პარტნიორობის ფარგლებში, 17-18 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, ბრუკლინის The 1896 Studios & Stages-ში, eZo Festival Showcase გაიმართება. ქართული ელექტრონული მუსიკისა და არტის ფესტივალი ნიუ-იორკში პირველად ჩატარდება და ადგილობრივ აუდიტორიას eZo-სთვის დამახასიათებელ მუსიკალურ და შემოქმედებით გამოცდილებას გააცნობს.eZo Festival, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში ელექტრონული მუსიკისა და ხელოვნების მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. ფესტივალი გერმანული ტურის შემდეგ, პირველად ესტუმრება ნიუ-იორკს და ორი დღის განმავლობაში მუსიკისა და DIY ხელოვნების მოყვარულებს გააერთიანებს.საქართველოს ბანკის მომხმარებლებს eZo Festival-ის ბილეთების შეძენისას 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ. სპეციალური შეთავაზება მოქმედებს 10 სექტემბრამდე. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას, ქართველი არტისტების მსოფლიო სცენებზე წარმოჩენასა და აშშ-ში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან კულტურული კავშირის გაძლიერებას ემსახურება. ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის სხვადასხვა ფინანსური, კულტურული და სოციალური ინიციატივა ხორციელდება. (R)
1788527568
გერმანელმა სამართალდამცველებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ლაიფციგის აეროპორტში უკრაინულ სატვირთო და სამგზავრო თვითმფრინავებზე განხორციელებული თავდასხმის მცდელობის უკან რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები იდგნენ. ეს შემთხვევა ევროპაში განხორციელებული დივერსიების სერიის ნაწილია, რაც მოიცავს DHL-ის სატვირთო თვითმფრინავებში ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების გეგმებს, პოლონეთში რკინიგზის ლიანდაგების აფეთქების მცდელობას, ხანძარს პოლონურ დრონების ქარხანაში და სავაჭრო ცენტრებისა თუ საწყობების ხანძრებს მთელ ევროპაში.მიმდინარე კვირაში გამოძიება დაიწყო მიუნხენის თავდაცვის კონტრაქტორსა და ორ ელექტროქვესადგურზე სავარაუდო თავდასხმებზეც.ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპელები „მწარე რეალობის“ წინაშე დგანან, რადგან დივერსიები „ახალ ნორმად“ იქცა, რაც ევროპის მხრიდან ბევრად სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას მოითხოვს. ექსპერტების შეფასებით, დივერსიული აქტების ინტენსივობის ზრდა განპირობებულია ვლადიმერ პუტინის უკმაყოფილებით ფრონტზე არსებული ნელი პროგრესითა და უკრაინის მიერ რუსეთის ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზარალით.ალიანსისთვის, რომელიც მსხვილი სახმელეთო შეჭრების შეკავებაზეა ორიენტირებული, ჰიბრიდულ იერიშებზე ეფექტიანი პასუხის გაცემა უაღრესად რთულია. დიპლომატების გაძევებისა და სანქციების გარდა, დასავლეთს მხოლოდ ფარული საპასუხო ზომები რჩება, კიბერშეტევები და უკრაინისთვის სადაზვერვო დახმარების გაზრდა.გერმანიამ უკვე მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ომის შემდგომ ისტორიაში პირველად მისცემს დაზვერვას აქტიური დივერსიული ღონისძიებების გატარების უფლებას.ამასთან, ალიანსის ერთიანობას საფრთხეს უქმნის აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის ორაზროვანი პოლიტიკა - ამერიკელი ოფიციალური პირები ხშირად ერიდებიან რუსეთის სახელდებით მოხსენიებას, ხოლო ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებსა და ენერგოკრიზისში უკრაინაც კი დაადანაშაულა რუსეთის ნავთობსექტორზე შეტევების გამო.ექსპერტების მთავარი საზრუნავია, შეინარჩუნებს თუ არა NATO თავის შემაკავებელ ფუნქციას, თუ კრემლი ჩათვლის, რომ ევროპაში დივერსიების გაგრძელებისთვის შესაბამის საფასურს არ იხდის.
