GE EN
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, AI ეპოქის შესაძლებლობე...

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერებმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.დისკუსიას Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა რობაქიძე უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში სპიკერები იყვნენ: მარიამ ჯანჯღავა - AI Products Owner ელენე გაბელაია - პროექტის ანალიტიკოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) თეო ზანგურაშვილი - CEO, Comm School ანა ხოსიტაშვილი - კონტენტ კრეატორი სპიკერებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროს, რა შესაძლებლობებს ქმნის ტექნოლოგიური პროგრესი და როგორ აისახება ეს დასაქმების ბაზარზე. მათ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ყურადღება გაამახვილეს იმ ცოდნასა და უნარებზე, რომლებიც AI-ის ეპოქაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციის მნიშვნელობასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას.საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, რომლებიც ცოდნის გაზიარებას, ახალი უნარების განვითარებასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებას ემსახურება.საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

1794494658

არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანებს სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. შესაბამისად, ბანკისთვის „არ გაჩერდე“ მხოლოდ გზავნილი არ არის - ეს არის ფილოსოფია, რომელიც მის საქმიანობასა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს.ამ ხედვის ნაწილია სპორტისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, რათა ხელი შეუწყოს მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში; სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ეროვნული ოლიმპიური ნაკრების, საფეხბურთო ნაკრების და საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.ამასთან, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ და შემოქმედებით ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს თვითგამოხატვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის სივრცეს უქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.თითოეული ეს ინიციატივა ერთი საერთო მიზნის ნაწილია - ადამიანებს ჰქონდეთ მეტი რესურსი, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოონ და მიაღწიონ იმას, რაც შესაძლოა, აქამდე მიუღწევლად მიაჩნდათ.სწორედ ამიტომ, „არ გაჩერდე“ ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი, გაბედოს მეტი და მიაღწიოს მეტს.არ გაჩერების ისტორიების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს argacherde

1794490367

აბუ-დაბის მოლაპარაკებების დასრულებიდან რამდენიმე საათში რუსეთმა უკრაინ...

უკრაინული მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ 94 დრონი ჩამოაგდო, თუმცა რაკეტების განეიტრალება ვერ მოხერხდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრები გაჩნდა რივნესა და ჟიტომირის ოლქებშიც. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აიღო და განაცხადა, რომ სამიზნე დრონების საწარმოო ობიექტები და ელექტროქვესადგურები იყო. თავის მხრივ, მოსკოვმა განაცხადა, რომ ღამით რვა რეგიონის თავზე დაახლოებით 70 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.ორმხრივი იერიშები წინ უსწრებდა აშშ-ის შუამავლობით გამართული სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულებას. მართალია, მხარეები სამხედრო ტყვეთა მორიგ მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა ტერიტორიებისა და მომავალ მოლაპარაკებებში ევროპის ჩართულობის საკითხებმა მოლაპარაკებების მაგიდასთან მწვავე დებატები გამოიწვია.უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ შეხვედრას ერთ-ერთი ყველაზე რთული უწოდა და აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ მკაცრი მოთხოვნები წამოაყენა და კომპრომისისთვის მცირე სივრცე დატოვა. მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ უკრაინას „გამსკდარი აბსცესი“ უწოდა და განაცხადა, რომ „მათი მიწის თითოეული სანტიმეტრი დაბრუნდება“. უკრაინის ტერიტორიების მოთხოვნის გარდა, კრემლმა ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაც მოითხოვა.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერიტორიული საკითხი ბოლო რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, ამერიკელი შუამავლები კი ძირითადად დონბასის რეგიონთან დაკავშირებული დავის გადაჭრის სხვადასხვა გზაზე მუშაობდნენ. „მათ მიაჩნიათ, რომ ამ ომის შესაჩერებლად საკუთარი ტერიტორია უნდა დავტოვოთ. შეუძლებელია ჩვენთან ასე საუბარი, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება. ისინი სხვადასხვა ვარიაციის პოვნას ცდილობენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ ოთხშაბათს დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.მაღალჩინოსანმა წყარომ, რომელმაც POLITICO-სთან ანონიმურობის დაცვით ისაუბრა, განმარტა, რომ განხილული იდეებიდან ერთ-ერთი გულისხმობდა ომის შეჩერებას ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე, რის შემდეგაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილები ადმინისტრაციულად სხვა ოლქის იურისდიქციას დაექვემდებარებოდა. „თუმცა ეს დაახლოებით მილიონი სხვადასხვა იდეიდან მხოლოდ ერთ-ერთი იყო. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა ოდესმე აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად“, - დასძინა გამოცემის წყარომ.

