უკრაინული მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ 94 დრონი ჩამოაგდო, თუმცა რაკეტების განეიტრალება ვერ მოხერხდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრები გაჩნდა რივნესა და ჟიტომირის ოლქებშიც. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აიღო და განაცხადა, რომ სამიზნე დრონების საწარმოო ობიექტები და ელექტროქვესადგურები იყო. თავის მხრივ, მოსკოვმა განაცხადა, რომ ღამით რვა რეგიონის თავზე დაახლოებით 70 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.ორმხრივი იერიშები წინ უსწრებდა აშშ-ის შუამავლობით გამართული სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულებას. მართალია, მხარეები სამხედრო ტყვეთა მორიგ მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა ტერიტორიებისა და მომავალ მოლაპარაკებებში ევროპის ჩართულობის საკითხებმა მოლაპარაკებების მაგიდასთან მწვავე დებატები გამოიწვია.უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ შეხვედრას ერთ-ერთი ყველაზე რთული უწოდა და აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ მკაცრი მოთხოვნები წამოაყენა და კომპრომისისთვის მცირე სივრცე დატოვა. მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ უკრაინას „გამსკდარი აბსცესი“ უწოდა და განაცხადა, რომ „მათი მიწის თითოეული სანტიმეტრი დაბრუნდება“. უკრაინის ტერიტორიების მოთხოვნის გარდა, კრემლმა ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაც მოითხოვა.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერიტორიული საკითხი ბოლო რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, ამერიკელი შუამავლები კი ძირითადად დონბასის რეგიონთან დაკავშირებული დავის გადაჭრის სხვადასხვა გზაზე მუშაობდნენ. „მათ მიაჩნიათ, რომ ამ ომის შესაჩერებლად საკუთარი ტერიტორია უნდა დავტოვოთ. შეუძლებელია ჩვენთან ასე საუბარი, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება. ისინი სხვადასხვა ვარიაციის პოვნას ცდილობენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ ოთხშაბათს დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.მაღალჩინოსანმა წყარომ, რომელმაც POLITICO-სთან ანონიმურობის დაცვით ისაუბრა, განმარტა, რომ განხილული იდეებიდან ერთ-ერთი გულისხმობდა ომის შეჩერებას ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე, რის შემდეგაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილები ადმინისტრაციულად სხვა ოლქის იურისდიქციას დაექვემდებარებოდა. „თუმცა ეს დაახლოებით მილიონი სხვადასხვა იდეიდან მხოლოდ ერთ-ერთი იყო. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა ოდესმე აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად“, - დასძინა გამოცემის წყარომ.
1794487451
შეხვედრა 15 ნოემბერს, 12:00 საათზე, Republic Event Hall-ში (რესპუბლიკის მოედანი 6) გაიმართება.ღონისძიება Nutrition Academy of Georgia-ს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტარდება. დასწრება თავისუფალია და ის 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის არის განკუთვნილი.შეხვედრის მთავარი თემა ბავშვებში ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება იქნება. თორნიკე მშობლებს გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს და ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბავშვის კვების რაციონი და მისი საჭიროებები, ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელობა, ტკბილეულის გავლენა კვებით ჩვევებზე, საკვების ჯილდოდ გამოყენება და სადილის დროს ეკრანის მოხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშობლების როლს ბავშვის კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში. შეხვედრის მონაწილეები ასევე შეძლებენ, ნუტრიციოლოგს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან და კონკრეტულ საკითხებზე პასუხები მიიღონ.ინფორმაციისთვის თორნიკე ენუქიძე, იგივე Mr.Nutrition პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი და Nutrition Academy of Georgia-ს დამფუძნებელია.შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ფორმაში მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიუთითონ კითხვა ბავშვის კვებასთან დაკავშირებით, რომელსაც თორნიკე ენუქიძე შეხვედრისთვის წინასწარ მოამზადებს.რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე.(R)
1794486764
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი სამიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში ჩაერთვება, რომელიც ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას შეეხება.მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაური ისაუბრებს ევროპაში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, უკანონო მიგრაციისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე. საქართველო კი სამიტის ფარგლებში რამდენიმე განცხადებასა და დეკლარაციას შეუერთდება.„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ევროპაში დღეს არსებულ გამოწვევებზე. ეს შეეხება უკანონო მიგრაციას, ნარკოტიკებთან ბრძოლას და მიმდინარე ომს, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს ევროპის ეკონომიკაზე. საქართველო ასევე შეუერთდება რამდენიმე განცხადებასა და დეკლარაციას, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებასა და ნარკოტიკებთან ბრძოლას შეეხება“, — განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა დუბლინში.მისივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მესამე შეხვედრაში, სადაც საქართველო შესაბამის განცხადებას შეუერთდება. ასევე, ქვეყანა უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც შეუერთდება.