GE EN
სხვა სიახლეები
ამანათები ამერიკიდან სპეცტარიფით - საქართველოს ბანკის და Boxette-ის შე...

აქციის ფარგლებში Boxette-ის მეშვეობით გამოგზავნილი ამანათის 1 კგ-ის ღირებულება 7.50 დოლარის ნაცვლად 6.50 დოლარი იქნება. შეთავაზებით სარგებლობა მომხმარებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.ამანათების გაგზავნა შესაძლებელია ბოქსეტის შემდეგ მისამართებზე, ნიუ-იორკში, ბრუკლინში: 2609 E 14th St, Brooklyn, NY 11235 1923 McDonald Ave, Brooklyn, NY 11223 3065 Brighton 2nd St, Brooklyn, NY 11235 ინფორმაციისთვის, აღნიშნული მისამართები Postman Joe-ს ლოკაციებზეა განთავსებული, რაც მომხმარებლებს ფილიალების მარტივად მოძებნაში დაეხმარება.შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Boxette-ის ვებგვერდს.

1793884841

ახალგაზრდები ნაკლებს სვამენ, უფროსი თაობა - მეტს: გლობალური ღვინის ბაზ...

ამასთან, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ჭარბი სმის მაჩვენებელი 36%-ით არის გაზრდილი, იმ ფონზე, როდესაც ზოგადი გლობალური მაჩვენებელი 8%-ით შემცირდა. Drizly-სა და The Vacationer-ის მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ მოგზაურობის დროს მომხმარებელთა 80% მზადაა გასინჯოს ახალი ალკოჰოლური სასმელები და გაზარდოს დანახარჯები.მსყიდველობითი უნარი და ახალი მარკეტინგული სტრატეგიაღვინის მწარმოებლები სულ უფრო მეტად აკეთებენ აქცენტს 50-64 წლის მომხმარებლებზე, რომლებსაც უფრო მაღალი განკარგვადი შემოსავალი აქვთ და ნაკლებად მოწყვლადნი არიან მოკლევადიანი ეკონომიკური რყევების მიმართ.კალიფორნიული მარნის, Eleven Eleven-ის თანადამფუძნებლის, ელი ენესტის განცხადებით, 50-დან 64 წლამდე ასაკის მომხმარებლები მათი ბაზის მესამედს შეადგენენ, თუმცა 32%-ით მეტს ხარჯავენ, 24%-ით მეტ შეკვეთას აფორმებენ და 35%-ით მეტ მთლიან მოგებას იძლევიან თითო მომხმარებელზე.Willamette Valley Vineyards-ის მონაცემებით, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი მათი ღვინის კლუბის წევრების 45%-ს და აქციონერთა უდიდეს სეგმენტს შეადგენს. ქარხნები იძულებულნი არიან შეცვალონ სტრატეგია და ახალგაზრდა მომხმარებელზე გათვლილი „ვირუსული/ინტერაქციული“ მარკეტინგის ნაცვლად, ყურადღება სიღრმისეულ განათლებაზე, სადეგუსტაციო ტურებსა და პრემიუმ კლასის შეთავაზებებზე გადაიტანონ.სასტუმრო სექტორისა და ტურიზმის არხებიღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრია აქტიურად გადადის ლუქს-სასტუმროებისა და ტურისტული ლოკაციების ათვისებაზე, სადაც მომხმარებელი შვებულების დროს მეტი თანხის დახარჯვისთვის არის განწყობილი. The Barker Co.: მზა კოქტეილების (RTD) მწარმოებელმა ბრენდმა პარტნიორობა დაამყარა Foster Supply Hospitality-ს სასტუმროების ქსელთან, სადაც თითოეული ლოკაციისთვის ექსკლუზიური, ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული კოქტეილები შეიქმნა. Foley Family Wines: იმპორტიორი კომპანია Alsace's Lucien Albrecht-ის ცქრიალა ღვინოებს პირდაპირ მაღალი კლასის სასტუმროების მინი-ბარებსა და რესტორნებში ანაწილებს 375 მლ-იანი ბოთლებით, რამაც ორნიშნა ზრდა უზრუნველყო. Vineria All'Amarone: ვენეციის ღვინის ბარმა სრულად შეცვალა ბიზნესმოდელი და ორიენტაცია ამერიკელ ტურისტებზე აიღო. 2026 წელს ობიექტმა 28%-ით ნაკლები მაგიდა მიიღო, თუმცა თითო მაგიდაზე საშუალო დანახარჯი 32%-ით გაიზარდა, ხოლო ბარში გახსნილი ბოთლების გაყიდვები - 39%-ით. აშშ-ში პირდაპირი გაგზავნების წილმა ბარის მთლიანი შემოსავლის 28% შეადგინა. სექტორში არსებული დინამიკა მოწმობს, რომ ბაზრის საერთო შემცირების პირობებში, ზრდის მთავარი წყარო საშუალო ასაკის, მაღალშემოსავლიანი მომხმარებლები და ტურისტული სეგმენტი ხდება.