1794487451

რას გვირჩევს Mr. Nutrition - საქართველოს ბანკი მშობლებს Nutrition Acad...

შეხვედრა 15 ნოემბერს, 12:00 საათზე, Republic Event Hall-ში (რესპუბლიკის მოედანი 6) გაიმართება.ღონისძიება Nutrition Academy of Georgia-ს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტარდება. დასწრება თავისუფალია და ის 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის არის განკუთვნილი.შეხვედრის მთავარი თემა ბავშვებში ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება იქნება. თორნიკე მშობლებს გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს და ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბავშვის კვების რაციონი და მისი საჭიროებები, ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელობა, ტკბილეულის გავლენა კვებით ჩვევებზე, საკვების ჯილდოდ გამოყენება და სადილის დროს ეკრანის მოხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშობლების როლს ბავშვის კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში. შეხვედრის მონაწილეები ასევე შეძლებენ, ნუტრიციოლოგს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან და კონკრეტულ საკითხებზე პასუხები მიიღონ.ინფორმაციისთვის თორნიკე ენუქიძე, იგივე Mr.Nutrition პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი და Nutrition Academy of Georgia-ს დამფუძნებელია.შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ფორმაში მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიუთითონ კითხვა ბავშვის კვებასთან დაკავშირებით, რომელსაც თორნიკე ენუქიძე შეხვედრისთვის წინასწარ მოამზადებს.რეგისტრაცია შესაძლებელია  ბმულზე.(R)

1794486764

EPC-ის სამიტზე საქართველო ევროპის უსაფრთხოების, უკანონო მიგრაციისა და...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი სამიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში ჩაერთვება, რომელიც ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას შეეხება.მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაური ისაუბრებს ევროპაში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, უკანონო მიგრაციისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე. საქართველო კი სამიტის ფარგლებში რამდენიმე განცხადებასა და დეკლარაციას შეუერთდება.„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ევროპაში დღეს არსებულ გამოწვევებზე. ეს შეეხება უკანონო მიგრაციას, ნარკოტიკებთან ბრძოლას და მიმდინარე ომს, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს ევროპის ეკონომიკაზე. საქართველო ასევე შეუერთდება რამდენიმე განცხადებასა და დეკლარაციას, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებასა და ნარკოტიკებთან ბრძოლას შეეხება“, — განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა დუბლინში.მისივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მესამე შეხვედრაში, სადაც საქართველო შესაბამის განცხადებას შეუერთდება. ასევე, ქვეყანა უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც შეუერთდება.უკრაინის ომი და რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებები - სამიტის მთავარი თემებიდუბლინში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში 45-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში რუსეთის ომია, ასევე ევროპის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული კამპანიები.სამიტის დღის წესრიგშია ევროპის კონკურენტუნარიანობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და მიგრაციაც. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს და უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს.სამიტის კონტექსტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ვაშინგტონის მცდელობა, რუსეთთან უკრაინის ომის დასრულების პარალელურად ევროპის უსაფრთხოების საკითხზეც მიაღწიოს შეთანხმებას.როგორც Axios-ი იუწყებოდა, აშშ-ის წარმომადგენლებმა რუსეთს ევროპასთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმების პროექტის მომზადება სთხოვეს. ვაშინგტონი მოსკოვისგან არა მხოლოდ მის მოთხოვნებს, მათ შორის ნატოს გაფართოებისა და აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის სამხედრო ყოფნის შეზღუდვის საკითხებზე, არამედ დეესკალაციის საპასუხო ნაბიჯების ჩამოყალიბებასაც ელოდება.გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი პუტინთან შეხვედრის შემდეგ მოსკოვის პოზიციის გასარკვევად და რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ევროპის მონაწილეობის საკითხის განსახილველად მუშაობას გააგრძელებენ.ვაშინგტონი აცხადებს, რომ ევროპისა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე რუსეთთან შეთანხმება არ შედგება და მოსკოვს ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე ვეტოს უფლება არ ექნება. თუმცა, აშშ-ის მიდგომას ევროპული მთავრობების ნაწილი უნდობლობით უყურებს.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა უარყო მოსაზრება, რომ ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა ომის დასრულების გზაა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი გააფრთხილა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, რომ მსგავსი ინიციატივა შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს, რადგან რუსეთი ომის შეჩერების ნიშნებს არ აჩვენებს.ევროპის უსაფრთხოება - დუბლინის სამიტის ფართო დღის წესრიგისამიტის მონაწილეები ასევე განიხილავენ ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისა და მიგრაციის საკითხებს. შეხვედრის ფარგლებში მოსალოდნელია რამდენიმე ერთობლივი განცხადების მიღებაც.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო სწორედ ამ პროცესში ჩაერთვება და შეუერთდება ევროპის უსაფრთხოების, ნარკოტიკებთან ბრძოლისა და უკანონო მიგრაციის შესახებ განცხადებებს.

