1793347106
სამიტის მთავარი თემა „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“ იყო. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.სამიტში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკების და საინვესტიციო კომპანიების ლიდერები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები. სწორედ მათი მონაწილეობით შეიქმნა პლატფორმა გლობალური ფინანსური ტენდენციების, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად.ორდღიანი სამიტზე მონაწილეებმა განიხილეს გლობალური ფინანსური სექტორის განვითარების აქტუალური ტენდენციები, რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები, ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარება, ციფრული ვალუტები, ხელოვნური ინტელექტი, ღია ბანკინგი, ფინანსური ტექნოლოგიები და გეოპოლიტიკური გამოწვევების პირობებში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.სამიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის შეხვედრები საქართველოს შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და საინვესტიციო პოტენციალი გააცნოს. მისივე შეფასებით, სამიტი საკმაოდ წარმატებული იყო და მასში საერთაშორისო ინვესტორებისა და საინვესტიციო ფონდების მონაწილეობა საქართველოსთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.სამიტში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა და სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებმა. პანელური დისკუსიების ფარგლებში მათ ისაუბრეს რეგიონული საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობაზე, ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარებაზე, საბანკო სექტორის პერსპექტივებსა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერებაზე. შეხვედრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ფინანსური სექტორის განვითარების ახალი შესაძლებლობების განხილვა იყო.„თბილისის ფინანსური სამიტის“ მნიშვნელოვანი სიახლე იყო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაფორმებული მემორანდუმები და ახალი ინიციატივები.კერძოდ, საქართველოსა და სინგაპურს შორის ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში მომავალი ლიდერების სასტიპენდიო პროგრამის შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ციფრული აქტივებისა და ინსტიტუციურმა ბანკმა Pave Bank-მა და სინგაპურში დაფუძნებულმა Global Finance & Technology Network-მა (GFTN). შეთანხმება ითვალისწინებს საქართველო-სინგაპურის გაცვლითი პროგრამის ამოქმედებას, რომელიც ქართველ სტუდენტებს სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტში (SMU) სწავლისა და საერთაშორისო ფინტექ ეკოსისტემის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. სამიტის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება AIFC Connect: Tbilisi 2026, რომელიც ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის, საქართველოს ეროვნული ბანკის, GFTN-ის ორგანიზებით და ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავებას, კაპიტალის ბაზრებზე ურთიერთწვდომის გაფართოებასა და ტრანსსასაზღვრო ინვესტიციების ხელშეწყობას.სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ღონისძიება Global Use of RMB, რომელიც Bank of China-ს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და GFTN-ის ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრის მიზანი ჩინურ იუანში (RMB) საერთაშორისო საინვესტიციო და საფინანსო შესაძლებლობების ხელშეწყობა და ჩინეთს, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავება იყო.„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში სებ-სა და Bank of China-ს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით Bank of China საქართველოს ეროვნულ ბანკს CIBM ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითად მომსახურებას გაუწევს, რაც ეროვნულ ბანკს ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების გაფართოების შესაძლებლობას მისცემს.ღონისძიებამ ასევე უმასპინძლა საერთაშორისო ფინტექ ჰაკათონის დემო დღეს. ჰაკათონში მონაწილე ადგილობრივმა და საერთაშორისო გუნდებმა ფინანსურ სექტორში არსებული გამოწვევების ტექნოლოგიური გადაწყვეტები წარადგინეს. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულმა გუნდებმა GITA-ს მიერ დაწესებულ ფულად პრიზებთან ერთად მოიპოვეს დუბაისა და სინგაპურის გლობალურ ტექნოლოგიურ ღონისძიებებზე დასწრების საგზურები.„თბილისის ფინანსური სამიტი“ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ფინანსური სექტორის საერთაშორისო პოზიციონირებას, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, ინოვაციების განვითარებასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას. სამიტი ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბდება და მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო დიალოგისა და ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას.
1793719860
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ აკადემიაში მათთვის საინტერესო მიმართულებაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის პარტნიორები არიან: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია; Tbilisi School of Communication; Academy of Digital Industry; Smart Academy; IT Academy STEP; Headvice; BDO Academy; ScaleUp; სქილვილი (Skillville); AgileSchool; Smart Fish Academy; Edutech Academy; Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია; ნეომაინდ აკადემია; Sky21; რე ედუქეითი; ელექტრონული აკადემია; დიზაინის ინსტიტუტი; ღვინისა და გასტრონომიის აკადემია. რა პროფესიების დაუფლება შეგიძლია?სასტიპენდიო პროგრამა მრავალფეროვან სასწავლო მიმართულებებს აერთიანებს. მათ შორისაა ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები, ბიზნესი და კულინარია.დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და 3D დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი, კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი, ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა მიმართულებები.კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შესაბამისი აკადემიის ვებგვერდს ეწვიონ.როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა; აპლიკაციების პირველადი გადარჩევა; შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შემოწმება. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.(R)
1793713370
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო ოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 3 797 579 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა ჯამში - 328 428 ლარი შეეფარდათ.
