სასეხო ფასიანი ქაღალდი წარმოადგენს არაუზრუნველყოფილ, არასუბორდინირებულ ვალდებულებას. ყველა ობლიგაციას აქვსთანაბარი, იდენტური სამართლებრივი სტატუსი, ერთმანეთთან გარკვეული უპირატესობის გარეშე.განთავსების აგენტია თიბისი კაპიტალი. ემიტენტი (TBC ლიზინგი) ფლობს Fitch-ის Ratings - BB / პოზიტიური საკრედიტო პერსპექტივითსაერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ბოლო განახლებაზე თიბისი ლიზინგმა ამ კვირაში განაცხადა. Fitch -მა გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგის (IDR) პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. ამასთანავე, სააგენტომ კომპანიის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო აქციონერის მხარდაჭერის რეიტინგი (SSR) „bb“ დონეზე დაადასტურა. რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა თიბისი ლიზინგს უძლიერებს საკრედიტო პოზიციას.ემიტენტი შეთავაზებიდან მიღებულ წმინდა სახსრებს სრულად გამოიყენებს სალიზინგო პორტფელის გასაზრდელად. სალიზინგო კომპანია გეგმავს რამდენიმე ემისიით სულ 60 მლნ-მდე გამოშვებას
1795088235
თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, რომელიც ხუთშაბათს, 19 ნოემბერს გამოქვეყნდა, მნიშვნელოვანია, რომ, თიბისი კაპიტალის შეფასებით, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბე ფიქსირდება. ასეთ პირობებში შემოდინებების კლება უფრო მეტად სებ-ის მიერ რეზერვებისთვის შესასყიდი უცხოური ვალუტის მოცულობას ამცირებს, ვიდრე უშუალოდ ლარის გაცვლით კურსზე ქმნის ზეწოლას. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში, როდესაც აშშ დოლარი გლობალურად გამყარდა და სავაჭრო პარტნიორების ვალუტები გაუფასურდა, ლარი სტაბილური დარჩა.ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ოპერატიული მონაცემები, რომელთაც მიმდინარე მდგომარეობის რეალურ დროში შესაფასებლად ვიყენებთ, საგარეო ნაკადების სრულ სურათს ვერ ასახავს. ჩვენი შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტირებული მოგების გარეშე, რომელიც წლის პირველ ნახევარში ძირითადად ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მომსახურების ექსპორტმა გააუმჯობესა, მესამე კვარტალშიც დადებითი დარჩა. თუმცა მეტად თუ არა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფინანსური ნაკადებია, რომელთა შესახებ ოპერატიული მონაცემები ნაკლებად არის ხელმისაწვდომი. ბოლო ოთხ კვარტალში რეზერვების 2.3 მილიარდი აშშ დოლარით ზრდის დაახლოებით 90% სწორედ ფინანსურმა შემოდინებებმა, უპირველეს ყოვლისა ბანკების მიერ საზღვარგარეთიდან მოზიდულმა სახსრებმა, უზრუნველყო. უახლესი დინამიკის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ 2026 წლის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი, რეინვესტიციის გამორიცხვით, დაახლოებით მშპ-ის 0.5% იქნება, მაშინ როდესაც წინა პროგნოზი 0.7-0.8%-ს შეადგენდა.უშუალოდ კომპონენტების დინამიკის კუთხით, საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის წლიური ზრდა იანვარ-აგვისტოს 22%-დან სექტემბერ-ოქტომბერში დაახლოებით 5%-მდე შენელდა, იმპორტის ზრდა კი 9%-დან დაახლოებით 15%-მდე დაჩქარდა. ექსპორტის შენელების დიდი ნაწილი ავტომობილების რე-ექსპორტის კლებას და ერთჯერად ფაქტორებს უკავშირდება: სპილენძის მადნების ექსპორტი სექტემბერში შეჩერდა (ოქტომბერში განახლდა), გასული წლის სექტემბერში კი ნახატებისა და თვითმფრინავების ერთჯერადი ექსპორტი დაფიქსირდა. თუმცა ზრდა სხვა პროდუქტებზეც, ძირითადად სურსათსა და სასმელებზე, შენელდა. ავტომობილების რე-ექსპორტის კლება ავტომობილების იმპორტის შემცირებამ თითქმის სრულად დააბალანსა, იმპორტის დაჩქარება კი ძირითადად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემოტანამ განაპირობა. მართალია, ნედლი ნავთობის იმპორტი ნავთობპროდუქტების ექსპორტთან ერთად იზრდება, თუმცა სექტემბერ-ოქტომბერში ნავთობისა და საწვავის იმპორტზე ხარჯი ორჯერ მეტით გაიზარდა, ვიდრე ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. მთლიანობაში, იანვარ-ოქტომბერში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით, წინა წლებთან შედარებით, კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, გასული წლის ძლიერი ნოემბრის გამო, მიმდინარე წლის ნოემბერში ექსპორტი წლიურ ჭრილში შესაძლოა შემცირდეს კიდეც.