უკრაინის ომი და რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებები - სამიტის მთავარი თემებიდუბლინში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში 45-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში რუსეთის ომია, ასევე ევროპის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული კამპანიები.სამიტის დღის წესრიგშია ევროპის კონკურენტუნარიანობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და მიგრაციაც. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს და უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს.სამიტის კონტექსტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ვაშინგტონის მცდელობა, რუსეთთან უკრაინის ომის დასრულების პარალელურად ევროპის უსაფრთხოების საკითხზეც მიაღწიოს შეთანხმებას.როგორც Axios-ი იუწყებოდა, აშშ-ის წარმომადგენლებმა რუსეთს ევროპასთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმების პროექტის მომზადება სთხოვეს. ვაშინგტონი მოსკოვისგან არა მხოლოდ მის მოთხოვნებს, მათ შორის ნატოს გაფართოებისა და აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის სამხედრო ყოფნის შეზღუდვის საკითხებზე, არამედ დეესკალაციის საპასუხო ნაბიჯების ჩამოყალიბებასაც ელოდება.გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი პუტინთან შეხვედრის შემდეგ მოსკოვის პოზიციის გასარკვევად და რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ევროპის მონაწილეობის საკითხის განსახილველად მუშაობას გააგრძელებენ.ვაშინგტონი აცხადებს, რომ ევროპისა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე რუსეთთან შეთანხმება არ შედგება და მოსკოვს ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე ვეტოს უფლება არ ექნება. თუმცა, აშშ-ის მიდგომას ევროპული მთავრობების ნაწილი უნდობლობით უყურებს.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა უარყო მოსაზრება, რომ ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა ომის დასრულების გზაა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი გააფრთხილა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, რომ მსგავსი ინიციატივა შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს, რადგან რუსეთი ომის შეჩერების ნიშნებს არ აჩვენებს.ევროპის უსაფრთხოება - დუბლინის სამიტის ფართო დღის წესრიგისამიტის მონაწილეები ასევე განიხილავენ ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისა და მიგრაციის საკითხებს. შეხვედრის ფარგლებში მოსალოდნელია რამდენიმე ერთობლივი განცხადების მიღებაც.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო სწორედ ამ პროცესში ჩაერთვება და შეუერთდება ევროპის უსაფრთხოების, ნარკოტიკებთან ბრძოლისა და უკანონო მიგრაციის შესახებ განცხადებებს.
1794479917
გამოცემის ინფორმაციით, წლების განმავლობაში რუსეთი ითხოვდა ისეთი ევროპული უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმებას, რომელიც შეზღუდავდა NATO-ს გაფართოებას და შეამცირებდა ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობას აღმოსავლეთ ევროპაში. წარსულში ვაშინგტონი ამ მოთხოვნებს უარყოფდა, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, მზად არის განიხილოს ისინი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ უფრო ფართო შეთანხმების ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ევროპის მრავალი ქვეყნის მთავრობა აშშ-ის ადმინისტრაციის ამ მიდგომას ღრმა უნდობლობით ეკიდება.პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, ხუთშაბათს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან, რათა ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ისინი ასევე ითხოვენ, რომ პუტინი დათანხმდეს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპელი წარმომადგენლების ჩართვას.ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის შესახებ აშშ-ის წინადადება აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო. წყაროების ცნობით, რუსმა მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრა იმიტომ დაიწყო, რომ მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არ უპასუხა მის 2021 წლის წერილს, სადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რუსეთის შეშფოთება იყო ჩამოყალიბებული. საპასუხოდ, კუშნერმა და უიტკოფმა რუსულ მხარეს განუცხადეს, რომ 2021 წლის შემდეგ მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა და შესთავაზეს ახალი პროექტის მომზადება, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა „სიმეტრიული ნაბიჯების“ გადასადგმელად არის მზად მოსკოვი კონფლიქტის დეესკალაციისა და ევროპის დასარწმუნებლად, რომ მომავალში თავდასხმას აღარ განახორციელებს.ამერიკულმა მხარემ ასევე მკაფიოდ აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხების სერიოზულად განსახილველად აუცილებელია მოლაპარაკებებში ევროპელების მონაწილეობა, რასაც რუსეთი აქამდე ეწინააღმდეგებოდა. ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილის დათმობა ევროპული მთავრობებისთვის უფრო მისაღებს გახდის ომის დასრულებამდე უსაფრთხოების ფართო შეთანხმების განხილვას. ამასთან, წყაროს თქმით, აშშ-მა ევროპელ პარტნიორებს გარკვევით უთხრა, რომ არ დათანხმდება რუსეთთან უსაფრთხოების შეთანხმებას, თუ მას ევროპა და უკრაინა არ შეუერთდებიან, და მოსკოვს ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე ვეტოს უფლება არ მიეცემა.მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა უარყო მოწოდებები ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის შესახებ, როგორც ომის დასრულების გზისა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი შაბათს გააფრთხილა ტრამპის ადმინისტრაცია, რომ შემოთავაზებული უსაფრთხოების ახალი გეგმა შესაძლოა „სახიფათო“ იყოს, რადგან რუსეთი ომის შეწყვეტის არანაირ ნიშანს არ ავლენს.
