ვაშინგტონის მონოპოლია და ევროპული შფოთვამას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, პუტინთან პირდაპირი კონტაქტი აღადგინა და კიევისთვის ფინანსური დახმარება შეაჩერა, ევროპამ სამშვიდობო პროცესზე გავლენა ფაქტობრივად დაკარგა. ტრამპის წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის მიერ სანქტ-პეტერბურგში პუტინთან შეხვედრამ და მისი „ჰუმანიტარად“ მოხსენიებამ ჩრდილოეთ ევროპის ლიდერები აიძულა იმოქმედონ, რათა ვაშინგტონი მოსკოვთან ერთადერთ დასავლელ მომლაპარაკებლად არ დარჩენილიყო.„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპელ პარტნიორებთან უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ერთადერთი ხმა, რომელიც მოსკოვამდე აღწევს, ვაშინგტონიდან მოდის... ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ ეს ომი ევროპის მოსკოვთან დიალოგის გარეშე დასრულდება“, - განუცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ POLITICO-ს.მოლაპარაკების დეტალები და მოკავშირეების მწვავე რეაქციაგამოცემის ინფორმაციით, საუბრისას სტუბმა და სტორემ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილები გადასცეს, რომ ტერიტორიული საკითხები მხოლოდ პირისპირ, ლიდერების დონეზე უნდა განიხილებოდეს და მანამდე აუცილებელია დეესკალაცია. პუტინმა განაცხადა, რომ აბუ-დაბის შეხვედრისთვის მომლაპარაკებლებს მოამზადებდა, თუმცა ნორვეგიული მხარე არ ელის, რომ ეს ნაბიჯი დიდ გარღვევას მოიტანს.სატელეფონო ზარს ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა: დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ სკეპტიკურადაა განწყობილი ცალკეული ინიციატივების მიმართ და ევროპამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიხალის თქმით, ევროპა არ უნდა ირგებდეს შუამავლის როლს და არ უნდა ცდილობდეს „დიქტატორის ასიამოვნოს“. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობა მხოლოდ „სიძლიერით“ მიიღწევა და არა დაშოშგინების პოლიტიკით. მწვავე რეაქციის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორდიკელი ლიდერები დაიცვა და აღნიშნა, რომ ისინი რეალურად ეხმარებიან უკრაინას. მოწონება გამოხატა მოსკოვმაც - პუტინმა განაცხადა, რომ ევროპაში არიან ძალები, რომელთაც სტრატეგიული დამარცხების ნაცვლად კონსტრუქციული დიალოგი სურთ.ეს ეპიზოდი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების მიუხედავად, სამშვიდობო პროცესის ტემპს კვლავ დონალდ ტრამპი განსაზღვრავს, ხოლო ევროპა შიდა განხეთქილებისა და ერთიანობის ნაკლებობის გამო პროცესებს მიღმა რჩება.
1794209786
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 618.2 ათასი შეადგინა, რაც 3.1%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 428.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 3.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა (45.3%) განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.9% შეადგინა.3Q26-ში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (35.7%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. საქსტატის მონაცემებით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 204.6 ათასი და 112 ათასი ვიზიტი. 3Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.80 შეადგინა, რაც 3Q25-ში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (7.90 ღამე) 1.3%-ით ნაკლებია. ვიზიტების 97.3% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.3Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ₾835.2 მლნ-ს გაუტოლდა, რაც 19.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 3Q25-თან შედარებით 15.8%-ით გაიზარდა და 1 351.0 ლარი შეადგინა
1794208499
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაასაღეს 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, რომელთა საერთო ღირებულება 20 000 აშშ დოლარს შეადგენს.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად ამოღებულია.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1794207810
შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ. მან ხაზი გაუსვა საბანკო სექტორში დასაქმებულ პროფესიონალთა განსაკუთრებულ როლს და აღნიშნა, რომ ქართული საბანკო სისტემის წარმატება სწორედ მათი ცოდნის, გამოცდილების, პასუხისმგებლობისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია.მისივე თქმით, ბანკირის დღე შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ქართული საბანკო სისტემის ისტორია, შევაფასოთ განვლილი გზა და დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქვეყნის ფინანსური სისტემის მომავალს.ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ თანამედროვე ქართული საბანკო სისტემა ილია ჭავჭავაძისა და იასონ ლორთქიფანიძის მიერ დამკვიდრებული ხედვისა და ღირებულებების ღირსეული გამგრძელებელია. ამასთან, იგი ინოვაციების, ტექნოლოგიური განვითარების, მაღალი სტანდარტებისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის მაგალითია.ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქართული საბანკო სექტორის მდგრადობასა და ძლიერ ფინანსურ მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, სექტორი კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით, აქტივების მაღალი ხარისხითა და ჯანსაღი მომგებიანობით გამოირჩევა, ხოლო უმოქმედო სესხების წილი ისტორიულად დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება.„ეს მაჩვენებლები მხოლოდ სტატისტიკა არ არის - ისინი ასახავს სისტემის უნარს, შეინარჩუნოს სტაბილურობა, გაუმკლავდეს გარე შოკებს და ამავე დროს განაგრძოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.ნათია თურნავამ ქართული ბანკების საერთაშორისო წარმატებებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, სწორედ საერთაშორისო შეფასებები მოწმობს, რომ ქართული საფინანსო სექტორი გასცდა ადგილობრივი ბაზრის ფარგლებს და გლობალურ ფინანსურ სივრცეში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს.ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური ცენტრის პოზიციონირებაზეც. ამ მიმართულებით მან თბილისის ფინანსური სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელმაც მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან 1 000-ზე მეტი მონაწილე და 100-მდე მაღალი რანგის სტუმარი გააერთიანა.„ჩვენი მთავარი ღირებულება ნდობა, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმია - ის საფუძველი, რომელზეც ქართული საბანკო სექტორის წარმატება დგას“, - აღნიშნა მან.ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური მიმართულების ხელმძღვანელმა დავით რუსიამ. მისი განცხადებით, ქართული საბანკო სექტორი ერთი დიდი პროფესიული ოჯახია, რომლის როლი ქვეყნის ეკონომიკაში განსაკუთრებულია. როგორც საბანკო ასოციაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, საბანკო სისტემა ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია და მისი საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკის დაფინანსებასა და განვითარებას ემსახურება.ბანკირის დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. 8 ნოემბერი პირველი ქართული ბანკის - თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებასა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს უკავშირდება. პროფესიული დღის დაწესების ინიციატივა ეროვნულ ბანკსა და საბანკო ასოციაციას ეკუთვნით.
