GE EN
სხვა სიახლეები
ბანკების სავალუტო პორტფელი გაზრდილია

სებ-ის ინფორმაციით, ლარის პორტფელი 796.7 მლნ -ით, სავალუტო კი 892.6 მლნ ლარითაა მომატებული. 01.10.2026-ის მდგომარეობით იურიდიული პირებისთვის საბანკო სექტორს გაცემული აქვს 33.67 მლრდ ლარის სესხები, მ.შ. 66%-ზე მეტი უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული. საცალო სესხის მოცულობა 41.9 მლრდ  ლარამდეა (+ 16.8%Y.Y)მთლიანი სესხების ლარიზაცiა 58.54% -ია (L/Y - 58.2%). 

1793020618

სებ-მა სავალუტო რეზერვები $248.5 მლნ-ით შეავსო

შედეგად, მოცულობამ $8.17 მლრდ-ს მიაღწია, რაც სებ-ის შეფასებით ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფინანსური მდგრადობის მნიშვნელოვანი გარანტია.მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში სებ-მა სულ $3,37 მლრდ შეისყიდა (წმინდა).Bmatch-ზე სებ-ის 9 თვის სავალუტო  ინტერვენციების დინამიკა თვეების მიხედვით: იანვარი: წმინდა შესყიდვა - $86.6 მლნ თებერვალი: წმინდა შესყიდვა - $429.3 მლნ მარტი: წმინდა გაყიდვა - $16.2 მლნ აპრილი: წმინდა შესყიდვა - $333.3 მლნ მაისი: წმინდა შესყიდვა - $632.9 მლნ ივნისი: წმინდა შესყიდვა - $612.6 მლნ ივლისი: წმინდა შესყიდვა - $488.2 მლნ აგვისტო: წმინდა შესყიდვა - $555.6 მლნ სექტემბერი: წმინდა შესყიდვა - $248.5 მლნ ოქტომბრის განახლებულ მონაცემები 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.

1793017974

GPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთ...

28, 29 და 30 ოქტომბერს, მომხმარებლები საქართველოს ბანკის ფიზიკური პირის ნებისმიერი ბარათით გადახდისას GPC-ის ფიზიკურ ფილიალებსა და ონლაინ მაღაზიაში მინიმუმ 100 ლარის შენაძენზე 30 ლარს დაიბრუნებენ.შეთავაზებით სარგებლობისთვის ფიზიკურ ფილიალში გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალით უნდა განხორციელდეს. ონლაინ გადახდისას კი უნდა აირჩიოთ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი. ქეშბექი ანგარიშზე მომენტალურად აისახება. თითოეული მომხმარებელი შეთავაზების ფარგლებში მაქსიმუმ 30 ლარს დაიბრუნებს.ონლაინ შოპინგისას გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით გადახდისას.ინფორმაციისთვის, GPC-ში მომხმარებლებს მედიკამენტების, თავის მოვლის საშუალებებისა და სხვა სააფთიაქო პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. დაბადების დღის აღსანიშნავად, GPC-ში შერჩეულ ბრენდებზე ასევე მოქმედებს შიდა 25%-იანი ფასდაკლება.(R)

1793017499

კაკლის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის...

„ვოლნათს.ჯი“ 150 ჰექტარზე გაშენებულ კაკლის ბაღებსა და გადამამუშავებელ საწარმოს აერთიანებს. საწარმოს დღიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 80 ტონა კაკალია. წარმოების პროცესი მოსავლის რეცხვით იწყება, რის შემდეგაც კაკალი სენსორული სისტემების საშუალებით ხარისხის მიხედვით გადაირჩევა. შემდეგ პროდუქტი საშრობ სივრცეში გადადის, სადაც ტენიანობა მუდმივად კონტროლდება. ბოლო ეტაპზე კაკალი ზომების მიხედვით კალიბრდება და იფუთება. პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება პროდუქტის ხარისხის შენარჩუნებასა და დიდი მოცულობის მოსავლის ეფექტიანად დამუშავებას უზრუნველყოფს.კომპანია პროდუქტს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, სადაც პრემიუმ ხარისხის კაკალზე მოთხოვნა მაღალია. სატესტო პარტიები კი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიასა და ავსტრიაში, გადის.სამომავლოდ „ვოლნათს.ჯი“ საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს - 2027 წელს კომპანია 70%-ით მეტ კაკალს გადაამუშავებს; ასევე დაგეგმილია შემნახველი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.თიბისი სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდამჭერი და აქტიური დამფინანსებელია. ბანკის პორტფელი ამ მიმართულებით 1.3 მილიარდ ლარს შეადგენს. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, თიბისი ხელს უწყობს წარმოების ზრდას, ფერმერებისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენას და მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობას.(R)

1793016229

სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების...