1788526831
მერლონსი 2011 წელს „შარმი ჯგუფმა“ დააფუძნა და კომპანიამ მალევე მიიღო პირველი საერთაშორისო ბრენდის -- VitrA-ს - ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში. შემდეგ, 2012 წელს, თბილისსა და ბათუმში VitrA Georgia-ს ბრენდული შოურუმები გაიხსნა.ამჟამად მერლონსი მომხმარებელს ერთიან სივრცეში სთავაზობს ინტერიერისთვის საჭირო ოთხ ძირითად მიმართულებას - სანტექნიკას, ფილებს, ავეჯსა და განათებას.კომპანიის მთავარი ამოცანაა, მომხმარებელს გაუმარტივოს არჩევანისა და ინტერიერის მოწყობის პროცესი. მერლონსში არცერთი პროდუქტი შემთხვევითი არჩევანის შედეგად არ ჩნდება - თითოეული ბრენდი, კოლექცია და პროდუქტი წინასწარი შეფასებისა და შედარების შემდეგ არის შერჩეული ხარისხის, დიზაინის, ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და პრაქტიკული ღირებულების მიხედვით. ამის შედეგად მომხმარებელს აღარ სჭირდება დროის დაკარგვა უამრავ გადატვირთულ არჩევანში და შეუძლია ერთ სივრცეში გაეცნოს სანდო და ხარისხიან პროდუქტებს.მრავალწლიანი გამოცდილება პროექტებშიმერლონსის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია ფართოდ გამოიყენება როგორც კერძო, ისე კომერციულ პროექტებში - სასტუმროებში, რესტორნებში, ოფისებში, ბანკებში, აეროპორტებში, საჯარო სივრცეებსა და საცხოვრებელ კომპლექსებში.კომპანია საქართველოში მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობის მრავალწლიან გამოცდილებას ფლობს. მერლონსის პროდუქცია უკვე გამოყენებულია არაერთ მნიშვნელოვან ობიექტში, მათ შორის ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში, იუსტიციის სახლებში და საქართველოს ბანკის სათავო ოფისში. პროფესიონალური თანამშრომლობა დიზაინერებთანმერლონსი განსაკუთრებული ინტენსივობით თანამშრომლობს ინტერიერის დიზაინერებთან და არქიტექტორებთან. დიზაინერებისა და არქიტექტორებისთვის მერლონსი არა მხოლოდ მომწოდებელი, არამედ პროცესში ჩართული პროფესიონალური პარტნიორია.დიზაინერები განახლებულ ინფორმაციას მუდმივად იღებენ ბრენდების, ახალი კოლექციების, ტექნიკური დეტალებისა და პროდუქციის მახასიათებლების შესახებ. კომპანია მათ სთავაზობს სპეციალურ პირობებს, მუდმივ სიახლეებსა და პროფესიონალურ მხარდაჭერას, რაც პროექტზე მუშაობას უფრო ორგანიზებულსა და მარტივს ხდის.რეგიონში მერლონსი ერთადერთი კომპანიაა, რომლისგანაც დიზაინერები პროდუქციის 3D მოდელებს იღებენ, რათა მათ შეძლონ კონკრეტული პროდუქტების უშუალოდ საკუთარ პროექტებსა და ვიზუალიზაციებში გამოყენება. ასეთი შესაძლებლობა სამუშაო პროცესს ამარტივებს და მნიშვნელოვან დროს ზოგავს და დიზაინერს საშუალებას აძლევს, პროექტის საბოლოო შედეგი მომხმარებელს უფრო ზუსტად და რეალისტურად წარუდგინოს.VitrA Georgia - ერთ-ერთი მთავარი ბრენდი მერლონსის პორტფელშიმერლონსის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ექსკლუზიურ ბრენდს წარმოადგენს VitrA Georgia. ბრენდის მფლობელია Eczacıbaşı Group-ი, რომელიც 1942 წელს დაარსდა და დღეს სამშენებლო მასალების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ჯგუფია.VitrA Georgia-ს ძირითად უპირატესობად მიიჩნევა სააბაზანოსთვის სრული სისტემის შექმნის შესაძლებლობა. VitrA-ს ასორტიმენტი აერთიანებს:● უნიტაზებსა და ჩასაშენებელ ავზებს;● ღილაკებს, ხელსაბანებს, ბიდეებსა და პისუარებს;● შემრევებსა და საშხაპე სისტემებს;● აბაზანებს, ტრაპებსა და სიფონებს;● სააბაზანოს ავეჯსა და სარკეებს;● აქსესუარებსა და ფილებს;● შშმ პირებისთვის ადაპტირებულ პროდუქტებს.