სავაჭრო ბალანსზე მოქმედი ფაქტორების მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ სავაჭრო პირობები - ექსპორტის ფასების ფარდობა იმპორტის ფასებთან - კვლავ გაუარესდა. თუკი წლის დასაწყისში საექსპორტო საქონლის ფასები იმპორტის ფასებზე მეტად იყო გაზრდილი, ძირითადად ლითონების გაძვირების ხარჯზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა ნავთობის მკვეთრი გაძვირების გამო, ეს პოზიტიური ეფექტი მიილია. საყურადღებოა, რომ ნოემბერში ნავთობის ფასი გლობალურ ბაზრებზე საგრძნობლად შემცირდა, ხოლო საქართველოშიც საწვავის ფასებმა მცირედით უკვე იკლო. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მოსალოდნელია, რომ სავაჭრო პირობებზე წმინდა ეფექტი დადებითი იქნება.ამასთან, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა ოქტომბერში კვლავ ძლიერი იყო, თუმცა ბოლო კვირების მონაცემები გარკვეულ შენელებაზე მიუთითებს: ნოემბრის შუა რიცხვებისთვის საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა წლიურად დაახლოებით 15%-ით იყო შემცირებული, ხოლო არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების შესაფასებლად გამოიყენება, სექტემბრის პიკთან შედარებით 2.5%-ით დაბალია. საპირისპიროდ, რეზიდენტების ხარჯვა კვლავ იზრდება.ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.5%-ით შემცირდა. კლების დიდი ნაწილი რუსეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან გზავნილებზე მოდიოდა. სანქციების შემდეგ Zolotaya Korona-ს მეშვეობით საქართველოში გადმორიცხვები დროებით შეწყდა. სხვა სისტემებით რუსეთიდან გადმორიცხული თანხა სექტემბერთან შედარებით გაიზარდა და 11.2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა ეს სანქციებამდე არსებული თანხის მხოლოდ მეოთხედია. ნოემბრის შუა რიცხვებში Zolotaya Korona-მ საქართველოში გადარიცხვები განაახლა, რაც მომდევნო თვეებში გზავნილების აღდგენას შეუწყობს ხელს, თუმცა აღდგენის ნაწილი შესაძლოა სხვა არხებიდან დაბრუნებულ თანხებსაც ასახავდეს.იანვარ-სექტემბერში სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვამ 3.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ოქტომბრის ბოლოს კი საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ 8.2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეფასებული რეზერვების ადეკვატურობის ნორმის 130%-ია. საგარეო შემოდინებების ბალანსის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის შესყიდვები სექტემბრის დონესთან ახლოს იქნება.რაც შეეხება ლარის პერსპექტივას, სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბე კვლავ ლარის მხარდამჭერია, თუმცა წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებად. აგრეთვე, ჩვენი შეფასებით, ლარი კვლავ იმაზე სუსტია, ვიდრე ამას ფუნდამენტური ფაქტორები მოიაზრებს, როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან ჭრილში. მეორე მხრივ, აშშ დოლარის გლობალურად გამყარება და უცხოელი ინვესტორების მხრიდან ლარის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნის შენელება ლარის გამყარებისთვის უარყოფითი ფაქტორებია. ამასთან, შესყიდვების დღევანდელი ტემპით რეზერვების სასურველ დონემდე შევსებას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.საერთო ჯამში, შიდა ინფლაციური ზეწოლის გაძლიერებისა და გამკაცრებული საგარეო ფინანსური პირობების ფონზე, მაღალია ალბათობა, რომ დეკემბერში სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8.25%-დან 8.5%-მდე გაზრდის. თუმცა, ნოემბრის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ფაქტორია. საბოლოოდ, სებ-ის მიერ რეზერვების დაგროვების პრიორიტეტის გათვალისწინებით, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი აშშ დოლარი დაახლოებით 2.58 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი, თუმცა, თუ წინა თვეებში ტენდენციები უფრო ძლიერი ლარისკენ იხრებოდა, ამჟამად დინამიკა მეტად დაბალანსებულია.
