საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ.
1794559472
აქედან, ექსპორტი $6.87 მლრდ იყო (გაიზარდა 17.9%-ით), ხოლო იმპორტი $16.2 მლრდ (გაიზარდა 6.5%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში $9.3 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია.
1794555682
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2025 წელს, წინა წელთან შედარებით 8.4% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წელს 7.5%-ით განისაზღვრა.მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.9%), დამამუშავებელი მრეწველობა (9.3%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.2%). შემდგომ პოზიციებს იკავებს მშენებლობა (8.8%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (8%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.6%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.2%), განათლება (5.8%), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (5.7%).საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.9%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (7.5%), განათლება (16.8%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (15.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (10.8%).კლება აღინიშნა და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (7.6%) და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის (3.7%) სექტორებში.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების საფუძველზე 2015–2025 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების გადაანგარიშების შემდეგ, განხორციელდა ეროვნული ანგარიშების ერთ სულზე მაჩვენებლების გადაანგარიშება 2015 წლიდან.
1794555292
ღონისძიება ორ სამუშაო სესიას მოიცავდა. პირველი სესიის ფარგლებში მონაწილეებმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და არჩევნების მთლიანობის დაცვის მიმართულებით სახელმწიფოების მზადყოფნასა და მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე სესიაზე კი უშუალოდ შეფასდა ონლაინ საარჩევნო კამპანიის წარმოების პერიოდში, არსებული ქცევის კოდექსების გამოყენების გამოცდილება და მიღებული შედეგები.სამუშაო შეხვედრამ ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგატებს, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, საარჩევნო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მისცა ემსჯელათ ისეთ მნიშვნელოვან თემებსა და ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია რეგულირების ფარგლებს მიღმა, საარჩევნო კამპანიების წარმოების, ახალი საფრთხეების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.“საერთაშორისო სამუშაო შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეუთოს წევრ ქვეყნებს ძირითადად აქვთ საერთო გამოწვევები, რომელიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება ციფრულ დეზინფორმაციას, მანიპულაციას და მისგან მიღებულ შედეგებს, ასევე დაგვანახა რომ ის მიდგომები, რომლებსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით იყენებს, არის მეტნაკლებად ერთგვაროვანი, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა საზოგადოებამდე მიიტანოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს საარჩევნო გარემოს დაცვასა და ამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ასევე გამართა შეხვედრა ალექსანდრე მაისურაძესთან, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ვიზიტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეკატერინე ზოდელავა და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.სამუშაო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 ნოემბერს, გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილი და თამარ კაპანაძე აღნიშნულ ღონისძიებაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიწვევით იღებდნენ მონაწილეობას.(R)
1794554371