ხარისხის კონტროლი და პროდუქციის ტესტირებაVitrA Georgia-ს პროდუქციის ხარისხს განაპირობებს ძლიერი წარმოების და ხარისხის კონტროლის სისტემა.კერამიკული პროდუქცია ბუნებრივი ნედლეულის გამოყენებით იწარმოება. წარმოების პროცესში მასალა იღებს შესაბამის ფორმას, შრება, მოჭიქურდება და მაღალ ტემპერატურაზე იწვება. ეს პროცესი პროდუქტს ანიჭებს სიმტკიცეს, სიპრიალესა და ხანგრძლივ საექსპლუატაციო თვისებებს.VitrA-ს ჩასაშენებელ ავზებზე მრავალსაფეხურიანი ტესტირება ტარდება, მათ შორის 200 000 ჩარეცხვის, 500 კგ დატვირთვის, გაჟონვის, გადმოღვრისა და ხმაურის ტესტებს.VitrA-ს უნიტაზების ტექნოლოგიური შესაძლებლობებიVitrA-ს უნიტაზებში გამოიყენება Rim-ex, SmoothFlush და QuantumFlush-ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც წმენდას უფრო მარტივსა და მოსახერხებელს ხდიან, ამცირებენ ბაქტერიების დაგროვების რისკს და ეფექტურ, ჩუმ ჩარეცხვას უზრუნველყოფენ.სმარტ უნიტაზი V-Care ერთ პროდუქტში აერთიანებს უნიტაზის, ბიდესა და ჰიგიენური საშხაპის ფუნქციებს. მას აქვს პულტი, თვითრეცხვადი მილი, საფარის გათბობა, გაშრობის ფუნქცია, სუნის გაწოვისა და დეკალკიფიკაციის სისტემა.შემრევების ხარისხი და გამძლეობაVitrA-ს შემრევები მზადდება მაღალი ხარისხის, გამძლე თითბერისგან. მათში გამოიყენება Sedal-ისა და Kerox-ის კერამიკული კარტრიჯები, Neoperl-ის აერატორები, PVD დაფარვა და წყლის დამზოგავი ტექნოლოგიები.თითოეული შემრევი მოწმდება 2.1 მილიონ გახსნა-დაკეტვაზე, რაც პროდუქციის გამძლეობისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.თანამედროვე ფილები და დამუშავების სერვისიმერლონსში მომხმარებელს დიდი, საშუალო და პატარა ფორმატის ფილების მრავალფეროვანი არჩევანი ხვდება. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დიდი ფორმატის ფილებს სხვადასხვა სისქით, ასევე ფილების ჭრის სერვისს, რაც განსაკუთრებით პრაქტიკულია თანამედროვე ინტერიერებისთვის, სამზარეულოს ზედაპირებისთვის, სააბაზანოებისა და ინდივიდუალური პროექტებისთვის.VitrA Georgia-ს ფილები გამორჩეულია ტექნოლოგიური მახასიათებლებითა და მაღალი მედეგობით. ისინი გათვლილია ცვეთის, ქიმიური ნივთიერებების, ტემპერატურული შოკის, მზის, წვიმის, მარილისა და ქლორის ზემოქმედებაზე.ამიტომ შესაბამისი კლასის ფილები წარმატებით გამოიყენება მაღალი დატვირთვის სივრცეებში - რესტორნებში, ქარხნებში, სავაჭრო ცენტრებში, ავტომობილების შოურუმებსა და აუზებში.უსაფრთხო ზედაპირები და V-Safe ტექნოლოგიაV-Safe ტექნოლოგიის დახმარებით იქმნება მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირები. სხვადასხვა დანიშნულების სივრცისთვის ხელმისაწვდომია განსხვავებული კლასები - R9, R10, R11, R12 და R13. R13 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამრეწველო და მაღალი რისკის ზონებისთვის, სადაც ზედაპირის უსაფრთხოება გადამწყვეტ როლს ასრულებს.VitrA-ს ფილების სისტემა ასევე აერთიანებს VitrA Block, VitrA Shield, V-Agent და VitrA Clean 2.0 ტექნოლოგიებს, რომლებიც ხელს უწყობენ წყლის შეწოვის შემცირებას, წმენდის გამარტივებასა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას.ფერების ზუსტი შეხამება RAL კოდებითდიზაინერებისა და მომხმარებლებისთვის RAL ფერის კოდებთან მუშაობის შესაძლებლობა განსაკუთრებით პრაქტიკულია. ეს სხვადასხვა პროდუქტის ფერების ზუსტად ან მაქსიმალურად ახლოს შეხამების საშუალებას იძლევა.ამ შესაძლებლობით დიზაინერს შეუძლია ფილები, ავეჯი, განათება, სანტექნიკა და ინტერიერის სხვა დეტალები უფრო მარტივად გააერთიანოს ერთიან ვიზუალურ კონცეფციაში.