სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვირტუალური აქტივების მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით.ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ სექტორის განვითარებასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების არსებობას, არამედ ეფექტიანი ზედამხედველობისა და მათი აღსრულების უზრუნველყოფას.მისიის განცხადებაში ასევე შეფასებულია საქართველოს ფინანსური სექტორის მდგომარეობა. სსფ-ის თანახმად, ქვეყნის საფინანსო სექტორი ჯანსაღია, საბანკო სისტემაში კაპიტალიზაციის, მომგებიანობისა და ლიკვიდურობის მაჩვენებლები მაღალია, ხოლო ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. თუმცა, მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, დოლარიზაცია კვლავაც საყურადღებოდ რჩება. „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვირტუალური აქტივების მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების კუთხით. სექტორის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ზედამხედველობა და აღსრულება, მათ შორის - ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართული მყარი დამცავი მექანიზმების განხორციელება ", - ნათქვამია სსფ-ის მისიის განცხადებაში.აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, საქართველოში ვიზიტი 9-13 ნოემბერს გამართა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა და რეფორმების მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაფასა.
1794655818
სსფ-ის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კოლეგიალურობის პრინციპს ნერგავს, ასევე აძლიერებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ადგილმონაცვლეობის მექანიზმსა და საბჭოს წევრობის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს.ამასთან, სავალუტო ფონდის მისია მიესალმება საქართველოს ეროვნული ბანკის განზრახვას, გადაწყვეტილებების მიღების კოლეგიალური მოდელი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის საქმიანობაშიც დაინერგოს.სსფ ასევე მოუწოდებს შესაბამის მხარეებს, მიიღონ ზომები ეროვნული ბანკის საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობის მუდმივად შესანარჩუნებლად, რაც ფონდის მიერ ადრე გაცემულ რეკომენდაციებს შეესაბამება.„ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ბოლოხანს შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს. ეს ცვლილებები ნერგავენ კოლეგიალურობის პრინციპს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას, აძლიერებენ სებ-ის საბჭოს წევრების ადგილმონაცვლეობის მექანიზმს და საბჭოს წევრობის კვალიფიკაციის კრიტერიუმებს. სსფ-ს მისია მიესალმება ეროვნული ბანკის განზრახვას გადაწყვეტილების მიღების კოლეგიალური მოდელი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც დაინერგოს. ამასთან მოვუწოდებთ მიიღონ ზომები, რომ სებ-ის საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობა მუდმივად იქნას შენარჩუნებული, ადრე გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად", - ნათქვამია სსფ-ის მისიის განცხადებაში.აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, საქართველოში ვიზიტი 9-13 ნოემბერს გამართა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა და რეფორმების მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაფასა.
1794655625
განახლებული მაგისტრალური მილის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, ხვალ, 15 ნოემბერს, დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 ნოემბერს, დღის 12:00საათიდან, 16 ნოემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:რუსთაველის გამზირს. გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ.აბაშიძის, ჯორჯაძის, ვ.აბაშიძის, რ.ლაღიძის, მესხიას, ზანდუკელი, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ბოცვაძის, ახვლედიანის, ეკალაძის, უშანგი ჩხეიძის, მარჯანიშვილის N1-13, N2-22, თაბუკაშვილის ქუჩა N25-51, N30-48, კოსტავას გამზ. N1-25, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, ნიკო ნიკოლაძის N 1, 3, 5, N2-4, მიხეილ ჯავახიშვილის,ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ჟორდანიას, ჭანტურიას, ზალდასტანიშვილის, სეფერთელაძის, სარაჯიშვილის, აბაკელიას; ცხემის შესახვევს და ჩიხს, რიწის ქუჩა N1-5, ალ.ჭავჭავაძის, ზაალ ქიქოძის, სულიკო ჟღენტის, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, 8 მარტის, ბორბალოს, არსენას, ალ. ჭავჭვაძის, ბესიკის, მთაწმინდის, კოტეტიშვილის, თხინვალის და სულიკო ჟღენტის ქუჩებს, ვეძინის, თორაძის, ხოშტარიას, ა. ქუთათელაძის, ჯუღელის, მერაბ კოსტავას 1 შესხვევს, კოტე მესხის, ვეძინის, ელიზბარ ზედგენიძის, გიორგი გიგაურის ქუჩებს, ალ.ჭავჭავაძის I , II ჩიხის და შესახვევს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge.
