარჩიოს სასურველი პროდუქტი თმის მოვლის იტალიურ და ევროპულ ბრენდების: Raywell, Recipe, REF, Fanola, Be Visible, Kaypro, Equilibra, Echosline, Alix და სხვა მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან.ახალი კონცეფციის აფთიაქებში განსაკუთრებული შეთავაზებები დახვდებათ ნიშური პარფიუმერიის მოყვარულებსაც. ფასდაკლებები გავრცელდება ფრანგულ, იტალიურ, ბრიტანულ, ნიდერლანდურ და შვეიცარიულ ბრენდებზე, მათ შორის: Affinessence, Amarsi, Anima Mundi, Baruti, Brecourt, Brera, Cigno Nero, Electimuss, Eutopie, Nout, PH Fragrances, Pompeii და Made in Lab.კონკრეტულ აფთიაქებში თითოეული ქვეყნის პროდუქტებთან დაკავშირებული სპეციალური აქტივობები და სიურპრიზები ელოდებათ თავის მოვლის და კოსმეტიკის კორეული, ფრანგული, იტალიური, გერმანული და პოლონური ბრენდების მოყვარულებს. განსაკუთრებული სიახლეები, მათ შორის ცნობილი ინფლუენსერების მონაწილეობითა და გათამაშებებით. ღონისძიებები ჩატარდება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც - გორში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ახალციხეში.რეგიონებსა და დედაქალაქის კონკრეტულ აფთიაქებში პატარებს საინტერესო აქტივობები, საბავშვო ბრენდების მასკოტები ელოდებიან, მშობლებს კი საბავშვო პროდუქციაზე - ბავშვთა კვებას, მოვლის პროდუქტებსა და საბავშვო აქსესურებზე 50%-მდე ფასდაკლებები დახვდებათ.აქტივობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია PSP.GE-სა და კომპანიის ოფიციალურ სოციალურ მედიარხებზე, მათ შორის Facebook-გვერდზე.„ყოველწლიურად, ნოემბრის ბოლოს, მომხმარებლები განსაკუთრებული მოლოდინით ელიან PSP-ს შეთავაზებებს, საყვარელი ბრენდების პროდუქტების მარაგის და საჩუქრებად შესაძენად. PSP პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც 2019 წელს მომხმარებლებს რეალური 50%-იანი ფასდაკლება შესთავაზა, წლების განმავლობაში ტრადიციად აქცია და ყოველწლირად უფრო მასშტაბურს ხდის - წელს ფასდაკლებები 50%-დან 80%-მდეა კონკრეტულ ბრენდებსა და პროდუქტებზე.PSP მსოფლიოს 100-ზე მეტი ცნობილი ბრენდის ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი სარგებლიანი და სასიამოვნო შეთავაზება გავუკეთოთ. მათ შორის რჩეულ და ყველაზე მოთხოვნად ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ, ბრიტანულ, პოლონურ და სხვა საერთაშორისო ბრენდებზე.კორეული კოსმეტიკა მომხმარებლებისთვის PSP-სთან ასოცირდება - სწორედ PSP იყო პირველი კომპანია, რომელმაც 2019 წელს ქართველ მომხმარებელს კორეული ბრენდი წარუდგინა. მას შემდეგ კომპანია მსოფლიო ტრენდების შესაბამისად K-Beauty-ის ყველაზე ფართო ასორტიმენტს, ახალ და ექსკლუზიურ პროდუქტებს მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს. წლევანდელი „ფასდაკლებების ცვენის“ ფარგლებში, 10-ზე მეტი K-Beauty-ის ბრენდის ფართო ასორტიმენტთან ერთად, მომხმარებლებს კონკრეტულ აფთიაქებში საინტერესო აქტივობებიც დახვდებათ.საინტერესო და სარგებლიანი შეთავაზებებით PSP მუდმივად ანებივრებს მომხმარებლებს და მათ დამატებით შესაძლებლობას აძლევს, სასიამოვნოდ დააცარიელონ სურვილების სია, დაზოგონ მეტი და მარტივად იზრუნონ საკუთარ სილამაზეზე“, - აცხადებენ PSP-ში.ეწვიეთ PSP-ს 20-დან 30 ნოემბრის ჩათვლით, ისარგებლეთ 80%-მდე „ფასდაკლებების ცვენით“, შეიძინეთ საყვარელი ბრენდების პროდუქტები და დააცარიელეთ სურვილების სია!(R)

1795165984

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 3.5%-ით გაი...

2026 წლის სექტემბერთან შედარებით ფასები 2.3%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.17 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.2%), რამაც 0.13 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 0.1%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.01 პ.პ. შეადგინა.12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 1.9%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.14 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ნედლ ნავთობზე და ბუნებრივ აირზე (82.7%); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 3.7%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.91 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (3.7%) და კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე (51.5%); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 2.4%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.25 პ.პ.-ით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.9%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.18 პ.პ.-ით იქონია გავლენა

1795159562

2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

1795155243

ზურაბაშვილი გალუზინს შეხვდა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა 19 ნოემბერს პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან.ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. განიხილეს გამოწვევები და მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს.შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების საკითხები. ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.მხარეები აღნიშნულ ფორმატში შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.დიპლომატები I შეხვედრის შეფასებისას პროგნოზებს ერიდებიან. ჟენევის პროცესის გადატანის საფრთხეს  ხედავენ. მანდატის შეცვლაც აეჭვებთ.დიპლომატმა ვალერი ჩეჩელაშვილმა "ფორმულაზე" ეჭვი გამოთქვა რომ სადღაც, რაღაც მოლაპარაკება შედგა. სხვა შემთხვევაში მანდატი არ შეიცვლებოდა, რადგან  სტანდარტულად ცალმხრივად ასე არ ხდება და საკითხებს (სავაჭრო,კულტურულ,სატრანსპორტო, სავიზო ურთიერთობები) ახალი, კონფლიქტის დარეგულირების ელემენტი ურთიერთშეუთანხმებლად არ დაემატებოდა. პრაღიდან მინსკში გადანაცვლებაც ეჭვს იწვევს. ჩეჩელაშვილი კითხვას სვამს რა არგუმენტით დაარწმუნა ქართული მხარე რუსულმა და რატომ "აირჩია" საქართველომ იმთავითვე წამგებიანი პოზიცია.აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებაში საქართველოს სერიოზული კოზირები არ აქვს. რუსეთმა კი საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ყველა პრიორიტეტი გაიტანა -  3 ძირითადი საკითხი: 1) 2008 წლის რუსეთის თავდასხმაში საქართველო წარმოედგინა მაპროვოცირებლად, 2/3) ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შეფერხება. სანაცვლოდაც არაფერი მივიღეთ. მ.შ. აფხაზეთთან მიმართებით. დიპლომატები შიშობენ მთავრობას ჟენევის პროცესის გადატანაც არ ჰქონდეს განზრახული, რაც იქნება ტრაგედია და უხეში დიპლომატიური შეცდომა. 

1795109658