ღონისძიების მთავარი პარტნიორია GitHub, პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს წამყვან დეველოპერებსა და ორგანიზაციებს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, თანამშრომლობისა და ინოვაციების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.შეხვედრაზე თიბისის, GitHub-ისა და Microsoft-ის წარმომადგენლებმა განიხილეს, როგორ ცვლის AI ციფრული პროდუქტების შექმნასა და ორგანიზაციების მუშაობას. პროგრამა მოიცავდა თემატურ სესიებს, პრაქტიკულ დემოებსა და პანელურ დისკუსიას. GitHub-თან პარტნიორობა გამოცდილების გაზიარებიდან პრაქტიკულ მუშაობაში გადაიზარდა: CO-CREATE INNOVATION-ის დასრულების შემდეგ, AI Literacy-სა და თიბისი ტექის ორგანიზებით, შიდა ჰაკათონი ჩატარდა, სადაც თიბისის გუნდებმა AI-ის შესაძლებლობები კონკრეტულ გადაწყვეტებზე მუშაობისას გამოსცადეს.როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, თიბისი ინოვაციების განვითარებასთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობასა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის გაზიარებას. ამ მიზნით, კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც საკუთარი გუნდების კომპეტენციების განვითარებაზე, ისე ფართო საზოგადოებისა და საგანმანათლებლო სივრცეების ცნობიერების ამაღლებაზე. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკული ინიციატივები თიბისის შესაძლებლობას აძლევს, ხელი შეუწყოს AI-ის პასუხისმგებლიან და ეფექტიან გამოყენებას, ახალი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას და ისეთი ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას, რომელიც ადამიანებსა და ორგანიზაციებს მომავლის შესაძლებლობების ათვისებაში დაეხმარება.(R)
1793280725
შეთანხმების საფუძველზე შეიქმნება საქართველო-სინგაპურის ფინტექის სტიპენდიანტთა პროგრამა (Georgia-Singapore Fintech Scholars Programme), რომელიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა მიიღონ სინგაპურში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინტექ ეკოსისტემაში.საქართველო-სინგაპურის ფინტექის მომავალ ლიდერთა სასტიპენდიო პროგრამის შექმნის შესახებ შეთანხმება სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორდა. მისი დეტალები გუშინ „თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში გახდა ცნობილი. წლევანდელი სამიტის განსაკუთრებული სიახლე სწორედ საგანმანათლებლო კომპონენტია, რადგან ფინანსური და ტექნოლოგიური სექტორის განვითარება უშუალოდაა დაკავშირებული კვალიფიციური კადრების მომზადებასა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასთან. პროგრამის მონაწილეები სინგაპურის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლიან და შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სინგაპურის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური ცენტრის ფინტექ ეკოსისტემას.საქართველო-სინგაპურის გაცვლითი პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება. იგი თსუ-ს ბიზნესისა და STEM მიმართულებების საუკეთესო სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ერთი სემესტრი გაატარონ Singapore Management University-ში (SMU). პროგრამა მხოლოდ აკადემიური სწავლებით არ შემოიფარგლება და სტუდენტების პროფესიული განვითარების მრავალმხრივ შესაძლებლობებს მოიცავს. აღნიშნული ითვალისწინებს სპეციალურად შემუშავებულ სასწავლო აქტივობებს, ფინტექ ინდუსტრიასთან უშუალო თანამშრომლობასა და მენტორობას სინგაპურში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, სტაჟირება გაიარონ პარტნიორ ორგანიზაციებში.ამასთან, სტიპენდიატები გახდებიან GFTN-ის გლობალური ქსელის „ცოდნის წრის" წევრები. ეს არის საერთაშორისო პროფესიული ქსელი, რომელიც მონაწილეებს ცოდნის გაზიარებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს. პროგრამას Tether და Pave Bank აფინანსებენ.მხარეებს შორის ოფიციალური მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას კომპანია Tether-ის გაფართოების დირექტორი მარკო დალ ლაგო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე ესწრებოდნენ. სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით მისასალმებელია, რომ საქართველოსა და სინგაპურს შორის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და პროფესიული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე სწორედ „თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში გადავიდა.„ახალგაზრდებში ფინანსურ და ეკონომიკური წიგნიერებაზე ზრუნვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გვჯერა, რომ ახალგაზრდა თაობისთვის საფუძვლიანი ფინანსური ცოდნის მიცემა, ეკონომიკური პროცესების სიღრმისეული გააზრების ხელშეწყობა აუცილებელია როგორც ჯანსაღი ფინანსური სისტემის, ასევე ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებთან, რათა დავეხმაროთ სტუდენტებს მათთვის თანამედროვე ტენდენციების, საუკეთესო გამოცდილებისა და უახლესი მონაცემების გაზიარების გზით. ეს პროგრამა არა მხოლოდ ქართველ სტუდენტებს გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს, არამედ კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და სინგაპურს შორის თანამშრომლობას ფინანსური ინოვაციების, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით", - განაცხადა სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.შეგახსენებთ, რომ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება წელს თბილისში, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში", უკვე მეორედ გაიმართა. სამიტის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN). ერთობლივად ორგანიზებულ სამიტზე მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის პირველი პირები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ფინტექ ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის ლიდერები, საერთაშორისო კომპანიებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები. სამიტის მიზანია ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური და ტექნოლოგიური პლატფორმის, როლის განმტკიცება.
