GE EN
სხვა სიახლეები
გამყრელიძე იტალიის საელჩოს პოლიციის ატაშეს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევები და სამართალდამცავ უწყებებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იტალიელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას, უწყებებს შორის აქტიური კომუნიკაციის განვითარებასა და პროფესიული ცოდნის გაღრმავების მიზნით სასწავლო კურსებში მონაწილეობას.შეხვედრას ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით არდაზიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ანა ლურსმანაშვილი.მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა ერთობლივი აქტივობების დაგეგმვაზე, რაც საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

1793348928

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად...

რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლია მოიპოვო საქართველოს ბანკის სტიპენდია?საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტები არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისუფალი უნივერსიტეტი აგრარული უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სპორტის უნივერსიტეტი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კონსერვატორია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პირველკურსელებს, ისე საბაკალავრო საფეხურის სხვა კურსების სტუდენტებს.სტიპენდიატების შერჩევისას უნივერსიტეტები აკადემიურ მოსწრებას (GPA), სამოტივაციო წერილსა და ლიდერობის პოტენციალს აფასებენ. შერჩევის პირველ ეტაპზე განიხილება განაცხადები, შემდეგ კი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება იმართება. ამასთან, თითოეული უნივერსიტეტი სტიპენდიის მოპოვების დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს.საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე.საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.geშესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე.(R)

1793348539

მომსახურების ექსპორტი 10.3%-ით გაიზარდა

2025 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა $4.69 მლრდ-ით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 54.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება $1.74 მლრდ-ით (მთლიანი ექსპორტის 20.4%, ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება $1.37 მლრდ-ით (შესაბამისად 16%).2025 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა $2.24 მლრდ და მთელი იმპორტის 58.1% შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს $460.8 მლნ-ით (იმპორტის 11.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სხვა საქმიანი მომსახურება $340.2 მლნ-ით (იმპორტის 8.8%).2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 54% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: თურქეთი - $958.6 მლნ რუსეთი - $899.2 მლნ ისრაელი -$686.3 მლნ 2025 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 46% შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია: თურქეთი - $556.9 მლნ ჩინეთი - $210.9 მლნ აშშ - $182.6 მლნ

1793348330

საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი გ...

მთავრობის მეთაურის თქმით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი წლებია ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტს. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტზეც, რომელშიც საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად მონაწილეობენ, რაც სამხრეთ კავკასიას ევროპულ ენერგებაზართან დააკავშირებს.პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო მთავრობის მიზანია ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისება, სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაცია და საინვესტიციო აქტივობის წახალისება.სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებთან ერთად, ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებს, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციას.მისივე თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი წარმატებით დასრულდა და იგი რეგიონული სატრანსპორტო ქსელის განუყოფელი ნაწილი გახდა, ხოლო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტები ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი ასევე მოიცავს თავდაცვის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმისა და საბაჟო სფეროებს.

1793347412

მშენებლობის ნებართვები 2%-ით გაიზარდა

ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.1% მოდის თბილისზე, 8.9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2% - კახეთის რეგიონზე და 7.8% - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 543.6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8%-ით მეტი) 2 307 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9%-ით ნაკლები).ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 32.5% მოდის თბილისზე, 13.9% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.2% - კახეთის რეგიონზე და 8.6% - ქვემო ქართლის რეგიონზე.

1793347106

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკი...

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დადებით დინამიკას. კერძოდ, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ზე მეტით გაიზარდა და $1 მილიარდს მიაღწია, ხოლო აზერბაიჯანის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა დაახლოებით $4 მილიარდს შეადგენს.ალი ასადოვის თქმით, ერთობლივი მეგაპროექტები, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანი და ევროპაში მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტი, რეგიონისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია. ტრანსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით პრიორიტეტად რჩება შუა დერეფნის განვითარება. ამ კუთხით ასადოვმა განსაკუთრებით გამოყო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა და მისი გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა.სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გამახვილდა კულტურულ და საგანმანათლებლო კავშირებზეც. აზერბაიჯანის პრემიერმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში იგეგმება ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ახალი შენობის მშენებლობის დაწყება. მან ასევე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

1793346526