GE EN
სხვა სიახლეები
მოიგეთ 10,000 ლარი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდისას - საქართველოს...

გათამაშება მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და გამარჯვებულები თითოეულ რეგიონში ცალ-ცალკე გამოვლინდებიან.მასში მონაწილეობა მარტივია - საქართველოს ბანკის ბარათით შესრულებული ყოველი გადახდა ერთ ბილეთს ნიშნავს და მომხმარებელი გათამაშებაში ავტომატურად ერთვება. თითოეულ მომხმარებელს დღეში მაქსიმუმ 10 ბილეთის დაგროვება შეუძლია, რაც მოგების შანსს ზრდის.კამპანია საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და მოიცავს ყველა იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სადაც საქართველოს ბანკის ბარათით გადაიხდი - მეტროს, ავტობუსს, მიკროავტობუსსა და საბაგიროს. გადახდა შესაძლებელია როგორც ფიზიკური და ციფრული ბარათებით, ისე Apple Pay-ითა და Google Pay-ით.კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, 18 წელს ზემოთ ყველა საქართველოს რეზიდენტს, რომლებსაც აქვთ საქართველოს ბანკის ბარათი, მათ შორის იმ მომხმარებლებსაც, რომლებიც შეღავათიანი სატრანსპორტო ტარიფით სარგებლობენ.21 დეკემბრამდე, გამარჯვებულები ყოველკვირეულად გამოვლინდებიან, რომლებიც 100 ლარიან სამგზავრო ბალანსს მიიღებენ. 25 დეკემბერს კი ფინალური გათამაშება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს 1,000 და 10,000 ლარის მოგების შესაძლებლობა ექნებათ. ჯამში, კამპანიის ფარგლებში 539 გამარჯვებული გამოვლინდება.ასე რომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას გადაიხადე საქართველოს ბანკის ბარათით და მიიღე შანსი, მოიგო 10,000 ლარი.გათამაშების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.(R)

1793982110

TBC უზბეკეთში სესხის უაქცეპტოდ ჩამოჭრის ახალი რეგულაციისთვის ემზადება

მისივე განმარტებით, საკრედიტო პორტფელის ზრდისა და დეპოზიტების ღირებულების აქტიური მართვის შედეგად, უზბეკეთში ჯგუფის წმინდა საპროცენტო მარჟა (NIM) მესამე კვარტალში აღდგა და 20%-ს გადააჭარბა.ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ჯგუფი აქტიურად აგრძელებს აქტივების ხარისხის მართვას და ემზადება სესხის დავალიანების ავტომატური ამოღების მექანიზმთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების ამოქმედებისთვის, რომლებიც 2027 წლის დასაწყისში უნდა შევიდეს ძალაში.პარალელურად, TBC უზბეკეთში ახალი პროდუქტების განვითარებასა და მომხმარებლების ბიზნესებთან დაკავშირებას აგრძელებს. მათ შორისაა სხვადასხვა ეკოსისტემის დამაკავშირებელი ლოიალობის პროგრამა Novvot.უზბეკეთის ცენტრალური ბანკის ახალი რეგულაციის თანახმად, 2027 წლის 10 იანვრიდან ბანკებს სესხის ან თავდებობის ვალდებულებების დასაფარად მომხმარებლის საბანკო ბარათებიდან მისი დამატებითი თანხმობის გარეშე თანხის ჩამოჭრისას გარკვეული მინიმალური ნაშთის შენარჩუნება მოუწევთ. კერძოდ, მომხმარებლის ყველა საბანკო ბარათზე ჯამურად უნდა დარჩეს შრომის მინიმალური ანაზღაურების არანაკლებ 50%-ის ოდენობის თანხა. ამჟამინდელი მაჩვენებლით, ეს თანხა 680,000 უზბეკურ სუმს შეადგენს. რეგულაციის მიზანია, ავტომატური ჩამოჭრის შედეგად მომხმარებელი ყოველდღიური აუცილებელი საჭიროებებისთვის საჭირო მინიმალური ფინანსური რესურსის გარეშე არ დარჩეს.ცენტრალური ბანკის ახალი რეგულაციის თავდაპირველ განმარტებაში პირდაპირ არის მითითებული გამონაკლისებიც. 680,000 სუმის დაცვის მოთხოვნა არ ვრცელდება ბარათებზე, რომელთა სავალდებულო რეკვიზიტებიც მითითებულია საკრედიტო ან თავდებობის ხელშეკრულებაში და ბარათებზე, რომლებიც დავალიანების დასაფარად ბანკის მობილურ აპლიკაციას უკავშირდება.აქამდე უზბეკეთში სესხის დასაფარად მომხმარებლის საბანკო ბარათიდან თანხის ავტომატურად, დამატებითი თანხმობის გარეშე ჩამოჭრა შესაძლებელი იყო, თუ ეს შესაბამისი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.თუმცა, გარკვეული შეზღუდვა უკვე არსებობდა უზბეკური საგადახდო სისტემის UZCARD-ის  მიერ - 2026 წლის 15 აპრილიდან UZCARD-ის სისტემაში ავტომატური, უაქცეპტო ჩამოჭრისას ბარათზე მინიმუმ 3 საბაზო საანგარიშო ერთეულის (БРВ - საბაზისო საანგარიშო სიდიდეს, რაც უზბეკეთში კანონით განსაზღვრული საანგარიშო ერთეულია, რომლითაც გამოითვლება სხვადასხვა მოსაკრებელი, ჯარიმა და ფინანსური ვალდებულება) ოდენობის თანხა ხელუხლებელი უნდა დარჩენილიყო. იმ დროისთვის ეს 1.32 მილიონ სუმს შეადგენდა. თუმცა, ეს შეზღუდვა არ ვრცელდებოდა იმ ბარათებზე, რომელთა რეკვიზიტებიც მომხმარებელმა თავად მიაწოდა ბანკს და OTP კოდით დაადასტურა, ან რომლებიც ბანკის აპლიკაციაში ჰქონდა მიბმული დავალიანების დასაფარად.