1794478346
სამიტის მთავარი თემები უკრაინაში მიმდინარე ომი და ევროპაში რუსეთის ჰიბრიდული კამპანიები იქნება.აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი ირლანდიაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ხანმოკლე ვიზიტის შემდეგ ჩავლენ.უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დელეგაციებთან რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს და პლენარულ სხდომებში მიიღებს მონაწილეობას. ის ასევე დაესწრება ღონისძიებას „უკრაინის მეგობრები“ (Friends of Ukraine), რომელსაც ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიჰოლ მარტინი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი უხელმძღვანელებენ.ტელეარხის კორესპონდენტის ინფორმაციით, ირლანდიის პოლიცია გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი და „ყველა შესაძლო სცენარისთვის“ ემზადება. ამის მიზეზი ირლანდიის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ასობით სკოლაში გუშინ დილით ბომბის არსებობის შესახებ გავრცელებული ცრუ შეტყობინებები გახდა.სამიტის დღის წესრიგში ასევე შედის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხები. მოსალოდნელია იტალიის, დანიისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებაც.
1794477939
იმისთვის, რომ ბიზნესების წარმომადგენლებმა ერთ სივრცეში შეძლონ მათთვის საჭირო ყველა მომსახურების მიღება და ნაკლები დრო დახარჯონ ყოველდღიურ ადმინისტრაციულ პროცესებზე, თიბისიში, ბოლო პერიოდში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 5 სიახლე დაინერგა. ბიზნესის რეგისტრაცია თიბისის ფილიალში - თიბისიში, ბიზნესის დაწყების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის 16 ფილიალში, დარეგისტრირდნენ შპს -დ ან ინდივიდუალურ მეწარმედ და ამისათვის, დამატებითი პროცედურების გავლა საჭირო აღარაა. ერთი ვიზიტით, ბიზნესის წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, ბიზნესის რეგისტრაციასთან ერთად, საბანკო ანგარიშიც გახსნას და საჭირო მომსახურებაც მიიღოს. ბიზნეს ანაბარი გაუმჯობესებული პირობებით - თიბისიში, ბიზნესანაბრის გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა და მისი გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. ბიზნესანაბრის ციფრულად გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებლები გაუმჯობესებული პირობით ისარგებლებენ. კერძოდ - წლიური ნომინალური განაკვეთი იქნება - 3% ლარში (რაც სტანდარტულ განაკვეთზე 1%-ით მეტია), წლიური ეფექტური განაკვეთი კი, 2.58%-მდე. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის - ბიზნესნაკრები მეწარმეების ფინანსურ საჭიროებებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მისი გამოყენებით, შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის შესრულება. ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, აირჩიონ ორი პაკეტიდან ერთ-ერთი და მარტივად გააქტიურონ ის. ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება ონლაინ - ტენდერში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, ელექტრონული სატენდერო გარანტია ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის. პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული. ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება განაცხადის დაფიქსირებიდან, 30 წუთშია შესაძლებელი. 70 000₾-მდე დაფინანსება მეწარმეებისთვის, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით - თიბისი ბიზნესი მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს და შესაძლებლობას აძლევს, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთონ და 20 000₾-დან 70 000₾-მდე სესხი სრული სუბსიდირებით, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ. პროგრამაში მონაწილეობისას, ქონების უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სესხის ძირი თანხის 80%-ს სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სესხს თიბისიში აიღებს, 6 თვის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეძლებს სარგებლობას. თიბისი ბიზნესის ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/businessთიბისი ბიზნესის გუნდი, უახლოეს მომავალში, მეწარმეებს, მათ საჭიროებებზე მორგებულ კიდევ არაერთ საინტერესო პროდუქტსა და მომსახურებას შესთავაზებს. (R)
1794469054
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
1793619133
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი საბაჟო გამტარი პუნქტის „აბრეშუმი...
1793363920
საცხოვრებელი ფართების სამშენებლო ნებართვები 10%-ით შემცირდა - თიბისი კ...
1793617863
1 დეკემბრიდან ელექტრონული შესყიდვის აქტი ამოქმედდება
1793797714











