სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკმა, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარმა სპონსორმა, დაიწყო კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“. მისი მიზანია პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ პროცესში ქართული ბრენდების ჩართვა, რათა პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? – საქართველოს ბანკის კამპანიას ახალი პარაჩემპიონები და ბრენდები უერთდებიანყოველ ოთხ წელიწადში ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა პარალიმპიადის დასრულების შემდეგ მათი ისტორიები და გამარჯვებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკმა, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარმა სპონსორმა, დაიწყო კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“. მისი მიზანია პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ პროცესში ქართული ბრენდების ჩართვა, რათა პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.კამპანიას ახალი პარაჩემპიონები ანა ჯაფარიძე, გიორგი ნიკოლაძე, ვლადიმერ ჭინჭარაული, აკაკი ჯინჭარაძე, საბა ბაღდავაძე, სანდრო მეგრელიშვილი უერთდებიან.კამპანიის ფარგლებში შექმნილ ფოტოსერიაში პარალიმპიელები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არიან გადაღებული, თუმცა თითოეულ ფოტოში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ნაცვლად კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ეს კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცა და მას უკვე პასუხი აქვს: კამპანიას დღეისათვის 20-მდე ბრენდი შემოუერთდა, რომლებმაც ცარიელი ადგილი შეავსეს და ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან გიგა ოჩხიკიძესთან, ნინა თიბილაშვილთან, ირმა ხეცურიანთან, გვანცა ზადიშვილთან, ნატა ოჩიგავასთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან და ზაკო მუშკუდიანთან პარტნიორობის სურვილი გამოთქვეს.საქართველოს ბანკი ახალ ბრენდებსაც ელოდება, რომლებიც ამ ეტაპზე შემოერთებულ პარალიმპიელ ჩემპიონებს დაუჭერენ მხარს.საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები კი ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ. სწორედ ამიტომ დავისახეთ მიზნად ამ კამპანიით მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. გვიხარია, რომ 20-მდე ბრენდმა უკვე უპასუხა ჩვენს კითხვას. პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით ბრენდები არა მხოლოდ საკუთარ კომუნიკაციას ხდიან უფრო საინტერესოს, არამედ ხელს უწყობენ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში. ვფიქრობთ, ეს მხოლოდ დასაწყისია“, – აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.ჩემპიონები მზად არიან. ახლა კვლავ ბრენდების ჯერია.კამპანიას ახალი პარაჩემპიონები ანა ჯაფარიძე, გიორგი ნიკოლაძე, ვლადიმერ ჭინჭარაული, აკაკი ჯინჭარაძე, საბა ბაღდავაძე, სანდრო მეგრელიშვილი უერთდებიან.კამპანიის ფარგლებში შექმნილ ფოტოსერიაში პარალიმპიელები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არიან გადაღებული, თუმცა თითოეულ ფოტოში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ნაცვლად კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ეს კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცა და მას უკვე პასუხი აქვს: კამპანიას დღეისათვის 20-მდე ბრენდი შემოუერთდა, რომლებმაც ცარიელი ადგილი შეავსეს და ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან გიგა ოჩხიკიძესთან, ნინა თიბილაშვილთან, ირმა ხეცურიანთან, გვანცა ზადიშვილთან, ნატა ოჩიგავასთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან და ზაკო მუშკუდიანთან პარტნიორობის სურვილი გამოთქვეს.საქართველოს ბანკი ახალ ბრენდებსაც ელოდება, რომლებიც ამ ეტაპზე შემოერთებულ პარალიმპიელ ჩემპიონებს დაუჭერენ მხარს.საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები კი ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ. სწორედ ამიტომ დავისახეთ მიზნად ამ კამპანიით მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. გვიხარია, რომ 20-მდე ბრენდმა უკვე უპასუხა ჩვენს კითხვას. პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით ბრენდები არა მხოლოდ საკუთარ კომუნიკაციას ხდიან უფრო საინტერესოს, არამედ ხელს უწყობენ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში. ვფიქრობთ, ეს მხოლოდ დასაწყისია“, – აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.ჩემპიონები მზად არიან. ახლა კვლავ ბრენდების ჯერია.(R)
1792161180