„ამაზე სატელევიზიო შოუს გადაღებაც კი შეიძლებოდა, თუმცა საუკეთესო ნაწილს ხვალისთვის ვინახავთ“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა ხუთშაბათს POLITICO-სთან ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც დუბლინში დაახლოებით 50 ევროპელ ლიდერს შეხვდა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ მთავრობებს მოლაპარაკებებში ხმა უნდა ჰქონდეთ, რადგან აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ (აშშ-რუსეთი-უკრაინა) შეხვედრებზე ევროკავშირი ფაქტობრივად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, ეს საკითხი ხუთშაბათს მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან განიხილეს, საღამოს კი დუბლინში ჩაფრინდნენ ზელენსკისთან შესახვედრად.დიპლომატებისა და ოფიციალური პირების თქმით, ევროკავშირი სულ მცირე სამ ბანაკად გაიყო. პირველ ბანაკში იზრდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას მხარდაჭერა, რომლის ინსტიტუციური როლიც მას ბუნებრივ კანდიდატად აქცევს. პორტუგალიის ყოფილ პრემიერს მხარი დაუჭირეს ესტონეთის, იტალიის, ლუქსემბურგისა და პოლონეთის ლიდერებმა. კოშტამ თავადაც მკაფიოდ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ევროკავშირს მისი ინსტიტუტები, შესაბამისად, თავად ის წარმოადგენს.მეორე ბანაკში საფრანგეთი და გერმანია არიან, რომელთაც არ სურთ მოლაპარაკებების მაგიდასთან საკუთარი ადგილის ბრიუსელისთვის დათმობა. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ E3 ფორმატი (გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) და ხუთი ქვეყნის წარმომადგენლობა (იტალიისა და პოლონეთის ჩათვლით) კარგად აპრობირებული მექანიზმია. საფრანგეთი კი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და ევროპის ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო, მიიჩნევს, რომ ბრიუსელს მისი დიპლომატიური და სამხედრო წონის ჩანაცვლება არ შეუძლია.მესამე, ყველაზე მცირერიცხოვანი ჯგუფი ევროკავშირის მთავარ დიპლომატს, კაია კალასს უჭერს მხარს. დიპლომატების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ მისი ხისტი პოზიციის გამო კრემლი მასთან მოლაპარაკებაზე უარს იტყვის, თუმცა მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ სწორედ ეს სიმკაცრე აქცევს მას საუკეთესო კანდიდატად, რადგან „პუტინიც ზუსტად იმას შეარჩევდა, ვისთან საუბარიც დასავლეთს არ სურს“. ესტონეთის პრემიერის აზრით, კალასი კოშტას ბუნებრივი მოადგილე უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ ორივე მათგანი თანამდებობაზე 2029 წლამდე რჩება.ევროკავშირის მაღალჩინოსნის ცნობით, პარასკევის შეხვედრაზე სპეციალური წარმომადგენლის ოფიციალურად დანიშვნა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა შესაძლოა მიაღწიონ ზოგად შეთანხმებას წარმომადგენლობის ფორმატზე. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელს გადაწყვეტილების დაჩქარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ევროპის წარმომადგენლის ვინაობა არაუგვიანეს ნოემბრისა უნდა დამტკიცდეს.
1794552703
აღნიშნული ორი აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს მიერ წარდგენილი პროგნოზის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 1%-ით გაიზრდება, ბათუმის აეროპორტის კი 10%-ით.რეისების რაოდენობა თბილისში 3%-ით, ბათუმში კი 12%-ით მოიმატებს.თბილისის აეროპორტიდან რეისები 80 მიმართულებით სრულდება, მათ შორის 62 სამგზავრო და 12 სატვირთო მიმართულებით. ბათუმის აეროპორტი 41 მიმართულებას ემსახურება.მგზავრთნაკადის დღიური რეკორდები2026 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღიური რეისების რეკორდული რაოდენობა - 206 რეისი - 9 აგვისტოს დაფიქსირდა. მგზავრთა მაქსიმალურმა რაოდენობამ კი 16 აგვისტოს 23 483 შეადგინა.ბათუმის აეროპორტში ყველაზე მეტი რეისი - 118 - 3 სექტემბერს შესრულდა, მგზავრთნაკადის დღიური რეკორდი კი 13 აგვისტოს დაფიქსირდა და 11 005 მგზავრი შეადგინა.თბილისის აეროპორტის გაფართოება – $150 მლნ-ზე მეტი ინვესტიციათბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მიმდინარე პროექტში TAV Georgia-ს ინვესტიცია 150 მილიონ დოლარს აჭარბებს. პროექტის დასრულება 2028 წლისთვის იგეგმება, რის შედეგადაც აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა გაორმაგდება.მონაცემები TAV Georgia-მ აეროპორტის ოპერირების კომიტეტის სხდომაზე და ზაფხულის საავიაციო სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარადგინა.
1794550160
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
1793619133
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი საბაჟო გამტარი პუნქტის „აბრეშუმი...
1793363920
1 დეკემბრიდან ელექტრონული შესყიდვის აქტი ამოქმედდება
1793797714
საცხოვრებელი ფართების სამშენებლო ნებართვები 10%-ით შემცირდა - თიბისი კ...
1793617863









