GE EN
სხვა სიახლეები
გაიხსნა იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა

იასონ ლორთქიფანიძე 1919-1921 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველი. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბებაში, რასაც დამოუკიდებლობის წლებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ასევე, ხაზგასასმელია მისი ღვაწლი სხვა არაერთ ეროვნულ საქმეში. მათ შორის, იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი და ამ კომისიის საფინანსო ნაწილის ხელმძღვანელი; სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა შორის; სწორედ იასონ ლორთქიფანიძის თაოსნობით მოიძიეს განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი და მისი ნეშტი სამშობლოს დაუბრუნდა. ის ცნობილი ქართველი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის უფროსი ძმაა.აღსანიშნავია, რომ 1917 წლიდან გარდაცვალებამდე (1949 წ.), იასონ ლორთქიფანიძე, სახელმწიფო ბანკის ისტორიული შენობის მიმდებარედ, სწორედ ანტონ ფურცელაძის N12-ში ცხოვრობდა, სადაც დღეს  მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყნისა და ისტორიის წინაშე იასონ ლორთქიფანიძის ღვაწლის დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია."ჩვენი ვალია, გვახსოვდეს დამოუკიდებლობის გმირები, სათანადოდ დავაფასოთ მათი ღვაწლი ქვეყნისა და ისტორიის წინაშე. სწორედ ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ იასონ ლორთქიფანიძე. მადლობას ვუხდი თბილისის საკრებულოს და დედაქალაქის მერიას, ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ ახლა ჩვენ შორის იასონ ლორთქიფანიძის შთამომავლებიც არიან და დარწმუნებული ვარ, ამაყობენ დღევანდელი დღით. ეს ის მინიმუმია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იასონ ლორთქიფანიძის სახელის უკვდავსაყოფად", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.იასონ ლორთქიფანიძის შთამომავლის, თამარ ლორთქიფანიძის თქმით, სიმბოლურია, რომ იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფის გახსნა 26 მაისის კვირეულს დაემთხვა."ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ყველას დიდი მადლობა ვინც მიიღო მონაწილეობა, ინიციატორებს, ეროვნულ ბანკს, მერიას, საკრებულოს", - აღნიშნა მან.მემორიალური დაფის გახსნას ესწრებოდნენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, დედაქალაქის საკრებულოს წევრები,  ასევე იასონ ლორთქიფანიძის შთამომავლები.მემორიალური დაფის გარდა, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას  და სკვერს უახლოეს პერიოდში იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭება. 

1716479707

კრიპტოტექ სოლუშენი Coin პლატფორმას ივნისში გაუშვებს

როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) დამფუძნებელმა ნიკა ყოლბაიამ განაცხადა, ვასპის პლატფორმა Coinet.ge წარმოადგენს fiat gateway-ს, რომლითაც მომხმარებელს, საერთაშორისო ბირჟბიდან თანხის მარტივად განაღდება შეეძლება, საბანკო ანგარიშზე.პროვაიდერი ასევე გამოიყენებს web 3 ტექნოლოგიას, განაღდების და defi wallet-ის შესავსებად. მისი თქმით, ვასპის კონკურენტულ უპირატესობას უზრუნველყოფს ეს მაღალი ტექნოლოგიები, რომელიც ციფრულ სისტემაში ბარათებს და სხვა მოძველებულ ინსტრუმენტებს ანაცვლებს.კრიპტოტექ სოლუშენი რეგისტრირებულ VASPs-ს შორის ერთ-ერთია, რომელიც ბაზარზე სტარტს ახლა იღებს.ამ დროისთვის ლიცენზირებულია 12  პროვაიდერი.ციფრული საფულის  სარეგისტრაციო მოსაკრებელი 5 000 ლარია. კრიპტო აქტივების სავაჭრო პლატფორმების სებ-ის ზედამხედველობაში მოქცევა ამ სეგმენტის ლეგალიზაციას და მომხმარებლის დაცვას ემსახურება. VASP-ს კლიენტთა ბაზის და ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმები მოეთხოვება.პროვაიდერების ინფორმაციით, ციფრული ვალუტებიდან ყველაზე მოთხოვნადი ბიტკოინი, რიპლი, ეთერიუმი და USDT -ა. 

1716478829

₾50 ბანკნოტის დიზაინერი შვეიცარიული კომპანიაა

 ეროვნული ბანკის პირველი საკოლექციო 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ესკიზების კონკურსში კომპანია Koenig & Bauer Banknote Solutions-ის მიერ წარმოდგენილი ესკიზი შეირჩა.Koenig & Bauer Banknote Solutions 1952 წელს დაარსებული შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც დაცული ბეჭდვის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერია.კომპანიის მიერ წარმოდგენილი დიზაინის ესკიზის ლაიტმოტივი ძირითად თემასთან ერთად ქართველი ერის მდიდარი ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე, ევროპული, ძლიერი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა.ბანკნოტის დიზაინი განსხვავდება ტრადიციული ჰორიზონტალური დიზაინისგან, მოიცავს ვერტიკალურ განლაგებას და სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს წინსვლას მდგრადობისა და პროგრესისკენ. ნათელი ფერები კი მეტაფორულად ერის კულტურულ მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.ესკიზის ერთი მხარე ასახავს საქართველოს თანამედროვეობას, სიმბოლურად ამჟამინდელ მიღწევებს, ხოლო უკანა მხარე - ერის მდიდარ ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.სებ-ის მიერ პირველი საკოლექციო დანიშნულების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის გამოშვება ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც 2025 წელს აღინიშნება.ლარის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე მართვადი, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით.ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პირველი საკოლექციო 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ესკიზების საერთაშორისო კონკურსი ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე თვის წინ ჩატარდა. კონკურსში სულ 11-მა პირმა მიიღო მონაწილეობა.

1716467670

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი აპრილში, მარტთან შედარებით, შემცირ...

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფომ ყველაზე მეტად 109 მილიონი დოლარით გაზარდა ვალი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წინაშე, რომელიც არსებული მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ყველაზე მსხვილი დონორი საფინანსო ინსტიტუტია.საქართველოს ეროვნულ ბანკის საგარეო ვალი კი $394 მილიონია.

1716466537

პუტინმა რუსეთში არსებული ამერიკული ქონების ზარალის ასანაზღაურებლად გამ...

მან მთავრობას დაავალა ზარალის ანაზღაურების სპეციალური წესების დადგენა, რომელიც რუსეთმა აშშ–ის მხრიდან არამეგობრული ქმედებების გამო მიიღო.პუტინმა დაადგინა, რომ ქონებაზე უფლებამოსილ რუს სუბიექტებს შეუძლიათ აშშ–ის მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების შესახებ დავები რუსული კანონმდებლობით აწარმოონ.განკარგულების თანახმად, რუსეთში არსებული ამერიკული ქონება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აშშ–ში ჩამორთმეული რუსული ქონების კომპენსაციისთვის.

1716466068

ბაირაქტარის შემდეგ ALPIN – სიახლე თურქეთის შეიარაღებაში

თურქული მედიის ცნობით, ამ ტექნოლოგიური სიახლის წარმოებაში ჩაშვების მიზნით უკვე გაფორმდა კონტრაქტი დრონის მწარმოებელ კომპანიას Titra Teknoloji და Airbus–ს (მსოფლიოში ერთ–ერთი უმსხვილესი ავიამშენებელი კომპანია) შორის. დოკუმენტს ხელი სასაზღვრო უსაფრთხოების გამოფენის ფარგლებში მოეწერა, სადაც პირველად წარადგინეს ვერტმფრენი დრონი. 

1716461982