1794655450
„ეს პროექტი ანაკლიის პორტს არსებულ სარკინიგზო მაგისტრალთან დააკავშირებს. პროექტი ასევე მოიცავს ახალ სატვირთო სადგურს, რომელიც იქნება 11–ლიანდაგიანი. ხაზი იქნება სრულად ელექტრიფიცირებული და ჩვენ მოვახდენთ ამ ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურით პირდაპირ კავშირს ანაკლიის პორტთან“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ამბობს, ახალი სარკინიგზო ხაზი სოფელ ხამისკურთან არსებული სარკინიგზო მაგისტრალიდან დაიწყება და ანაკლიის ნავსადგურამდე მივა. ასევე დაგეგმილია ანაკლიაში ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა და ხობის სადგურის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია.პროექტის ღირებულება დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარია და ის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სამუშაოების დასრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეა.ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ხაზი ქვეყნის სატრანსპორტო სისტემისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მისი ამოქმედება ,,შუა დერეფანში" საქართველოს როლს კიდევ უფრო გააძლიერებს.
1794654511
მისიის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მიღებული ინფორმაცია, შეჯამებულია ვიზიტის დასასრულს გამოქვეყნებულ პრესრელიზში და ხაზგასმულია, რომ მიუხედავად გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასებისა, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ინარჩუნებს მის წინა პროგნოზებს და 2026 წელს ეკონომიკის ზრდას 7.2 პროცენტის, ხოლო 2027 წელს 5.7 პროცენტის ფარგლებში მოელის, რაც გულისხმობს, რომ ზრდა საშუალოვადიან პოტენციურ, 5-პროცენტიან ზრდის ტემპს თანდათან უახლოვდება და თავის მხრივ, თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პროგნოზებთან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის განცხადებაში, ასევე, დადებითად არის აღნიშნული საქართველოს საგარეო პოზიციის გაძლიერება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდა, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და გარე შოკების მიმართ მედეგობის გაძლიერებას უწყობს ხელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, კიდევ ერთხელ, აღნიშნა, რომ ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა კვლავაც გონივრულად იმართება. მათი პროგნოზით, 2026 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 1.5 პროცენტის დონეზე იქნება, რაც თავდაპირველ პროგნოზზე დაბალია და მათ შორის, შემოსავლების მაღალი მაჩვენებლითაა განპირობებული, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 33 პროცენტამდე დაიკლებს. 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, კი ითვალისწინებს დეფიციტს მშპ-ის 2.5%-ის ოდენობით, რაც ითვალისწინებს სოციალური ხარჯების, საჯარო სექტორის ხელფასებისა და კაპიტალური ინვესტიციების ზრდას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მორიგი ვიზიტი „მეოთხე მუხლის კონსულტაციების" ფარგლებში დაგეგმილია 2027 წლის აპრილში. შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ. ნინო მიქელაძე და ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ. სიმონ ედიშერაშვილი.
1794644280
გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა. ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, ფასებზე ზეწოლამ ბოლო ხანს გაფართოება დაიწყო, რამაც შეიძლება საჭირო გახადოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. მაკროეკონომიკური პოლიტიკა ფრთხილი უნდა დარჩეს სამიზნეზე მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი გაურკვევლობის გათვალისწინებით. ცენტრალური ბანკისა და სახელმწიფო საწარმოების მართვის სფეროში შემდგომი პროგრესი, პროდუქტიულობის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნის რეფორმებთან ერთად, ხელს შეუწყობს ზრდის მდგრადობას და ინკლუზიურობას. ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 2026 წლის 13 ნოემბერი: ამა წლის 9-13 ნოემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) მისიამ ბატონი ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით თბილსში შეხვედრები გამართა ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების და რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესის შესაფასებლად. ვიზიტის დასასრულს ბატონმა ჰაიდენბერგმა განაცხადა შემდეგი:საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის და ენერგომატარებლების მაღალი ფასის მიუხედავად. 