პორტუგალიის დედაქალაქში Web Summit 2026-ს ესწრება.გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია მასშტაბური პავილიონით StartUP in Georgia.ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, სამიტის ფარგლებში უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კორპორაციებთან დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.„Web Summit წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ინოვაციებისა და ტექნოლოგიური იდეების გასაზიარებლად, პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად და ეკოსისტემების გასაერთიანებლად. სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინოს საკუთარი სტარტაპ ეკოსისტემა, მოიზიდოს საერთაშორისო ინვესტორები და შექმნას ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გლობალურ მასშტაბზე.
1794403288
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ და სამსახურის (SARAS) უფროსმა დავით მჭედლიძემ. მათ პროფესიული დღე მიულოცეს ბუღალტრებსა და აუდიტორებს და ხაზი გაუსვეს პროფესიის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სისტემისადმი ნდობის განმტკიცების პროცესში.ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ათწლიანი რეფორმის შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი და საზედამხედველო სისტემა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფინანსური ანგარიშგების კულტურის დამკვიდრებას, ვინაიდან ანგარიშგება მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებად აღარ აღიქმება და ბიზნესის მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების განუყოფელ ნაწილად იქცა. ხაზი გაესვა სანდო ფინანსური ინფორმაციის მნიშვნელობას კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, ინვესტორთა ნდობის განმტკიცებისა და ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის.ღონისძიების ფარგლებში დავით მჭედლიძემ სამსახურის ათწლიანი საქმიანობის ძირითადი მიღწევები შეაჯამა. რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად დასახელდა ფინანსური ანგარიშგების საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის ზრდა. REPORTAL.GE-ის მეშვეობით შეიქმნა ფინანსური ინფორმაციის საჯარო ციფრული ბაზები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს საწარმოთა ფინანსური მონაცემების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების შესაძლებლობას აძლევს.მნიშვნელოვანი შედეგები დაფიქსირდა ფინანსური ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებითაც. სამსახურის მიერ განხორციელებული მიმოხილვებისა და შემდგომი რეაგირების შედეგად, განმეორებითი მიმოხილვისას გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსწორების მაჩვენებელმა 76% შეადგინა.ამასთან, განვითარდა აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის სისტემა. 2025 წლის მონაცემებით, აუდიტის ბაზრის დაფარვამ, შემოსავლების მიხედვით, პირველადი ხარისხის მონიტორინგის შემთხვევაში 99%, ხოლო განმეორებითი მონიტორინგის შემთხვევაში 95% შეადგინა. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსწორების მაჩვენებელმა კი 58%-ს მიაღწია.შეჯამდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის (AML/CFT) მიმართულებით განხორციელებული სამუშაოც. 2023 წელს სამსახურში შესაბამისი სტრუქტურული ერთეული შეიქმნა, განვითარდა სამართლებრივი და საზედამხედველო მექანიზმები, ხოლო 2026 წლიდან დაიწყო რისკზე დაფუძნებული მიდგომით ანგარიშვალდებული პირების ინსპექტირება და რისკების ანგარიშგების სისტემის განვითარება.ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პროფესიული ორგანიზაციების წვლილს ათწლიანი რეფორმის განხორციელებაში. აღინიშნა მათი როლი საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობაში, პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში, გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული საზოგადოების განვითარებაში.პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის SARAS-მა სიმბოლური ჯილდოებით ოთხი პროფესიული ორგანიზაცია დააჯილდოვა: საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი), წარმომადგენელი ლავრენტი ჭუმბურიძე; საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაცია, წარმომადგენელი იური პაპასქუა; ბუღალტერთა კავშირი, წარმომადგენელი ტატა ბერიძე; ბუღალტერთა კლუბი „ფორუმი“, წარმომადგენელი გოჩა ხარჩილავა. ღონისძიების ფარგლებში პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრეს სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე, არსებულ გამოწვევებსა და პროფესიული საზოგადოების განვითარების პერსპექტივებზე.SARAS-ის ორგანიზებით ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიული დღე წელს ფართომასშტაბური ღონისძიების ფორმატში აღინიშნა. სამსახური გეგმავს აღნიშნული ფორმატის მომავალ წლებშიც გაგრძელებას, რათა პროფესიული დღე მიღწეული შედეგების შეჯამების, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერების ყოველწლიურ შესაძლებლობად იქცეს.