პროდუქცია სპეციალური საჭიროებებისთვისშშმ პირებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია მერლონსის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.VitrA Georgia-ს ასორტიმენტი აერთიანებს ადაპტირებულ უნიტაზებსა და ხელსაბანებს, გრძელი სახელურიან შემრევებს, გადახრად სარკეებს, ხელჩასავლებს, ასაკეც დასაჯდომებსა და სხვა სპეციალიზებულ აქსესუარებს.ამ მიმართულებით დიზაინი მხოლოდ ვიზუალური გადაწყვეტა არ არის - ის უსაფრთხოებას, კომფორტსა და ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებას ემსახურება.ეკომეგობრული წარმოება და პასუხისმგებლობაეკომეგობრული და პასუხისმგებლიანი მიდგომა მერლონსის საქმიანობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ბრენდები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ წყლის ეკონომიურ მოხმარებას, ენერგოეფექტურ წარმოებას, სუფთა ტექნოლოგიებსა და ნახშირბადის ნაკვალევის შემცირებას.არაერთი მწარმოებელი იყენებს მზის ენერგიასა და რესურსების დამზოგავ სისტემებს, რაც თანამედროვე და პასუხისმგებლიანი წარმოების პრინციპებთან სრულ შესაბამისობაშია.საერთაშორისო ბრენდების მრავალფეროვანი პორტფელიმერლონსის შოურუმებში მომხმარებელს შემდეგი საერთაშორისო ბრენდები დახვდება:VitrA, Pedrali, Viokef, Infinity, Schock, Bolia, Carisa, Simas, Aquaforte, Alcoswell, Meir, Dune და Nofer.ყველა წარმოდგენილი ბრენდი შერჩეულია ხარისხის, დიზაინის, ტექნოლოგიისა და პრაქტიკული ღირებულების მიხედვით.თანამედროვე და ფუნქციური ავეჯიმერლონსის ავეჯის მიმართულება მომხმარებელს თანამედროვე, კომფორტულ და ფუნქციურ კოლექციებს სთავაზობს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მასალის ხარისხს, ქსოვილის გამძლეობას, Martindale ტესტის მაჩვენებლებს, ანტიალერგიულ თვისებებსა და მარტივ მოვლას.ავეჯი შექმნილია ყოველდღიური კომფორტისთვის. მჭიდროდ ნაქსოვი ქსოვილები ხელს უშლის მტვრის ბოჭკოებში ღრმად შეღწევას, ზედაპირზე ნაკლებად ჩერდება ცხოველის ბეწვი და შედეგად ავეჯის მოვლაც უფრო მარტივია.თანამედროვე განათების გადაწყვეტილებებიმერლონსის განათების მიმართულება მომხმარებელს სხვადასხვა სტილის მაღალი ხარისხის სანათებს სთავაზობს, მათ შორის საქართველოში ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბერძნული ბრენდის - Viokef-ის - კოლექციებს.შოურუმში წარმოდგენილია მინიმალისტური, დეკორატიული, თანამედროვე, თბილი და ფუნქციური განათების გადაწყვეტილებები. ბევრი მოდელი რეგულირების შესაძლებლობასაც იძლევა, რაც სივრცეში სასურველი განათებისა და განწყობის შექმნას ამარტივებს.Schock-ის კვარცის კომპოზიტური ნიჟარებიმერლონსი Schock-ის ნიჟარებს ექსკლუზიურად წარმოადგენს.Schock ცნობილია კვარცის კომპოზიტური ტექნოლოგიით, რომელიც ნიჟარებს ანიჭებს სიმტკიცეს, ნაკაწრების მიმართ მედეგობას, ჰიგიენურ ზედაპირსა და ხანგრძლივ გამძლეობას. პროდუქცია გათვლილია სამზარეულოში ყოველდღიურ ინტენსიურ გამოყენებაზე და ამავდროულად გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით.კონსულტაცია და მომსახურება შეძენიდან ექსპლუატაციამდემომსახურება მერლონსის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს. მერლონსის დატრენინგებული გუნდი მომხმარებელს მხარდაჭერას უწევს პროდუქციის შერჩევაში, ტექნიკური დეტალების დაზუსტებაში, მონტაჟის დაგეგმვაში, საგარანტიო საკითხებში, ნაწილების შეკვეთასა და შემდგომ მომსახურებაში.