1793274444
„ამ მხრივ ჩვენ ვხედავთ ძალიან ძლიერ მხარდაჭერას და ეროვნული ბანკის აქტიურობას ფინანსური ინოვაციების სფეროში, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა.მისივე თქმით, „თბილისის ფინანსური სამიტი" გამორჩეულია ღონისძიება იყო, რომელმაც თავი მოუყარა ფინტექ სექტორის წარმომადგენლებს და საშუალება მისცა მონაწილეებს ბევრი რამ ესწავლათ არა მხოლოდ სტაბილურ მონეტებზე, არამედ სხვადასხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტაზე„პანელი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, ფოკუსირებული იყო ტრანსსასაზღვრო გადახდებზე, მაგრამ არსებობს მთელი რიგი სხვა საკითხები. ასე რომ, სამომავლოდ, თუ ვინმეს სურს იცოდეს, რას უნდა ველოდოთ ფინანსურ სექტორში ინოვაციების კუთხით, ეს არის შესანიშნავი ადგილი ამ თემებზე სასაუბროდ. მჯერა, რომ ორ-სამ წელიწადში ჩვენ ვიხილავთ ბევრ ახალ ინოვაციას ფინანსურ სექტორში. კარგად მახსოვს, რომ ხუთი-ათი წლის წინ ფინანსური სექტორი სრულიად განსხვავებული იყო და მას შემდეგ იაფი გადახდები უზარმაზარია. როგორც წესი, ახალი ტექნოლოგიები ფოკუსირებულია მომხმარებლებზე, აუმჯობესებს მათ მომსახურებას და გამოცდილებას. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ორ-სამ წელიწადში ჩვენ კიდევ უფრო მეტ ინოვაციას ვიხილავთ ფინანსურ სექტორში", - აღნიშნა ჟდენეკ ტუმამ.„თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში ჟდენეკ ტუმამ მოდერატორობა გაუწია პანელს, სახელწოდებით „რეგიონული დაკავშირებადობის ინფრასტრუქტურის განვითარება". პანელის მომხსენებლები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, Swift-ის Swift-ისგადახდების ბაზრის განვითარების ხელმძღვანელი ჯიმ სოიდემირი, UnionPay-ის ვიცე პრეზიდენტი ლუ ჰენგი და ინდოეთის ეროვნული გადახდების კორპორაციის ბიზნესის ხელმძღვანელი კიშან სრინივაში მონაწილეობდნენ.დისკუსიის მთავარი თემა ქვეყნებს შორის გადახდების განვითარება, ფინანსური ინფრასტრუქტურის ურთიერთთავსებადობა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერება იყო.პანელის მონაწილეებმა, რომლებსაც ქვეყნებს შორის გადახდების განვითარებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურების ურთიერთდაკავშირების მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და ხედვები სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტიანი გადახდების განვითარების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.„თბილისის ფინანსურმა სამიტმა" წელს 60-მდე ქვეყნის 1000-მდე მონაწილეს უმასპინძლა".
1793270685
„დარწმუნებული ვარ, „თბილისის ფინანსური სამიტი" კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს მომდევნო წლებში, თუ გრძელდება", - აღნიშნა SWIFT -ის წარმომადგენელმა.მან ასევე ისაუბრა სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიებზე განხილულ თემებსა და საკითხებზე, მათ შორის ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით.„დღესდღეობით არსებობს რამდენიმე გარდაუვალი გლობალური ტენდენცია, რომელიც საქართველოსა და ზოგადად რეგიონზე ვრცელდება. ამ მხრივ გამოვყოფდი სტაბილურ მონეტებსა და ციფრულ აქტივებს, რომლებიც აყალიბებენ ფინანსურ ტექნოლოგიებსა და საბანკო ინდუსტრიას. ჩვენ დავინახეთ, რომ როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ინფრასტრუქტურებს შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთქმედება და უახლოეს მომავალში ვიხილავთ, რომ ორივე მათგანი ერთობლივად იმუშავებს მომხმარებლების საკეთილდღეოდ, რათა უზრუნველყონ მყისიერი, შეუფერხებელი გადახდები როგორც შიდა, ისე ტრანსსასაზღვრო დონეზე", - აღნიშნა ჯემ სოიდემირმა.სამიტის ფარგლებში ჯემ სოიდემირმა, სებ-ის ვიცე პრეზიდენტთან ეკატერინე გალდავასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „რეგიონული დაკავშირებადობის ინფრასტრუქტურის განვითარება" მიიღო მონაწილეობა.დისკუსიის მთავარი თემა ქვეყნებს შორის გადახდების განვითარება, ფინანსური ინფრასტრუქტურის ურთიერთთავსებადობა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერება იყო.პანელის მონაწილეებმა, რომლებსაც ქვეყნებს შორის გადახდების განვითარებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურების ურთიერთდაკავშირების მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და ხედვები სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტიანი გადახდების განვითარების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.„თბილისის ფინანსურმა სამიტმა" წელს 60-მდე ქვეყნის 1000-მდე მონაწილეს უმასპინძლა.