1794401918
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სხვადასხვა ტიპის ტექნიკას უშუალოდ ეცნობიან, სწავლობენ ავტომობილის აგებულებასა და მუშაობის პრინციპებს, იკვლევენ ძრავის, ელექტრომობილისა და მძიმე ტექნიკის თავისებურებებს. სასწავლო პროცესი ინტერაქციულ და პრაქტიკულ აქტივობებს ეფუძნება: მოზარდები თავად ერთვებიან ტექნიკურ პროცესებში, ატარებენ ცდებს და მიღებულ გამოცდილებას თეორიულ ცოდნას უკავშირებენ.როგორც „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი ირინა წეროძე აღნიშნავს, საშაბათო სკოლის პროგრამა მოზარდების ინტერესებისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შეიქმნა. მისი მიზანია, ბავშვებს მისცეს შესაძლებლობა, ადრეული ასაკიდან აღმოაჩინონ ტექნიკური სფეროს შესაძლებლობები, განივითარონ პრაქტიკული უნარები და თავად გამოსცადონ, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ინჟინერია.ირინა წეროძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „პროგრამის შექმნის საფუძველი სწორედ ბავშვების ბუნებრივი ინტერესები გახდა. 12-14 წლის ასაკში მოზარდების ნაწილს უკვე მოსწონს კონსტრუქციების აწყობა, სხვადასხვა მექანიზმის მუშაობის შესწავლა, ხელსაწყოებთან ურთიერთობა და ავტომობილები. მიუხედავად ამისა, საქართველოში აქამდე არ არსებობდა ისეთი სასწავლო პროგრამა, რომელიც ამ ბავშვებს საინჟინრო მიმართულებით ინტერესების გაღრმავებისა და შესაბამისი ცოდნის მიღების შესაძლებლობას მისცემდა.სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ შეიქმნა საშაბათო სკოლა, სადაც მოზარდები უშუალოდ პროფესიონალებისგან რეალურ ტექნიკურ გარემოში ეცნობიან ძრავის, სავალი ნაწილისა და სპეცტექნიკის მუშაობის პრინციპებს. 12-14 წელი ამ გამოცდილების მისაღებად მნიშვნელოვანი ასაკია, რადგან ამ პერიოდში ბავშვებს უკვე მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული აქვთ ინტერესები და შეუძლიათ, უკეთ განსაზღვრონ, რომელი მიმართულება იზიდავთ - ტექნიკური თუ ჰუმანიტარული“.ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლის საპილოტე სემესტრი 9 შაბათს, ჯამში, 27 საათს მოიცავს. სასწავლო პროგრამა რამდენიმე პრაქტიკულ და თემატურ მოდულად არის დაყოფილი:მექანიკა და ძრავები - გადაცემათა სისტემების აწყობა და შიგაწვის ძრავების მუშაობის პრინციპების აღმოჩენა;მომავლის ტექნოლოგიები - ეკოლოგია, ელექტრომობილები, სენსორები და ხელოვნური ინტელექტი (AI) ავტომობილებში;დიაგნოსტიკა და უსაფრთხოება - გაუმართაობის აღმოჩენა მინიშნებებით, დამუხრუჭებისა და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება;მძიმე ტექნიკა - მოდული „გიგანტების ძალა“, რომლის ფარგლებშიც ბავშვები სპეცტექნიკას გაეცნობიან და სიმულაციურ აპარატსაც გამოცდიან.გარდა ამისა, ყოველ შეხვედრაზე გაიმართება თამაში „სიტყვების ავტოფარეხი“, რომლის საშუალებითაც მოზარდები ავტონაწილების ქართულ ტერმინოლოგიას შეისწავლიან და ტექნიკურ ლექსიკას გაიმდიდრებენ.ლაშა ჯუღელი, „ექსელენს ჰაბის“ დირექტორი: „მნიშვნელოვანია, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე გავუღვივოთ ინტერესი ავტოინჟინერიისა და ტექნიკური პროფესიების მიმართ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ მიმართულებით კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. საშაბათო სკოლა მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკული გამოცდილებით აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და სამომავლო პროფესიული არჩევანის შესახებ წარმოდგენა ადრეულ ეტაპზევე შეიქმნან. ამასთანავე, პროგრამა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის მიღებას არ ემსახურება - სასწავლო პროცესში ბავშვები გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარებსაც ივითარებენ.ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა STEM მიმართულების განსხვავებული საგანმანათლებლო პროექტია. მისი მთავარი უპირატესობა პრაქტიკული გამოცდილება და უშუალო შეხებაა მსოფლიო წამყვანი ბრენდების ტექნიკასთან და დარგის სპეციალისტებთან. მონაწილეებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Porsche, Lamborghini, Toyota, Volvo, JCB და MAN, მოინახულონ სერვისცენტრები და ადგილზე დააკვირდნენ სამუშაო პროცესს. ტრადიციული თეორიული სწავლებისგან განსხვავებით, პროგრამა ბავშვებს „თეგეტას“ ინფრასტრუქტურასა და სპეციალიზებულ სივრცეებში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ვფიქრობთ, ასეთი გამოცდილება მათთვის განსაკუთრებით საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება“.კურსის მონაწილეებს „თეგეტა აკადემიის“ ტრენერები, Top Master-ები და ტექნიკური ექსპერტები ასწავლიან. პროგრამის თითოეული მოდული აკადემიის გამოცდილმა ტრენერებმა შეიმუშავეს, რომლებმაც მოზარდებთან მუშაობისთვის სპეციალური მომზადება გაიარეს. პრაქტიკულ შეხვედრებში, ბავშვებთან ერთად, სერვისცენტრების სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.„სასწავლო მოდულების შემუშავებაში „თეგეტა აკადემიის“ განათლების სპეციალისტი და გამოცდილი ტრენერები მონაწილეობდნენ, რომლებიც ზრდასრულთა პროფესიულ მომზადებაზეც მუშაობენ. მოზარდებთან სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით მათ დამატებითი, სპეციალიზებული ტრენინგი გაიარეს. ამასთანავე, პროგრამის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, ბავშვებს თითოეულ სერვისცენტრში დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტებიც გაუზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას“, - აღნიშნავს ირინა წეროძე.„თეგეტა აკადემიაში“ სწავლა 31 ოქტომბერს დაიწყო. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები ბრენდირებულ Tegeta Young Engineer Passport-ს მიიღებენ, რომელიც საშაბათო სკოლის გავლის დამადასტურებელი იქნება.„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.(R)
