მიმდინარე გადაერთებით სამუშაოებს ადგილზე ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ლოჩოშვილი გაეცნენ.„იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია ჯივიპის მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო პროექტია, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების 1.5 კილომეტრამდე სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი სრულად განახლდა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. სწორედ ახლა მიმდინარეობს განახლებულ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები. პროცესის მაქსიმალურად ოპერატიულად წარმართვის მიზნით, ჩვენი ტექნიკური ჯგუფები 8 სხვადასხვა ლოკაციაზე, პარალელურ რეჟიმში მუშაობენ. სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შევასრულებთ, რათა პროცესი უმოკლეს ვადებში დასრულდეს და მოსახლეობას წყალმომარაგება დროულად აღუდგეს", - თეიმურაზ ლოჩოშვილი, GWP-ის საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი.„ყველა პროექტი, რომელიც ქალაქის წყალმომარაგებას აუმჯობესებს, ჩვენი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე იაღლუჯზე მდებარე ერთ-ერთი მთავარი რეზერვუარის შემავსებელი 1.5 კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელი განახლდა და გაიზარდა მილის დიამეტრიც, რაც რუსთავის სტაბილურ და შეუფერხებელ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს", - ბესიკ ტოგონიძე, ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე.განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, მაგისტრალურ მილზე სამუშაოები 6 ნოემბრის ღამის 03:00 საათიდან აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც აღნიშნული სამუშაოების გამო წყალმომარაგება დროებით შეზღუდული აქვს, წყლის მიწოდება 7 ნოემბრის დილის 07:00 საათიდან სრულად აღუდგება.(R)
1793968733
„ჯამში, 2027 წლის ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრები შეცვლილი არ არის, თუმცა ასახულია პარლამენტის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების უმეტესობა, მათ შორის, ასახულია პენსიის ზრდა ინდექსაციაზე უფრო მაღალი მოცულობით. დაახლოებით, იგივე პროცენტული მაჩვენებლით იზრდება 70 წლამდე პირთა პენსია, რაც 70 წელზე ზევით მეტი ასაკის პირთა პენსია. ამავდროულად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიაც და ისევე, როგორც 70 წლამდე პირთა პენსია, ინდექსაციის მიღმა იზრდება. ამ მიმართულებებით, ჯამში, 150 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. გარდა ამისა, გაზრდილია საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება. მნიშვნელოვანი მიმართულება უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების უზრუნველყოფის ნაცვლად კომპენსაციების თანხის გამოყოფას. ამ მიმართულებით, 2026-2027 წლებში, ჯამში, 300 მლნ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი. გარდა ამისა, დამატებითი რესურსები გამოიყო თავდაცვისა და პოლიციის მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი ინიციატივების დაფინანსება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.როგორც მან აღნიშნა ორშაბათს პარლამენტში, ასევე, დარეგისტრირდება 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი.„ეს არის 2027 წლის ბიუჯეტის, გარკვეულწილად, შემავსებელი დოკუმენტი. ჩვენ წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი, რაც დამატებით შემოსავლებს გვაძლევს. დამატებითი რესურსი გამოყენებულ იქნა ერთი მხრივ, ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად, მეორეს მხრივ, იმ საჭიროების დასაფინანსებლად, რაც წლის განმავლობაში გამოიკვეთა. ამავდროულად, გარკვეული რესურსები გამოიყო იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება დაგეგმილია მომდევნო წელს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
1793968042
ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ ოქროში ინვესტირება პირველად 2024 წელს დაიწყო. სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია და მათი ეფექტიანი მართვა სებ-ის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. მონეტარულ ოქროში ინვესტირების მიზანი კი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაცია და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე არსებული მერყეობისგან მათი დაცვაა.ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2%-ით მეტია. წინა თვესთან შედარებით კი რეზერვები 82.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.გაუმჯობესებულია რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მეთოდოლოგიით განსაზღვრული რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA metric) 130%-ს შეადგენს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრულ 100%-იან საორიენტაციო ზღვარს აღემატება.საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტიან მართვასა და დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. ხელსაყრელი საბაზრო პირობების არსებობის შემთხვევაში, სებ-ი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა ჯამურად 3,370.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
1793956540