1793712357
ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: 11 ნოემბერი | 16:00 - 17:00 | რუსთავი - ციფრული განვითარების სივრცე; 12 ნოემბერი | 16:00 - 17:00 | გორი - Gori Inn; 16 ნოემბერი | 17:00 - 18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50; 17 ნოემბერი | 14:00 - 15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14. შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ვებგვერდს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.(R)
1793711664
ფესტივალი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში გაიმართა. ღონისძიების მონაწილე ფერმერმა ქალებმა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ, სტუმრებს საკუთარი ნაწარმი წარუდგინეს. ფესტივალი მარადისელი ქალების კოოპერატივის, „მწვანე მარადისის“ მიერ იყო ორგანიზებული.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ფერმერმა ქალებმა საკუთარი გამოცდილება, წარმატების ისტორიები და საქმიანობის პროცესში არსებული გამოწვევები განიხილეს. ფესტივალის მიზანი ფერმერი ქალების წვლილის წარმოჩენა, მათი ნაწარმის პოპულარიზაცია, გამოცდილების გაზიარება და ახალი თანამშრომლობებისა თუ შესაძლებლობების შექმნა იყო.ფესტივალის დასასრულს სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდნენ. თიბისის სპეციალური ჯილდო „ყველაზე ინოვაციური პროდუქტის“ კატეგორიაში თამარ გოზალიშვილს გადაეცა. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში აწარმოებს დამბალხაჭოსა და ჩურჩხელას, ასევე მოჰყავს სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული. პარალელურად, უძღვება ბლოგს, რომლის მეშვეობითაც აუდიტორიას სოფლის ცხოვრებაზე უყვება და საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს. თიბისიმ თამარ გოზალიშვილი ტრადიციული მეურნეობის განვითარების პროცესში თანამედროვე ციფრული და საკომუნიკაციო ინსტრუმენტების წარმატებული გამოყენებისთვის დააჯილდოვა.ფერმერ ქალთა მოსავლის ფესტივალი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიება ასევე ეხმიანებოდა გაეროს ინიციატივას, რომლის თანახმადაც 2026 წელი ფერმერი ქალების საერთაშორისო წლადაა გამოცხადებული. ფესტივალი ჩატარდა რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.თიბისი, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი, მომავალშიც გააგრძელებს ქალი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას, მათი პროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.(R)
1793707556
შეთანხმება 2025 წლის მაისში რუსეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა, ბელარუსმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა გააფორმეს. იგი ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას მოქალაქეების შრომითი საქმიანობის, ქონების, საბანკო ანგარიშების, სატრანსპორტო საშუალებების, კომპანიებში წილებისა და სხვა აქტივების შესახებ.შეთანხმების პირობები ყველა მონაწილე ქვეყნისთვის ერთნაირი არ არის. ბელარუსი თანახმაა, გასცეს მხოლოდ ინფორმაცია საბანკო ანგარიშის არსებობის შესახებ, ანგარიშის ნომრისა და მასზე არსებული თანხის გამჟღავნების გარეშე.უზბეკეთმა განაცხადა, რომ არ უპასუხებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც არასასამართლო ორგანოებისა და ნოტარიუსების გადაწყვეტილებებს ეფუძნება. ყაზახეთმა კი საბანკო ინფორმაციის გადაცემას ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები დაუწესა.შეთანხმების ამოქმედება რუსეთს საშუალებას აძლევს, დსთ-ის პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით საზღვარგარეთ მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვოს.
1793707090
რიკოს პორტფელმა მილიარდს გადააჭარბა - მისოების რეიტინგი
1792677840
რა სარგებელს მოიტანს ციფრული ვალუტა - სები საპილოტე პროგრამით შეისწავლ...
1792585798
27-28 ოქტომბერს თბილისი ფინანსურ სამიტს მასპინძლობს
1793005528
ბანკები კაპიტალზე უკუგებით - TOP 7
1793111171
სებ-მა სავალუტო რეზერვები $248.5 მლნ-ით შეავსო
1793017974