1793981680

სალიზინგოების პორტფელი მილიარდს მიუახლოვდა

01.11.2026–ის მდგომარეობით, ლიზინგის პორტფელი 936 მლნ ლარამდეა გაზრდილი.მთლიანად, კრედიტინფოს ბაზაში, უკვე 2 მლნ-ზე მეტი აქტიური მსესხებლის (ბანკის, მისოს, სგს, მიკრობანკის...) სასესხო ჩანაწერია და ბანკების დაბანდებაზე მოდის ჯამური პორტფელის (₾ 83.7 მლრდ) 92.6% - ₾77.5 მლრდ. სალიზინგო ბაზარზე რამდენიმე აქტიური კომპანიაა, ძირითადად  ბანკის შვილობილები: TBC ლიზინგი, BB ლიზინგი, ტერალიზინგი, კრისტალი, ალიანს ჯგუფი.  ასევეა მსხვილი საავტომობილო ჯგუფის, თეგეტა ლიზინგი.

1793970987

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპ...

შეხვედრის ფარგლებში დისკუსია გაიმართა კომპანიის ფინანსების გამჭვირვალობისა და გამართული ბუღალტერიის მნიშვნელობაზე და იმ ფაქტორებზე, რომლებიც ბიზნესს პოტენციური დამფინანსებლებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ფინანსური დაგეგმვის, კრიზისული სიტუაციების მართვისა და მოლაპარაკებების პროცესში კომპანიის პოზიციების გაძლიერების შესახებ.ბიზნეს 360˚ საქართველოს ბანკის ბიზნესმიმართულების პლატფორმაა, რომელიც საგანმანათლებლო ინიციატივებს, პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებთან აერთიანებს. პლატფორმის ფარგლებში ბანკი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს რეგულარულად მართავს.