2026 წლის იანვარსექტემბერში რეალური მშპ 7.4 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკურ საქმიანობაში წამყვანია საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, და ვაჭრობის სექტორები, თუმცა ბოლო თვეებში ზრდის ტემპის მოდერაცია შეიმჩნევა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ტურიზმიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავლებზე და მთლიან ეკონომიკაზე დღეის მდგომარეობით მხოლოდ შეზღუდული გავლენა მოახდინა, თუმცა, ტურისტების ვიზიტები უშუალოდ ომთან დაკავშირებული ქვეყნებიდან შემცირდა. 2025 წელს 7.5 პროცენტით ზრდის შემდგომ, 2026 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 7.2 პროცენტია, ხოლო 2027-ში 5.7 პროცენტი, რაც ნიშნავს რომ ზრდის ტემპი თავის საშუალოვადიან პოტენციურ, 5 პროცენტიან, ზრდის ტემპს თანდათან მიუახლოვდება.ინფლაცია 2025 წლის მარტის შემდგომ საქართველოს ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს აღემატება; ხოლო 2026 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9 პროცენტს მიაღწია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ენერგომატარებლების გაზრდილი ფასები ინფლაციის ძირითადი მამოძრავებელია, ინფლაციური წნეხი გაფართოვდა. საბაზო ინფლაციამ ოქტომბერში 4 პროცენტი შეადგინა, სადაც ვაჭრობადი საქონლის ინფლაცია იზრდება და მომსახურების სფეროს მომატებული ინფლაცია ნარჩუნდება. ენერგომატარებლების ფასის ზრდის ეფექტის გალევასთან ერთად ინფლაციის ტემპი შემცირდება, მაგრამ, ახლო მომავალში, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) თარგეთს ზევით შენარჩუნდება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტამდე ამა წლის მაისში გაზარდა და მას შემდეგ იგივე დონეზე შეინარჩუნა. თუ ინფლაცია ადრე ნავარაუდევზე მეტად გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იქნება საჭირო ინფლაციის თარგეთთან დასაბრუნებლად. მონეტარული პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ მეორე რაუნდ ის ეფექტები და ინფლაციის მოლოდინები.საქართველოს საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. 2026 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 2.5 პროცენტამდე შემცირდა, ძლიერი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის ექსპორტის და მთლიანი იმპორტის ნაკლებ ინტენსიური ზრდის გამო. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო სავალუტო რეზერვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ოქტომბრის ბოლოსთვის 8.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რამეთუ საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს უცხოური ვალუტის შესაძლებლობისთანავე შესყიდვებს, ძლიერი მიმდინარე ანგარიშის ბალანსის და დიდი ფინანსური შემოდინებების პირობებში. რეზერვების დაგროვებისადმი არსებული მიდგომა შეეფერება გარეშე შოკების მიმართ მედეგობის ზრდის მიზანს და ხელს უწყობს ბაზრის ნდობას და გაცვლითი კურსის მოქნილობას.ეკონომიკის პერსპექტივის გარშემო გაურკვევლობა მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება. ახლო აღმოსავლეთში ომის განახლებულმა ესკალაციამ შესაძლოა ენერგომატარებლების და სურსათის ფასები გაზარდოს და ტურიზმი შეაფერხოს. შიდა პოლიტიკურმა დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვამ შესაძლოა ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს. უკრაინაში ომის დასრულებამ შესაძლოა განამტკიცოს რეგიონული სტაბილურობა, ნდობა და სავაჭრო პერსპექტივები, თუმცა, ამავდროულად, შესაძლოა უკუმიმართულება მისცეს მიგრაციულ და ფინანსურ ნაკადებს, რომლებმაც ხელი შეუწყო ეკონომიკის ზრდას ბოლო წლების განმავლობაში. მეორეს მხრივ, ინვესტიციების გააქტიურებამ - მათ შორის, უძრავი ქონების მსხვილი პროექტების ფარგლებში, - შესაძლოა მეტად წაახალისოს ეკონომიკური აქტივობა.ფისკალური პოლ იტიკა კვლავაც გონივრულად იმართება. 2026 წელს ბიუჯეტის დეფიციტიმშპ-ს 1½ პროცენტის დონეზე იქნება, სახელმწიფო ვალი მშპ-ს 33 პროცენტამდე დაიკლებს. ბიუჯეტით გათვალისწინებულზე დაბალი დეფიციტი განპირობებულია შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებითა და კაპიტალური ხარჯების აუთვისების დაგვიანებით, ისევე როგორც 2025 წელს, რითაც სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელება გვიანდება. 