1793270254
MR ქულებიAmex ბარათის მთავარი ხიბლი მისი ლოიალობის პროგრამა და დამატებითი სერვისებია.MR (Membership Rewards) ქულები გროვდება მხოლოდ Amex ბარათით, მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე ნებისმიერი გადახდისას ფიზიკურ მაღაზიებსა თუ ონლაინ.დაგროვებული ქულები შეგიძლია გამოიყენო ორი გზით: გადაიხადოAmex-ის პარტნიორ ობიექტებში გადაცვალო PLUS ქულებში მომგებიანი კურსით: 1 MR ქულა = 3 PLUS ქულას. როგორ დავაგროვოთ MR ქულები?Amex ბარათის მთავარი უპირატესობა გადახდებშია. როცა ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე იხდი, MR ქულები ავტომატურად გროვდება შენი ლოიალურობის ანგარიშზე.MR ქულების დასაგროვებლად საკრედიტო ლიმიტის გამოყენება არ არის აუცილებელი. შეგიძლია საკუთარი ანგარიშიდან გადარიცხო თანხა Amex ბარათზე და იმით ისარგებლოთ. ამ შემთხვევაში, თქვენი საკრედიტო ლიმიტი ხელუხლებელი დარჩება, MR ქულებს კი ჩვეულებრივ დააგროვებთ.მეტი დეტალისთვის კი შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს(R)
1793269807
ნაღდი ფულის მართვა ბიზნესისთვის გულისხმობს თანხის შეგროვებას, ჩაბარებასა და საბანკო ანგარიშზე ასახვას. თიბისი ბიზნესკლიენტებს ამ პროცესების გასამარტივებლად ინკასაციის, ნაღდი ფულის მიმღები თვითმომსახურების აპარატების (CDM), TBC Pay-ის ტერმინალებისა და Cash Box-ის სერვისებს სთავაზობს. ბანკს 100 მოქმედი CDM აქვს, მათგან 30 უშუალოდ კორპორატიული კლიენტების ლოკაციებზეა განთავსებული. შედეგად, ამ არხით წლიურად თიბისის მიერ შეგროვებული ნაღდი ფულის მოცულობამ 8 მილიარდს მიაღწია.ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სერვისების გაციფრულებასა და ავტომატიზაციას. თიბისი პირველია საქართველოში, რომელმაც ნაღდი ფულის მართვის პროდუქტებზე იურიდიული პირებისთვის სრულად ციფრული ელექტრონული ხელმოწერა დანერგა.„თიბისისთვის მომხმარებლის ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ განსაკუთრებით გვახარებს Euromoney-ს ჯილდო, რომელიც კორპორატიული კლიენტების შეფასებით მივიღეთ. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს მათთან და სერვისებს მათი საჭიროებების მიხედვით აუმჯობესებს. ჩვენი მიზანია, ფულადი სახსრების მართვა უფრო მარტივი და მოსახერხებელი გავხადოთ. სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ დღეს ნაღდი ფულის დეპოზიტების დაახლოებით 70% ტრადიციული ფილიალიდან ავტომატიზებულ არხებზე გადავიდა. Euromoney-ს ჯილდო ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევის მნიშვნელოვანი აღიარებაა”, - ქეთევან კანდელაკი, თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის დირექტორი.(R)
1793268240
რიკოს პორტფელმა მილიარდს გადააჭარბა - მისოების რეიტინგი
1792677840
რა სარგებელს მოიტანს ციფრული ვალუტა - სები საპილოტე პროგრამით შეისწავლ...
1792585798
საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მიმართულება და Visa წარმოგიდგე...
1792156494
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე შეინარჩუნა
1792569931
საფოსტო-საკურიერო სექტორის შემოსავლების 67% საერთაშორისო მომსახურებაზე...
1792656491