1794479917

Axios: აშშ-მა რუსეთს ევროპასთან უსაფრთხოების ახალ შეთანხმებაში საკუთარ...

გამოცემის ინფორმაციით, წლების განმავლობაში რუსეთი ითხოვდა ისეთი ევროპული უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმებას, რომელიც შეზღუდავდა NATO-ს გაფართოებას და შეამცირებდა ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობას აღმოსავლეთ ევროპაში. წარსულში ვაშინგტონი ამ მოთხოვნებს უარყოფდა, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, მზად არის განიხილოს ისინი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ უფრო ფართო შეთანხმების ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ევროპის მრავალი ქვეყნის მთავრობა აშშ-ის ადმინისტრაციის ამ მიდგომას ღრმა უნდობლობით ეკიდება.პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, ხუთშაბათს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან, რათა ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ისინი ასევე ითხოვენ, რომ პუტინი დათანხმდეს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპელი წარმომადგენლების ჩართვას.ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის შესახებ აშშ-ის წინადადება აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო. წყაროების ცნობით, რუსმა მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრა იმიტომ დაიწყო, რომ მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არ უპასუხა მის 2021 წლის წერილს, სადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რუსეთის შეშფოთება იყო ჩამოყალიბებული. საპასუხოდ, კუშნერმა და უიტკოფმა რუსულ მხარეს განუცხადეს, რომ 2021 წლის შემდეგ მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა და შესთავაზეს ახალი პროექტის მომზადება, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა „სიმეტრიული ნაბიჯების“ გადასადგმელად არის მზად მოსკოვი კონფლიქტის დეესკალაციისა და ევროპის დასარწმუნებლად, რომ მომავალში თავდასხმას აღარ განახორციელებს.ამერიკულმა მხარემ ასევე მკაფიოდ აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხების სერიოზულად განსახილველად აუცილებელია მოლაპარაკებებში ევროპელების მონაწილეობა, რასაც რუსეთი აქამდე ეწინააღმდეგებოდა. ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილის დათმობა ევროპული მთავრობებისთვის უფრო მისაღებს გახდის ომის დასრულებამდე უსაფრთხოების ფართო შეთანხმების განხილვას. ამასთან, წყაროს თქმით, აშშ-მა ევროპელ პარტნიორებს გარკვევით უთხრა, რომ არ დათანხმდება რუსეთთან უსაფრთხოების შეთანხმებას, თუ მას ევროპა და უკრაინა არ შეუერთდებიან, და მოსკოვს ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე ვეტოს უფლება არ მიეცემა.მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა უარყო მოწოდებები ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის შესახებ, როგორც ომის დასრულების გზისა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი შაბათს გააფრთხილა ტრამპის ადმინისტრაცია, რომ შემოთავაზებული უსაფრთხოების ახალი გეგმა შესაძლოა „სახიფათო“ იყოს, რადგან რუსეთი ომის შეწყვეტის არანაირ ნიშანს არ ავლენს.

1794478346