GE EN
სხვა სიახლეები
გამოვიდა ჟურნალ „მონეტარული ეკონომიკის“ მორიგი ნომერი

გეოპოლიტიკური შოკების გადაცემის ფინანსური და რეალური არხები: გლობალური ტენდენციები და საქართველოს შემთხვევა მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებაზე წვდომის შეზღუდვა: თეორიული საფუძვლები, გაზომვა და სახელმწიფო ინტერვენციის იერარქია საკრედიტო დერივატივები და სექიურიტიზაცია: სტრუქტურირებული ფინანსების ინსტრუმენტები, როგორც დაფინანსების ალტერნატიული არხი საქართველოსთვის სტაბილური ვირტუალური აქტივის მიმართ ნდობის ფორმირების ფაქტორები საქართველოში: ემპირიული კვლევის შედეგები სტატისტიკის წარმოების ინტეგრირებული მოდელი ცენტრალურ ბანკში: საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილება სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკა“ წარმოადგენს აკადემიურ რესურსს მონეტარული პოლიტიკით, საბანკო და, ზოგადად, ფინანსური სექტორით, ფინანსური ტექნოლოგიებითა და კაპიტალის ბაზრების განვითარებით დაინტერესებული მკითხველისთვის, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის. ჟურნალი ქმნის პლატფორმას პროფესიული, სიღრმისეული და არგუმენტირებული დიალოგისთვის.ეროვნული ბანკის პირველი ანალიტიკური ჟურნალი - „ბანკი“ - დაახლოებით 25 წლის წინ დაარსდა. მოგვიანებით გამოიცემოდა ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“. ამჯერად ჟურნალი განახლებული ფორმატით გამოდის, ქართულ და ინგლისურ ენებზე, სახელწოდებით „მონეტარული ეკონომიკა“.ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის რედაქცია გარე ავტორებისგან სტატიებს მიიღებს ელექტრონულ მისამართზე - [email protected](R)

1792400331

ექსპორტის მეოთხედი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 67.8% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი - $650.2 მლნ ჩინეთი - $583.1 მლნ აზერბაიჯანი - $566.7 მლნ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი - $2.18 მლრდ ჩინეთი - $1.74 მლრდ აშშ - $1.71 მლრდ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64.8% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი - $2.54 მლრდ ჩინეთი - $2.329.2 მლრდ რუსეთი - $2.21 მლრდ საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $1.52 მილიარდით, რაც მთელი ექსპორტის 24.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $811.8 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 13.2%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $464 მლნ-ით (7.5%).უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $2.65 მლრდ და მთელი იმპორტის 18.4% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $1.4 მლრდ-ით (იმპორტის 9.8%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული $526.8 მლნ-ით (იმპორტის 3.7%).

1792397528

თიბისი ემიგრანტებისთვის - რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მ...

ემიგრანტების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში სპეციალური გუნდია შექმნილი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებების შესაბამის საბანკო და არასაბანკო პროდუქტებს ქმნის, ხოლო უკვე არსებულს - მუდმივად ხვეწს და ავითარებს.თიბისიში, ემიგრანტებს, შემდეგი საბანკო პროდუქტებით შეუძლიათ სარგებლობა: დისტანციური საბანკო მომსახურება - ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის მომხმარებლები, დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე, 30 წამში, ინტერნეტ ან მობაილბანკის საშუალებით გახდნენ და ისარგებლონ ყველა არსებული პროდუქტითა და მომსახურებით. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ვიდეობანკის სერვისით სარგებლობა და რეგისტრაციის პროცესში, თიბისის წარმომადგენლის მხრიდან დახმარება; უფასო თიბისი ბარათი - ციფრული ბარათის აღება ინტერნეტ და მობაილბანკიდან, სრულიად უფასოდ, ზუსტად 30 წამშია შესაძლებელი. ბარათით შესაძლებელია ნებისმიერ POS ტერმინალზე, ასევე ონლაინ პლატფორმებზე გადახდა, უფასო გადარიცხვები ქართულ ბანკებში, კონვერტაცია სპეციალური კურსით. ასევე, კომუნალური გადახდები და გზავნილის ანგარიშზე გადარიცხვა; ანაბრები - ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გახსნან ანაბარი და სარგებლის დარიცხვისას, ისარგებლონ მაღალი საპროცენტო განაკვეთით; იპოთეკური სესხი - ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ იპოთეკური სესხით უძრავი ქონების შესაძენად, სახლის ასაშენებლად, ან გასარემონტებლად; ფულადი გზავნილები - ფულადი გზავნილების მიღება, გაგზავნა და განაღდება შესაძლებელია დისტანციურად, თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკიდან, სპეციალური პირობებით. განაღდებული გზავნილი მომენტალურად აისახება საბარათე ანგარიშზე. ასევე, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში შესაძლებელია გზავნილების ნაწილობრივ კონვერტაცია, რისთვისაც საქართველოში, საუკეთესო კურსით სარგებლობაა შესაძლებელი; მომენტალური გადარიცხვები უცხოური ბარათებიდან - ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, უცხოური ბანკების VISA და Mastercard ბარათებიდან თანხა თიბისის ანგარიშზე 24/7 რეჟიმში, მომენტალურად გადმოიტანონ, მარტივად და სრულად დისტანციურად. ,,ჩვენი მიზანია, ემიგრანტებისთვის, საბანკო მომსახურება მაქსიმალურად მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადოთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, ყოველდღიურად აქვთ ფინანსური სერვისებით სარგებლობის საჭიროება. სწორედ ამიტომ, ვქმნით და ვავითარებთ ისეთ პროდუქტებსა და მომსახურებას, რომლებიც მათ შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სრულფასოვნად მართონ საკუთარი ფინანსები, ისარგებლონ საბანკო პროდუქტებით და ყველა საჭირო მომსახურება დისტანციურად მიიღონ. გვინდა, უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ბანკთან ურთიერთობა დამატებითი ბარიერების გარეშე შეძლონ და თავი საქართველოსთან კიდევ უფრო ახლოს იგრძნონ”, - გიორგი ხომასურიძე, თიბისის ემიგრანტების სეგმენტის მიმართულების ხელმძღვანელი.სპეციალურად ემიგრანტებისთვის შექმნილი პროდუქტების და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/emigrants(R)

1792397038

ადგილობრივი ექსპორტის 20.3% ნავთობპროდუქტებზე მოდის - საქსტატი

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 62.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი - $566.8 მლნ რუსეთი - $523.2 მლნ თურქეთი - $323.1 მლნ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი $762.6 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 464 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.4%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები $239 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.4%).

1792396478

საბაჟო გამშვებ პუნქტებში 210 დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნ...

უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის დეტალური შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა 210 ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი  პრეპარატი.გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

1792394483

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გამსაღებელი უცხოელი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში, ჯამში, 35 000 აშშ დოლარის ოდენობის 350 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად ამოიღეს.

1792394121