ამასთან, ბიზნესანაბრის ციფრულად გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებლები გაუმჯობესებული პირობით ისარგებლებენ. კერძოდ - წლიური ნომინალური განაკვეთი იქნება - 3% ლარში (რაც სტანდარტულ განაკვეთზე 1%-ით მეტია), წლიური ეფექტური განაკვეთი კი, 2.58%-მდე.სიახლე ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, მიმდინარე ანგარიშზე არსებული უმოქმედო თანხა შემნახველ ანაბარზე განათავსონ და მიიღონ მეტი სარგებელი.შემნახველი ანაბარი უვადოა და მასზე სასურველი რაოდენობის თანხის განთავსება ან გამოტანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. დარიცხული სარგებელი ყოველ დღეზე იანგარიშება და თვის ბოლოს ერიცხება - შესაბამისად, ბიზნესი სარგებელს იმ დღეებისთვის მიიღებს, რამდენი დღეც თანხა ანაბარზე იქნება განთავსებული.ინიციატივის მიზანს ბიზნესების წარმომადგენლებში ციფრულ არხებზე გადასვლის წახალისება და მათთვის, თავისუფალი სახსრების ეფექტიანად მართვის ხელშეწყობა წარმოადგენს.დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/business/deposits/savings-deposit(R)
1793955090
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა Visa-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საგადახდო ეკოსისტემის განვითარებაში.„საერთაშორისო საბარათე სქემებს ქართულ ბაზარზე მყარი პოზიციები აქვთ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის საგადახდო ეკოსისტემის უწყვეტ განვითარებაში. ჩვენ დიდად ვაფასებთ Visa-სთან თანამშრომლობას და კომპანიის უწყვეტ ჩართულობას საქართველოს ფინანსური და საგადახდო ეკოსისტემის განვითარებაში“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება დაასახელა. Visa ეროვნულ ბანკს საქართველოს საგადახდო ბაზრის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას აწვდის, რაც ბაზრის მიმდინარე ტენდენციების ანალიზსა და შეფასებას უწყობს ხელს.შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში, დიანა კიღურაძემ. მისი ინფორმაციით Visa-ს გლობალურ ქსელს უნიკალურ შესაძლებლობა გააჩნია, რომელიც კომპანიას სხვადასხვა ბაზარზე მომხმარებელთა ქცევის, ხარჯვისა და მოგზაურობის ჩვევების ცვლილებაზე დაკვირვებისა და ამ ტენდენციების გაანალიზების საშუალებას იძლევა. „მთავარი ღირებულება მონაცემებსა და იმ ცოდნაშია, რომელსაც მათი ანალიზის შედეგად ვიღებთ. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გლობალური ტენდენციები ადგილობრივი ბაზრის კონტექსტში განვიხილოთ და უკეთ გავიაზროთ საქართველოში მიმდინარე ცვლილებები“, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ.სესიის მთავარი მომხსენებელი Visa-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის მთავარი ეკონომისტი მოჰამედ ბარდასტანი იყო. მან მონაწილეებს გლობალური და რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივები, მომხმარებელთა დანახარჯების დინამიკა და რეგიონისა და მსგავსი ეკონომიკური მახასიათებლების მქონე ბაზრებთან შედარებით საქართველოს ძლიერი პოზიცია გააცნო. „საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები რეგიონული და გლობალური ცვლილებების უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. კომერციისა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად იცვლება მომხმარებელთა ქცევა და მოლოდინები, რაც ბაზარზე ახალ დინამიკასა და შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს შედარებაა რეგიონისა და მსგავსი მახასიათებლების მქონე ბაზრებთან გვეხმარება, უკეთ შევაფასოთ, სად ვართ დღეს და რა ფაქტორებმა შეიძლება განსაზღვროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემდგომი მიმართულებები“, - აღნიშნა მოჰამედ ბარდასტანიმ.საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას აგრძელებს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, გლობალური და რეგიონული ეკონომიკური ტენდენციების გაანალიზებას, საგადახდო ბაზრის განვითარებასა და მომხმარებელთა ინტერესებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას.
1793954357
FT-ის შეფასებით, თანამდებობის დატოვების ყველაზე მაღალი რისკის წინაშე პიტ ჰეგსეთი დგას. ის ირანთან არაპოპულარული ომის სახე იყო ამერიკელი საზოგადოებისთვის. პენტაგონში მისმა რეფორმამ კი უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის რესპუბლიკელებშიც. ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ჰეგსეთის შენარჩუნებას აპირებს, თუმცა აღიარა, რომ მას თავდაცვის მდივნის შეცვლისკენ მოუწოდებენ.გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სიუზან უაილსმა სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. მან ვერ შეძლო პრეზიდენტის დარწმუნება იმ ზომების მიღებაში, რომლებიც ინფლაციაზე ირანის კონფლიქტის გავლენას შეამცირებდა.FT-ის თანახმად, ვენსმა პოპულარობის ნაწილი მას შემდეგ დაკარგა, რაც ოჰაიოს გუბერნატორის არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის სკანდალურ სარეკლამო კამპანიას დაუჭირა მხარი. თავად ვენსმა არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის მიზეზად ირანთან ომი დაასახელა.აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობისთვის ვენსის პოტენციურ კონკურენტად განიხილება. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტმა რუბიოს შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ცნობებს „ყალბი ამბები“ უწოდა.
1793952467
27-28 ოქტომბერს თბილისი ფინანსურ სამიტს მასპინძლობს
1793005528
ბანკები კაპიტალზე უკუგებით - TOP 7
1793111171
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
სებ-მა სავალუტო რეზერვები $248.5 მლნ-ით შეავსო
1793017974
ბექტუროვი საქართველოს როლზე ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ფინანსურ...
1793180988