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს დეფიციტს მშპ-ს 2,5%-ის ოდენობით და გულისხმობს სოციალური ხარჯების, საჯარო სექტორის ხელფასების და კაპიტალური ინვესტიციების ზრდას. შესყიდვების კონტრაქტების დახვეწა და პროექტების მზაობის უკეთესი მაჩვენებელი ხელს შეუწყობს 2027 წელს კაპიტალური ბიუჯეტის უფრო დროულ შესრულებას, თუმცა განხორციელების რისკები ნარჩუნდება. ენერგომატარებლების გაზრდილი ფასების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს მიზნობრივი, იცავდეს მოწყვლად ოჯახებს და არ გულისხმობდეს ისეთ ფართომასშტაბიან ჩარევებს, რომლებიც გაზრდის ფისკალურ ხარჯებს და შეცვლის ფასების სიგნალს ბაზრისთვის.საფინანსო სექტორი ჯანსაღია, ბანკები კაპიტალიზაცია, მომგებიანობა, ლიკვიდურობა მაღალია, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, დოლარიზაცია კვლავაც ფინანსური მოწყვლადობის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. ამასთან, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების, მათ შორის იპოთეკური სესხების ბოლოდროინდელი ზრდა ყურადღებას საჭიროებს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვირტუალური აქტივების მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების კუთხით. სექტორის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ზედამხედველობა და აღსრულება, მათ შორის - ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართული მყარი დამცავი მექანიზმების განხორციელება.ბოლო პერიოდის ძლიერ ზრდას თან ახლდა შრომის ბაზრის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, თუმცა დასაქმების დონე, მსგავს ქვეყნებთან შედარებით, კვლავ დაბალია, ხოლო ბევრ დასაქმებულს ჯერ კიდევ არ მიუღია სარგებელი უფრო პროდუქტიულ საქმიანობაში ჩართვით.უნარების შეუსაბამობის შემცირება, პროფესიული განათლებისა და დასაქმების სერვისების გაუმჯობესება, უკეთეს სამუშაო ადგილებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. ზოგადად, რეფორმები, რომლებიც მიმართულია პროდუქტიულობის ამაღლების, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და კერძო სექტორში პროდუქტიული ინვესტიციების წახალისებისკენ, ხელს შეუწყობს მეტად ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ბოლო ხანს შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს. ეს ცვლილებები ნერგავენ კოლეგიალურობის პრინციპს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას, აძლიერებენ სებ-ის მმართველი საბჭოს წევრების ადგილმონაცვლეობის მექანიზმს და საბჭოს წევრობის კვალიფიკაციის კრიტერიუმებს. სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას გადაწყვეტილების მიღების კოლეგიალური მოდელი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც დაინერგოს. ამასთან მოვუწოდებთ მიიღონ ზომები, რომ სებ-ის მმართველ საბჭოში არამმართველი წევრების უმრავლესობა მუდმივად იქნას შენარჩუნებული, ადრე გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.სახელმწიფო საწარმოების მონიტორინგსა და ფინანსურ ზედამხედველობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე დაყრდნობით, ახლახან მიღებული სახელმწიფო საწარმოების სამოქმედო გეგმა შემდგომი რეფორმების საფუძველს ქმნის. მნიშვნელოვანი იქნება მისი ეფექტიანი განხორციელება. კორპორაციული მართვისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად საჭირო იქნება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ უნდა იმუშოს ფინანსებზე წვდომის კუთხით ბაზრის ხარვეზების შემთხვევებში, და შექმნას ისეთი პირობები, რომ თავი აარიდოს კერძო დაფინანსების ჩანაცვლებას პროექტებში და ფისკალური რისკების შექმნას.გვსურს მადლობა გადავუხადოთ ხელისუფლებას და ყველა სხვა პარტნიორს გულითადი მასპინძლობისთვის და პროდუქტიული დისკუსიებისთვის. სსფ-ს მისია შეხვდა სებ-ის პრეზიდენტს ქალბატონ ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრს ბატონ ლაშა ხუციშვილს, ვიცეპრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და განვითარების პარტნიორების წარმომადგენლებს. 2026 წლის IV მუხლის კონსულტაცია დაგეგმილია 2027 წლის აპრილში. მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განაცხადს ვიზიტის მსვლელობისას მათი მიგნებების შესახებ. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლოა, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. ამ მისიის მიგნებები სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოზე არ განიხილება.
1794593520
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
1793619133
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
1 დეკემბრიდან ელექტრონული შესყიდვის აქტი ამოქმედდება
1793797714
საცხოვრებელი ფართების სამშენებლო ნებართვები 10%-ით შემცირდა - თიბისი კ...
1793617863
TBC 3Q26-სთვის თითო აქციაზე ₾1.75-ის დივიდენდს გადაიხდის
1793950298