1794134520
UNI4VERSE ყოველწლიური ინოვაციების და ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება და სტუდენტებს საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს. წელს კონკურსში საქართველოს 32 უნივერსიტეტი ჩაერთო, მისი მთავარი თემა კი ფინანსური განათლება იყო.კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა ფინანსური სერვისების ინტეგრაციის, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი დაგეგმვის გამარტივების, კიბერუსაფრთხოებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ბიუჯეტირებისა და დაზოგვის უნარების გაუმჯობესების, ასევე მცირე ბიზნესისთვის ფულადი ნაკადების ანალიზის თემატიკაზე იმუშავეს. ფინალურ ეტაპამდე მონაწილეებმა იდეების გენერირების სემინარები, საინფორმაციო შეხვედრები და ონლაინ სამუშაო სესიები გაიარეს, რომელშიც მთლიანობაში 1 300-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.გამარჯვებული გუნდი თბილისის „ტექნოპარკში" გამართულ დემო დღეზე გამოვლინდა, სადაც კომპეტენტური ჟიურის წინაშე ფინალურ ეტაპზე გადასულმა გუნდებმა საკუთარი პროექტები და პროტოტიპები წარადგინეს.კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვდა. ნათია თურნავამ შეხვედრის მონაწილეებს სებ-ის ხედვა გაუზიარა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში ცენტრალური ბანკის როლის შესახებ.„ფინანსური განათლება და ფინანსური ტექნოლოგიები თანამედროვე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია, ხოლო ახალგაზრდების ცოდნა, ხედვა და ინოვაციური აზროვნება ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. მოხარულები ვართ, რომ ამ კონკურსის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც თქვენი შესაძლებლობები გამოავლინეთ და იდეების წარმოსაჩენად სპეციალური პლატფორმა შექმენით", - განაცხადა ნათია თურნავამ.UNI4VERSE ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუსთან" პარტნიორობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ინოვაციური განათლების ფონდის" კოორდინირებით განხორციელდა.საფინანსო სექტორიდან პროექტის პარტნიორები „ბაზისბანკი", „პეივბანკი", „კრედო ბანკი", მიკრობანკი „ემბისი", „ტერაბანკი", „თიბისი ბანკი" და VISA იყვნენ. მათი მხარდაჭერით გამარჯვებული გუნდი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაწესებულ 20 000 ლარიან გრანტთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე „Web Summit"-ზე გაემგზავრება. დამატებით, მე-2 ადგილზე გასული გუნდი 2 000 ლარიანი ფულადი პრიზით „თიბისი ბანკმა" დააჯილდოვა.
1794052140
2026 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს პორტფელის ღირებულებამ 1.365 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6 პროცენტია. ოქროს პორტფელი ივნისსა და ოქტომბერში განხორციელებული შესყიდვების შედეგად გაიზარდა.როგორც ალექსანდრე ხაზარაძე აღნიშნავს, მიმდინარე წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია არა მხოლოდ საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ, არამედ სავალუტო ინტერვენციების შედეგად უცხოური ვალუტის შესყიდვებმაც.„2026 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ისტორიული მაქსიმუმი იყო ინტერვენციების შედეგად შესყიდული უცხოური ვალუტის მოცულობაც. ჯამურად, 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი უცხოური ვალუტა შევისყიდეთ. ამ პროცესის პარალელურად, 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქროს შეძენამ ჩვენს საერთაშორისო რეზერვებს კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია შესძინა", - აცხადებს ალექსანდრე ხაზარაძე.მისივე განმარტებით, მონეტარული ოქრო წარმოადგენს ინფლაციისგან დაცვის საშუალებას, შესაბამისად ოქრო ბოლო პერიოდში ცენტრალური ბანკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარეზერვო აქტივი გახდა. მსოფლიოს არაერთი ცენტრალური ბანკი, მათ შორის პოლონეთის, ჩეხეთის, უნგრეთისა და სინგაპურის ცენტრალური ბანკები, ოქროს მარაგების ზრდას აქტიურად განაგრძობენ.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ ოქროში ინვესტირება პირველად 2024 წელს განახორციელა. სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია და მათი ეფექტიანი მართვა სებ-ის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია.ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2 პროცენტით მეტია.საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
1794034500
27-28 ოქტომბერს თბილისი ფინანსურ სამიტს მასპინძლობს
1793005528
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
ბანკები კაპიტალზე უკუგებით - TOP 7
1793111171
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
1793619133
სებ-მა სავალუტო რეზერვები $248.5 მლნ-ით შეავსო
1793017974