მომხმარებელი პროფესიონალურ და დეტალურ ინფორმაციას იღებს არა მხოლოდ პროდუქტის ფერსა და დიზაინზე, არამედ ისეთ მნიშვნელოვან ტექნიკურ საკითხებზეც, როგორიცაა მონტაჟის სიმაღლე, წყლის წერტილები, ავზის ტიპი, ფილის კალიბრი და ტონალობა, პროდუქტის მოვლა და სწორი ექსპლუატაცია.საკუთარი სერვის-ჯგუფის მქონე ერთადერთი კომპანია მერლონსია. თუ პროდუქტთან დაკავშირებული პრობლემა ან დაზიანება დაფიქსირდა, მომხმარებელი პრობლემის წინაშე მარტო არ რჩება - სერვის-ჯგუფი ადგილზე მიდის, ამოწმებს მდგომარეობას და საჭიროების შესაბამისად უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარებას.ქარხნული დეფექტის დაფიქსირებისას მერლონსი მაქსიმალურად სწრაფ რეაგირებასა და პროდუქტის უმოკლეს ვადაში ჩანაცვლებას უზრუნველყოფს, რათა მომხმარებელმა ზედმეტი დრო არ დაკარგოს.მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი დამატებითი სერვისებიმერლონსის დამატებითი სერვისებია:● მიტანისა და ატანის სერვისი;● მონტაჟი;● საგარანტიო მომსახურება;● ნაწილების შეკვეთა;● განვადება;● ტნაწილ-ნაწილ გადახდა.კომპანია ლოიალურ და განმეორებით მომხმარებლებს სპეციალურ ფასდაკლებებსა და ინდივიდუალურ პირობებს სთავაზობს.ფასები და კომპლექსური შეძენის შესაძლებლობამერლონსი მომხმარებელს კონკურენტულ ფასებს სთავაზობს, რაც წარმოდგენილი ხარისხის, სერვისისა და საერთაშორისო ბრენდების შესაბამისია.ამასთანავე, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთ შოურუმში სანტექნიკის, ფილების, ავეჯისა და განათების ერთად შეძენისას მომხმარებელს შეუძლია მიიღოს უკეთესი პირობები და დამატებითი ფასდაკლებები.ერთ სივრცეში შერჩევის ეს მიდგომა პროექტს მთლიანობაში უფრო მარტივსა და ორგანიზებულს ხდის და მომხმარებლისთვის ფინანსურადაც ხელსაყრელია.მერლონსი მიზნად ისახავს, მომხმარებელს დაეხმაროს გააზრებული არჩევანის გაკეთებაში, ტექნიკური და დიზაინერული შეცდომების თავიდან აცილებასა და ისეთი ინტერიერის შექმნაში, რომელიც ერთდროულად ლამაზი, კომფორტული, ფუნქციური და ხანგრძლივად სანდოა.შოურუმების მისამართები და საკონტაქტო მონაცემებითბილისი: ა. ბელიაშვილის ქ. №142ბათუმი: შ. ხიმშიაშვილის ქ. №1ტელეფონი: 0322 30 70 90(R)
1788526702
„თუ გადავხედავთ თურქეთს, აზერბაიჯანს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს... ბევრი ქვეყანა ზოგჯერ არ ისურვებს ამის საჯაროდ განცხადებას, მაგრამ პირად დონეზე ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ დაგვეხმაროს ირანელების დასჯაში“, – განაცხადა ვენსმა.ამასთან, ვენსს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა სახის მხარდაჭერას უწევენ ჩამოთვლილი ქვეყნები შეერთებულ შტატებს.ვენსის განცხადება აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირების გამწვავების ფონზე გაკეთდა. თეირანს ადრე განუცხადებია, რომ ვაშინგტონთან შუამავლების მეშვეობით კონტაქტებს მოლაპარაკებებად არ მიიჩნევს, ვიდრე აშშ საკუთარი ვალდებულებების შესრულებას არ დაიწყებს.19 აგვისტოს თეირანმა რეგიონის ქვეყნები გააფრთხილა, მხარი არ დაუჭირონ აშშ-ის მოქმედებებს ირანის წინააღმდეგ. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში ირანის წინააღმდეგ „ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ირანს მხარდაჭერას გაუწევენ, ეკონომიკური ზეწოლის წინაშე აღმოჩნდებიან.მანამდე, დღეს, რუსეთის უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ TRIPP-ის პროექტის ფარგლებში ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიების სომხეთში გამოჩენის რისკს ხედავს.