1793970216

NBG -მ და Visa-მ გლობალური ტენდენციები განიხილეს

მონაწილეებმა გლობალური და რეგიონული მაკროეკონომიკური პროცესები, მომხმარებელთა დანახარჯების ტენდენციები და საქართველოს ბაზრის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა Visa-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საგადახდო ეკოსისტემის განვითარებაში.„საერთაშორისო საბარათე სქემებს ქართულ ბაზარზე მყარი პოზიციები აქვთ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის საგადახდო ეკოსისტემის უწყვეტ განვითარებაში. ჩვენ დიდად ვაფასებთ Visa-სთან თანამშრომლობას და კომპანიის უწყვეტ ჩართულობას საქართველოს ფინანსური და საგადახდო ეკოსისტემის განვითარებაში“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება დაასახელა. Visa ეროვნულ ბანკს საქართველოს საგადახდო ბაზრის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას აწვდის, რაც ბაზრის მიმდინარე ტენდენციების ანალიზსა და შეფასებას უწყობს ხელს.შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში, დიანა კიღურაძემ. მისი ინფორმაციით Visa-ს გლობალურ ქსელს უნიკალურ შესაძლებლობა გააჩნია, რომელიც კომპანიას სხვადასხვა ბაზარზე მომხმარებელთა ქცევის, ხარჯვისა და მოგზაურობის ჩვევების ცვლილებაზე დაკვირვებისა და ამ ტენდენციების გაანალიზების საშუალებას იძლევა. „მთავარი ღირებულება მონაცემებსა და იმ ცოდნაშია, რომელსაც მათი ანალიზის შედეგად ვიღებთ. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გლობალური ტენდენციები ადგილობრივი ბაზრის კონტექსტში განვიხილოთ და უკეთ გავიაზროთ საქართველოში მიმდინარე ცვლილებები“, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ.სესიის მთავარი მომხსენებელი Visa-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის მთავარი ეკონომისტი მოჰამედ ბარდასტანი იყო. მან მონაწილეებს გლობალური და რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივები, მომხმარებელთა დანახარჯების დინამიკა და რეგიონისა და მსგავსი ეკონომიკური მახასიათებლების მქონე ბაზრებთან შედარებით საქართველოს ძლიერი პოზიცია გააცნო. „საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები რეგიონული და გლობალური ცვლილებების უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. კომერციისა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად იცვლება მომხმარებელთა ქცევა და მოლოდინები, რაც ბაზარზე ახალ დინამიკასა და შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს შედარებაა რეგიონისა და მსგავსი მახასიათებლების მქონე ბაზრებთან გვეხმარება, უკეთ შევაფასოთ, სად ვართ დღეს და რა ფაქტორებმა შეიძლება განსაზღვროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემდგომი მიმართულებები“, - აღნიშნა მოჰამედ ბარდასტანიმ.საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას აგრძელებს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, გლობალური და რეგიონული ეკონომიკური ტენდენციების გაანალიზებას, საგადახდო ბაზრის განვითარებასა და მომხმარებელთა ინტერესებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას.

1793969783

ჯივიპი რუსთავში იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციას...

მიმდინარე გადაერთებით სამუშაოებს ადგილზე ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ლოჩოშვილი გაეცნენ.„იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია ჯივიპის მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო პროექტია, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების 1.5 კილომეტრამდე სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი სრულად განახლდა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. სწორედ ახლა მიმდინარეობს განახლებულ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები. პროცესის მაქსიმალურად ოპერატიულად წარმართვის მიზნით, ჩვენი ტექნიკური ჯგუფები 8 სხვადასხვა ლოკაციაზე, პარალელურ რეჟიმში მუშაობენ. სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შევასრულებთ, რათა პროცესი უმოკლეს ვადებში დასრულდეს და მოსახლეობას წყალმომარაგება დროულად აღუდგეს", - თეიმურაზ ლოჩოშვილი, GWP-ის საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი.„ყველა პროექტი, რომელიც ქალაქის წყალმომარაგებას აუმჯობესებს, ჩვენი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე იაღლუჯზე მდებარე ერთ-ერთი მთავარი რეზერვუარის შემავსებელი 1.5 კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელი განახლდა და გაიზარდა მილის დიამეტრიც, რაც რუსთავის სტაბილურ და შეუფერხებელ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს", - ბესიკ ტოგონიძე, ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე.განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, მაგისტრალურ მილზე სამუშაოები 6 ნოემბრის ღამის 03:00 საათიდან აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც აღნიშნული სამუშაოების გამო წყალმომარაგება დროებით შეზღუდული აქვს, წყლის მიწოდება 7 ნოემბრის დილის 07:00 საათიდან სრულად აღუდგება.(R)

1793968733