1795085775
დეკანოიძის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართიდან გაზის სუნთან ან სხვა ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კომპანიაში გამოძახება არ შესულა. მისივე განმარტებით, ნგრევის გამო „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ბინაში შესვლა და ადგილზე დათვალიერება ამ ეტაპზე ვერ შეძლეს, რის გამოც კომპანიას საკუთარი ვერსია ჯერ არ აქვს და მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.„ჩვენმა თანამშრომლებმა მისამართზე შესვლა ვერ შეძლეს, რადგან ბინები დანგრეულია. მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება. ამ ეტაპზე ადგილზე დათვალიერება ვერ შევძელით და მომხდართან დაკავშირებით რაიმე ვერსია არ გვაქვს. რაც შეეხება მეხუთე სართულზე მდებარე ბინას, ჩვენს მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება დაკეტილად და გაზის მოხმარების ხარჯი არ ფიქსირდება. შესაბამისად, როდესაც ჩვენი თანამშრომლები მისამართზე მივიდნენ, ადგილზე არავინ დახვდათ. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ადამიანი საცხოვრებელ ბინაში იშვიათად მიდიოდა“, - განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.მანვე აღნიშნა, რომ კომპანია აღნიშნულ ტერიტორიაზე ბინების გეგმურ დათვალიერებას წლის განმავლობაში ატარებს. პრევენციის მიზნით კი, სწრაფი რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაზის სუნის შეგრძნებისთანავე დაუყოვნებლივ დარეკონ უფასო ცხელ ხაზზე - 114, რათა ჯგუფებმა დროული რეაგირება მოახდინონ.შეგახსენებთ, ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდო ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება დღეს დილით მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი, შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით კი, ადგილზე 7 ადამიანის, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
1795083586
სების ცნობით, შეხვედრა სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში გამართა.ნათია თურნავას განცხადებით, სინგაპურის ცენტრალური ბანკი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით.„სინგაპურის ცენტრალური ბანკი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური სერვისების ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით თანამშრომლობა. უკვე აქტიურად ვხედავთ სინგაპურული ორგანიზაციების დაინტერესებას საქართველოთი და გვინდა მარეგულირებლებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ფინანსური ეკოსისტემის განვითარებასა და ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ რეფორმებს.შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და GFTN-ს შორის არსებულ თანამშრომლობასაც. ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა „თბილისის ფინანსური სამიტის“ მნიშვნელობაზე, რომელიც სინგაპურულ მხარესთან პარტნიორობის ფარგლებში უკვე ორჯერ გაიმართა. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური და ტექნოლოგიური ჰაბის, საერთაშორისო ცნობადობის გაზრდისა და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენის საკითხები.სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მცირე ზომის მიუხედავად, ორივე ქვეყანას ახასიათებს მაღალი მოქნილობა გადაწყვეტილებების მიღების ეფექტური პროცესში, რაც ინოვაციების სწრაფ დანერგვასა და სტაბილური ფინანსური გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს.მისი შეფასებით საქართველოში დინამიკურად ვითარდება ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, ხოლო ქვეყნის აქტიურობა ფინანსურ სექტორსა და ფინტექინდუსტრიაში მას რეგიონში მიმზიდველობის ცენტრად და მთავარ მოთამაშედ აყალიბებს.„ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველმა დირექტორმა ჩია დერ ჯიუნმა.აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში ქართულმა მხარემ გააჟღერა ინიციატივა სინგაპურის ცენტრალურ ბანკთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესახებ. სინგაპურულმა მხარემ აღნიშნული წინადადების განხილვის მზადყოფნა გამოთქვა.შეხვედრას ესწრებოდნენ სების საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელები გიორგი ედილაშვილი და ვარლამ ებანოიძე. ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი კეჟერაშვილი.