თბილისი (GBC) - განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საკუთარ მომავალში, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა, მოტივირებულ და ნიჭიერ სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.  თუ ხარ სტუდენტი, რომელიც მუდმივად ცდილობს განვითარებას, მაშინ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სწორედ შენთვისაა.პროგრამის შესახებ:ეს არის საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც ნიჭიერ და მიზანდასახულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, დაიფინანსონ სწავლა საქართველოს 23 წამყვან უნივერსიტეტში.ვის შეუძლია სტიპენდიის მოპოვება?საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერი კურსის სტუდენტს: როგორც მათ, ვინც ახლახან ჩააბარეს უნივერსიტეტში ასევე იმათაც, ვინც უკვე სწავლობს სასურველ ფაკულტეტზე მთავარია, გქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA) და სურვილი, გახდე გამორჩეული პროფესიონალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვხედავდეთ შენს მიზანდასახულობასა და განვითარების სურვილს.როგორ მუშაობს შერჩევის პროცესი?სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, რათა საუკეთესო და ყველაზე მოტივირებული კანდიდატები გამოვლინდნენ: აპლიკაციების მიღება: უკვე დაწყებულია, შეავსე განაცხადი ბმულზე აპლიკაციების გადარჩევა. პირველ  ეტაპზე უნივერსიტეტები განიხილავენ სტუდენტის  აკადემიურ მოსწრებას (GPA) და სამოტივაციო წერილს. როგორც ბანკის ერთ-ერთი სტიპენდიატი, ლიზი ლოჩოშვილი ამბობს, პროექტი „ეძებს რეალურ ადამიანებს საკუთარი  გამოცდილებით, ავთენტურობითა და მიზნებით“. გასაუბრება. შემდეგ  ეტაპზე გადასვლა ნიშნავს, რომ აპლიკანტის  მონაცემებმა და სამოტივაციო წერილმა შთაბეჭდილება მოახდინა.ასეთ დროს ანდრო დგებუაძის რჩევა ასეთია: „იყავი ის, ვინც ხარ“. თითოეული უნივერსიტეტი დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს. რომელ უნივერსიტეტებშია სტიპენდია? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისუფალი უნივერსიტეტი აგრარული უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სპორტის უნივერსიტეტი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კონსერვატორია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში თუ არქიტექტურაზე სწავლობთ ან აპირებთ სწავლას, აღმოაჩინეთ გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია, შეგიძლიათ აქ შეავსოთ განაცხადი.საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების სანახავად კი ეწვიეთ ganatleba.bog.ge-ს.(R)

1793013765

უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებების ვადის გადმოწევას და პროცესში ევროკავშ...

გამოცემის ცნობით, შეხვედრის ახალი რაუნდი აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, ორიენტირებულად 10 ნოემბრიდან იგეგმება. თუმცა, კიევი და ვაშინგტონი მოსკოვის დაყოლიებას შეხვედრის უფრო ადრე გამართვაზე ცდილობენ. ზელენსკის გუნდის წარმომადგენლის განმარტებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად უკრაინისთვის დრო კრიტიკულია: „როდესაც არ გაქვს შუქი, წყალი ან გათბობა, ყველა დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს“.კიევი დაჟინებით ითხოვს პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლის ჩართვას, რასაც რუსული მხარე ეწინააღმდეგება. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის მხრიდან სავარაუდო წარმომადგენლად ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის აპარატის ხელმძღვანელი ბიორნ ზაიბერტი მოიაზრება.უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები არა კონკრეტული სოფლების კუთვნილებაზე, არამედ ომის შემდგომი უსაფრთხოების საერთო მოდელზე უნდა დაიწყოს.„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სურათი იმისა, თუ როგორ გამოიყურება სამყაროს ეს ნაწილი, როგორ დაიცავენ უკრაინას და როგორი იქნება თანამშრომლობა ნატოსთან. უბრალოდ ტრამპის დაპირებებზე დაყრდნობით, უკრაინაში არაფერი გაკეთდება“, - აცხადებს წყარო ბანკოვადან.კიევში პირველი შეხვედრიდან გარღვევას არ ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ რეალური შეთანხმებების მისაღწევად მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გახდება საჭირო.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ უკრაინა არცერთ შემთხვევაში არ დათანხმდება არმიის რაოდენობის შეზღუდვასა და ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს.შეგახსენებთ, რომ რუსეთის მხარის წარმომადგენელთა განცხადებით, მოსკოვი სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადყოფნას 4 ნოემბრის შემდეგ გამოთქვამს. შეხვედრის ალტერნატიულ ადგილად აბუ-დაბის გარდა შვეიცარიაც განიხილება.

1793012809