1788525689
პარტია ევროპულ სტანდარტ EN 228-ს აკმაყოფილებს. კომპანიის განცხადებით, იტალიიდან საწვავის მიწოდება საქართველოს ბაზარზე ნავთობპროდუქტების მომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას და საწვავის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.ბენზინი წარმოებულია SARPOM-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც იტალიის ნოვარის პროვინციის ქალაქ ტრეკატეში მდებარეობს. ეს ქარხანა, ანკონაში მდებარე ბიტუმის მწარმოებელ ქარხანასთან ერთად, SOCAR-ის იტალიურ აქტივებს წარმოადგენს.SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორის ნოდარ ყანჩაველის განცხადებით, იტალიურ მხარესთან თანამშრომლობა საქართველოს ბაზრისთვის საწვავის მიწოდების დივერსიფიკაციისა და უწყვეტი მომარაგების დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.SOCAR-მა Italiana Petroli-ს 99.82%-იანი წილის შეძენა 2026 წლის 8 მაისს დაასრულა, მას შემდეგ, რაც გარიგებისთვის ყველა საჭირო მარეგულირებელი თანხმობა მიიღო.SOCAR საქართველოში საქმიანობას უკვე 20 წელია ახორციელებს.
1788522516
ამჯერად, 2026–2027 წლების კულტურული სეზონი Georgia is the Great სახელწოდებით გაიმართება. ის აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის ღონისძიებებს - მუსიკას, თეატრს, კლასიკურ და თანამედროვე ხელოვნებას, ელექტრონულ მუსიკასა და ქართულ საშემსრულებლო ხელოვნებას.ახალი სეზონი 9 ოქტომბერს ნიუ-იორკში, Sony Hall-ში, Worth the Wait ღონისძიებით გაიხსნება, 11 ოქტომბერს კი ფილადელფიაში, Fabrika-ში გაგრძელდება. საღამოს მთავარი სიურპრიზი ქართველი არტისტის ამერიკულ სცენაზე გამოჩენა იქნება, რომლის ვინაობასაც ორგანიზატორები ღონისძიებამდე არ ამხელენ.17-18 ოქტომბერს ბრუკლინში, 1896-ის სივრცეში, ორდღიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი - EZO Festival გაიმართება. საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის ფესტივალის ბილეთებზე სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს 10 სექტემბრამდე. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.ქართული მუსიკისა და კინოს მოყვარულებს განსაკუთრებული საღამო ელოდებათ 29 ნოემბერს, ნიუ-იორკის The Town Hall-ში, სადაც ნიკოლოზ რაჭველი:Memory Card ღონისძიება გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნინო ქათამაძე, ნატალიკო ქუთათელაძე, გიორგი ცაგარელი, ბექა გოჩიაშვილი და გიორგი უშიკიშვილი;2027 წლის 10 თებერვალს, კარნეგი ჰოლის სცენაზე ნინო სურგულაძის და ჯონათან ტეტელმანის ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართება, რომელსაც კონსტანტინე ორბელიანი უდირიჟორებს.ქართული კულტურის ახალი სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლია - 16-18 აპრილს ნიუ-იორკის Lincoln Center-ის David H. Koch Theater-ში მაყურებელი გედების ტბას იხილავს.სეზონის პროგრამას კი დაასრულებს გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი პროექტი - Georgian on My Mind. ღონისძიება 23 აპრილს ნიუ იორკში - The Appel Room, Jazz at Lincoln Center-ში, ხოლო 25 აპრილს ლოს-ანჯელესში გაიმართება.თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის არხებს და არ გამოგრჩეთ Georgia is the Great-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბილეთების შეძენისას სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შეეძლებათ.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას, ქართველი არტისტების მსოფლიო სცენებზე წარმოჩენასა და აშშ-ში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან კულტურული კავშირის გაძლიერებას ემსახურება. ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის სხვადასხვა ფინანსური, კულტურული და სოციალური ინიციატივა ხორციელდება. (R)
1788520426
აშშ-მა G20-ის შეხვედრაზე რუსეთი მიიწვია - ევროპელი ლიდერები ბოიკოტს აც...
1788243481
არაბულ ბანკში სომხური Ardshinbank შემოდის
1787660820
ბაზისბანკმა მოგება 41%-ით გაზარდა - რეიტინგი
1787754960
საქართველოს სავალუტო რეზერვები ივლისში $488.2 მლნ-ით გაიზარდა
1787639588
სები 60 წელს გადაცილებულთა საბანკო ოპერაციის დაპაუზებას განმარტავს
1788258523