1795083300
შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც ნანგრევებიდან გამოიყვანეს და სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 31 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას სხეულის დაახლოებით 87%-იანი თერმული დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აქვს. დაშავებულთა შორის ერთი მცირეწლოვანიცაა.შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, აფეთქების კერა და გამომწვევი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია და ადგილზე ნგრევის საფრთხე კვლავ არსებობს.„აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. ეს არის გაზის შედეგად მომხდარი, გამათბობლის მიზეზის გამო. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩართვას. როგორც ის ამბობს, ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთე, დილით ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.შემთხვევის ადგილზე იმყოფება „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი ირაკლი დეკანოიძეც. მისი თქმით, კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, კომპანიის ბაზაში დაკეტილად ირიცხებოდა და მიმდინარე წელს იქ გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა.„ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართიდან გაზის სუნთან დაკავშირებით შეტყობინება არ დაფიქსირებულა. ბოლო სართულზე მდებარე ეს ბინა ჩვენს ბაზაში დაკეტილად ირიცხება, თუმცა, როგორც ჩანს, იქ ადამიანები პერიოდულად მაინც შედიოდნენ“, - აღნიშნა ირაკლი დეკანოიძემ.კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ადგილზე მუნიციპალიტეტისა და შსს-ს ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს, ხოლო მუნიციპალური ლაბორატორია შენობის მდგრადობას სწავლობს. მერის თქმით, შემოწმების დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მერია კორპუსში მცხოვრებ 90-ვე ოჯახს სასტუმროებში დააბინავებს.
1795078680
კვლევის მიხედვით, 2026 წლის მაის-ივლისში ელექტროენერგიის გამომუშავების შეზღუდვამ 0.5 ტვტ.სთ შეადგინა, რაც სადგურებისთვის დაახლოებით 67 მლნ ლარის მიუღებელ შემოსავალს ნიშნავს. ამასთან, წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების 25.8% იმპორტმა და თბოსადგურებმა უზრუნველყო.Galt & Taggart-ის შეფასებით, მოქმედი მხარდაჭერის პირობებით მზის სადგურების ინვესტიციის უკუგება 15.2%-ია, ქარის სადგურების – 12.5%, მოდინებაზე მომუშავე ჰესების კი – 8.5%. ამასთან, ზამთრის დეფიციტის შემცირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი წყალსაცავიან ჰესებსა და ქარის სადგურებს შეუძლიათ შეასრულონ.კვლევა აუქციონის პირობების გადახედვას, ინვესტორებისთვის გამჭვირვალე წესების წინასწარ განსაზღვრას, ქსელის განვითარების გეგმის გამოქვეყნებას და ზაფხულში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარებისა და ექსპორტის წახალისებას გვთავაზობს.Galt & Taggart-ის ოპტიმისტური სცენარით, თუ ყველა დაგეგმილი პროექტი განხორციელდება, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გენერაცია შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ახალმა აუქციონმა ქვეყნის ენერგოსისტემის რეალურ საჭიროებებს უნდა უპასუხოს.
1795078323
ევროკავშირში ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირებაზე შეთანხმება არ არი...
1793861856
საქსტატმა 10-წლიანი დემოგრაფიული მონაცემები გადაიანგარიშა: 2015-2025 წ...
1794383189
UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
1794300166
ჯივიპი რუსთავში იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციას...
1793968733
TBC 3Q26-სთვის თითო აქციაზე ₾1.75-ის დივიდენდს გადაიხდის
1793950298