1794398099
სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგებისა და დამოუკიდებელი აუდიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანდო ფინანსური ინფორმაცია აუცილებელია ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, რისკების სათანადოდ შესაფასებლად, კორპორაციული მართვის გასაუმჯობესებლად და ეკონომიკური გარემოს მიმართ ნდობის გასაძლიერებლად.მისი განცხადებით, ფინანსური ანგარიშგების ხარისხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეროვნული ბანკის საზედამხედველო საქმიანობისთვისაც, რადგან ფინანსური ინსტიტუტების მდგომარეობისა და მათთან დაკავშირებული რისკების შეფასება სანდო, სრულყოფილ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებულ ინფორმაციას მოითხოვს.“ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგება და დამოუკიდებელი აუდიტი ქმნის იმ სანდო საინფორმაციო საფუძველს, რომელიც აუცილებელია როგორც ბიზნესის, ისე ინვესტორების, კრედიტორებისა და მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობისთვის. გამჭვირვალე და სანდო ფინანსური ინფორმაცია ხელს უწყობს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას, რისკების სათანადო შეფასებას, კორპორაციული მართვის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური გარემოს მიმართ ნდობის განმტკიცებას“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და SARAS-ს შორის თანამშრომლობაზე, რომელიც 2020 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე კიდევ უფრო გაღრმავდა. თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგად დასახელდა ანგარიშგების ერთიანი პორტალი - Reportal.ge, რომლის საშუალებითაც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ანგარიშებისა და სხვა რეგულირებადი ინფორმაციის გამოქვეყნება შეუძლიათ.სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გამოსვლისას ასევე ისაუბრა „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ BARTA მნიშვნელობაზე, რომელიც კომპანიებში ხარისხიანი ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის კულტურის დამკვიდრებას უწყობს ხელს.“ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია BARTA. ამ ინიციატივამ წლების განმავლობაში ნათლად აჩვენა, რომ რეგულირების მიზანი მხოლოდ მინიმალური მოთხოვნების შესრულება არ უნდა იყოს. ჩვენი საერთო ამოცანაა კომპანიებში ისეთი კულტურის ჩამოყალიბება, სადაც ხარისხიანი ანგარიშგება და გამჭვირვალობა თავად კომპანიის ღირებულებად იქცევა”, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეჯამდა საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში ბოლო ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული რეფორმის შედეგები. ღონისძიების ფარგლებში, პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის ოთხი პროფესიული ორგანიზაცია დაჯილდოვდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი, SARAS-ის უფროსი დავით მჭედლიძე, პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სხვა სპეციალისტები.
1794397830
„გეთანხმებით, რომ 100 ლარის ოდენობით თანხა არის ნამდვილად მცირე ოდენობა, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ დამატებით აქ გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათი, რომლის მოცულობა დაახლოებით 600 ლარამდეა საშემოსავლო გადასახადში. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვაზე საპარლამენტო კომიტეტში.მინისტრის განმარტებით, დამატებითი მხარდაჭერის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეფასდება, რა შესაძლებლობას იძლევა ბიუჯეტი.„ვადასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას ომის ვეტერანების მიმართ. ნამდვილად ფასდაუდებელია ის წვლილი, რაც მათ საქართველოს ერთიანობისთვის, ერთიანობის შენარჩუნებაში გაიღეს. (...) არსებობს გარკვეული გამოწვევები, თუმცა ვფიქრობ, რომ ერთობლივად შესაძლებელია, გარკვეულწილად მივიდეთ იმ შესაძლებლობამდე, რომ უფრო მეტი სარგებელი მიიღონ ჩვენმა ვეტერანებმა მომდევნო პერიოდში. ეს შეეხება როგორც ფულადი, ასევე არაფულადი სახით დახმარებას“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
1794397587
მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით გათვალისწინებულია 210 მილიონი ლარი; ტურიზმის განვითარებაზე გამოყოფილია 78 მილიონი ლარი; ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, გარდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობისა, გათვალისწინებულია 64 მილიონი ლარი; ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა საერთაშორისო კამპანიებისთვის გათვალისწინებულია 23 მილიონი ლარი.
1794392809
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
1793619133
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
ბექტუროვი საქართველოს როლზე ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ფინანსურ...
1793180988
საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი საბაჟო გამტარი პუნქტის „აბრეშუმი...
1793363920
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხები...
1793169691