1793883256

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

ბიზნესნაკრები მეწარმეების ფინანსურ საჭიროებებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მისი გამოყენებით, შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის შესრულება.ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, აირჩიონ ორი პაკეტიდან ერთ-ერთი და მარტივად გააქტიურონ ის: მომხმარებელი ფიზიკური პირის მობაილბანკიდან გადადის ბიზნეს მობაილბანკში და ააქტიურებს ნაკრებს. მომხმარებელი, რომელიც უკვე სარგებლობს ბიზნესმობაილბანკით, პირდაპირ ბიზნესმობაილბანკიდან ააქტიურებს ნაკრებს. ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც  2026 წლის 31 დეკემბრამდე გაიაქტიურებენ ბიზნესნაკრებს, პირველი 6 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ ისარგებლებენ პროდუქტით.ბიზნესნაკრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/business/daily-banking/business-subscriptions/for-individuals(R)

1793881387

ფინანსური განათლება მეტი შესაძლებლობისთვის — „კრისტალი“ ფინანსური განა...

ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ახალი ინიციატივა — „ფინანსური განათლების ავტობუსი“, რომლის მხარდამჭერი და  პარტნიორი  მიკრობანკი „კრისტალია“.პროექტის ფარგლებში, სპეციალურად აღჭურვილი და ბრენდირებული ავტობუსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და სოფელში იმოგზაურებს და ფინანსურ განათლებას სკოლის მოსწავლეებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ინიციატივაში 130 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთვებიან, წლის განმავლობაში კი 180-ზე მეტი საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართება.დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კრისტალის სახელით დოკუმენტს ხელი გენერალურმა დირექტორმა, ილია რევიამ მოაწერა ხელი.“კრისტალისთვის ფინანსური განათლება,  ცოდნის გაზიარებასთან ერთად, ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას ნიშნავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა თანაბრად ჰქონდეთ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, ვიყოთ ამ ინიციატივის მხარდამჭერები და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაში“, — აცხადებენ მიკრობანკ „კრისტალში“.„კრისტალისთვის“ ფინანსური განათლების ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის - ხარისხიანი განათლების მხარდაჭერისა და გრძელვადიანი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. კომპანია მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის გავრცელებას, ფინანსური უნარების განვითარებასა და ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.მიკრობანკი “კრისტალის”  შესახებ:მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 28-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600+ მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.იხ. ვებგვერდი https://crystal.ge/ (R)

1793877992

უკრაინამ ევროკავშირისგან რეფორმების გატარებისთვის €4.36 მლრდ მიიღო

მისი ინფორმაციით, მიღებული თანხიდან 3.7 მლრდ ევრო მაკროფინანსურ დახმარებას წარმოადგენს, ხოლო 660 მლნ ევრო თავდაცვის კომპონენტზეა გათვალისწინებული.მთავრობა თანხებს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯებისა და თავდაცვის ძალების გადაუდებელი საჭიროებების დასაფინანსებლად მიმართავს.„რუსეთის მუდმივი თავდასხმების პირობებში ეს მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და სახელმწიფოს ფინანსური მდგრადობის შესანარჩუნებლად“, – წერს კორეცკი.ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიღებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა უკრაინის უმაღლესმა რადამ 14 და 15 ოქტომბერს მიიღო.

1793876581

რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი საქარ...

სწორედ ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, გოგოებისა და ქალებისთვის AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მათთვის საინტერესო კურსზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ.რომელ აკადემიებში შეგიძლია შეისწავლო ხელოვნური ინტელექტი?პროგრამის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის საინტერესო კურსი 6 პარტნიორი აკადემიიდან: Smart Academy - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში; Tbilisi School of Communication - ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები, AI Agents & Automations, AI ბიზნესის განვითარებაში; Academy of Digital Industry - ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი, AI ChatBots; AgileSchool - AI Automation; Skillwill - ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის; ScaleUp - ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება; IT აკადემია STEP - AI ინჟინერია Python; დიზაინ ინსტიტუტი - სამუშაო პროცესების დიზაინი AI-ს გამოყენებით; ელექტრონული აკადემია - ხელოვნური ინტელექტი AI. კურსები მოიცავს როგორც ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, ისე მის პრაქტიკულ გამოყენებას, ავტომატიზაციას, მონაცემთა მეცნიერებასა და ბიზნესპროცესებში AI ინსტრუმენტების ინტეგრაციას.როგორ შეგიძლია მიიღო AI სტიპენდია?პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ გოგოსა და ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სურს.სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა; აპლიკაციების გადარჩევა; შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება. შერჩევის კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.AI სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.(R)

1793874935