შეხვედრა ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, ცენტრალურ ბანკებს შორის პარტნიორობის გაღრმავება და ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციას, ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და იუანის წილის ეტაპობრივ ზრდას საქართველოს სავალუტო რეზერვებში.„ჩვენ საკმაოდ ხშირი კონტაქტი გვაქვს ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან, ძალიან აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები გვაკავშირებს. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ვაგრძელებთ ჩვენი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციას, ეტაპობრივად იზრდება იუანის წილი ჩვენს რეზერვებში და საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე იუანში დენომინირებულ აქტივებში ინვესტირებას. აქედან გამომდინარე, გვაქვს საკმაოდ კარგი პროგრესი და მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველი 2025 წლის მარტში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმია. დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიმართულებით, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას. მემორანდუმის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საერთაშორისო გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარება და ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების გაძლიერებაა. ამ მიმართულებით თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ტრანზაქციების ეფექტიანობის ზრდასა და ქართულ ფინანსურ სექტორში ახალი შესაძლებლობების გაჩენას.(R)
1792161120
ახალი მეტალის ბარათი აერთიანებს Wealth Management-ის პერსონალურ საბანკო გამოცდილებას, Visa-ს გლობალურ საგადახდო შესაძლებლობებთან, სერვისებსა და პერსონალიზებულ შეთავაზებებთან, რაც ხელს უწყობს ბანკის როგორც გამორჩეული პერსონალური საბანკო მომსახურების მქონე ორგანიზაციის პოზიციონირების გაძლიერებასა და მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების გაღრმავებას.Visa Infinite Private მეტია, ვიდრე უბრალოდ გადახდის საშუალება. ეს არის ურთიერთობის ახალი სტანდარტი და ფორმა, რომელიც სპეციალურად Wealth Management-ის მომხმარებლებისთვის შეიქმნა.მეტალის ბარათი გამოირჩევა თავისი უნიკალური დიზაინით, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში - მასზე გამოსახულია საქართველოს ბანკის ბრენდის სიმბოლო, ალაზნის ველის ლომი.Visa Infinite Private ასევე აერთიანებს გამორჩეულ გამოცდილებებსა და ექსკლუზიურ შეთავაზებებს სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის: დასვენება და მოგზაურობა; გართობა და გასტრონომია; შოპინგი, ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრება.აღსანიშნავია, რომ ახალი ბარათი მულტისავალუტოა და საქართველოში პირველად, მომხმარებლებს რვა ვალუტის ერთდროულად მართვის შესაძლებლობა ეძლევათ.27 ოქტომბრიდან ბარათები Wealth Management-ის იმ მომხმარებლებისათვის გაიცემა, რომლებსაც ბანკი ამ ექსკლუზიურ შესაძლებლობას პერსონალურად შესთავაზებს.Visa Infinite Private-ის წარდგენა კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ბანკის Wealth Management-სა და Visa-ს შორის არსებულ გრძელვადიან პარტნიორობაში. ორგანიზაციები ერთობლივად გააგრძელებენ ამ პროდუქტის განვითარებას Wealth Management-ის მომხმარებლებზე მორგებული სერვისებითა და გამორჩეული გამოცდილებებით, რითიც დროთა განმავლობაში მის ფასეულობას კიდევ უფრო გააძლიერებენ.„საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ჩვენი მომხმარებლებისთვის არა მხოლოდ ფინანსური სერვისის, არამედ საერთაშორისო სტანდარტის, გამორჩეული და პერსონალიზებული გამოცდილების შექმნა. Visa Infinite Private ბარათი ამ ხედვის გაგრძელებაა - პირველად მსოფლიოში შექმნილი ბარათი აერთიანებს ექსკლუზიურ შესაძლებლობებს და განსაკუთრებულ გამოცდილებებს, რომლებიც ჩვენი მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების სტილს ერგება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ ასეთი მასშტაბის ინოვაცია Visa-სთან პარტნიორობით სწორედ საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მომხმარებლებისთვის შეიქმნა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმ გზაზე, რომელსაც წლებია მივყვებით - შევქმნათ გამოცდილებები, რომლებიც არა მხოლოდ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ თავად განსაზღვრავს მათ“, - აღნიშნავს ვალერიან გაბუნია, პრემიუმ საცალო საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი.„საქართველოს ბანკის Wealth Management-ში ჩვენი მთავარი პრიორიტეტია კლიენტებთან ნდობაზე დაფუძნებული, გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება, მათი კაპიტალის მართვის პროცესში ინდივიდუალური მიდგომისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფა. განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ საქართველოს ბანკი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც Visa Infinite Private-ს წარადგენს. ეს გამორჩეული პროდუქტი ექსკლუზიურად ჩვენი Wealth Management-ის კლიენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. Visa Infinite Private-ის დანერგვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ - ქართველ და საერთაშორისო კლიენტებს საქართველოში შევთავაზოთ მსოფლიო დონის საბანკო მომსახურება, ინოვაციური გადაწყვეტილებები და მათ საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზე მორგებული ექსკლუზიური პრივილეგიები. ჩვენთვის ეს მხოლოდ ახალი პროდუქტის წარდგენა არ არის - ეს არის ჩვენი ამბიციის გამოხატულება, მუდმივად ავამაღლოთ Wealth Management-ის მომსახურების სტანდარტი და ჩვენს მომხმარებელებს მივცეთ პრიორიტეტული წვდომა ისეთ ინოვაციურ პროდუქტებსა და გამორჩეულ შესაძლებლობებზე, რომლებიც ჯერ კიდევ იშვიათობაა გლობალურ კერძო საბანკო სივრცეშიც კი“, - თეონა ბერია, Wealth Management-ის მიმართულების ხელმძღვანელი„ეს პარტნიორობა ასახავს Visa-ს გლობალური ინოვაციებისა და საქართველოს ბანკის Wealth Management-ის ბაზრის ექსპერტიზისა და მომხმარებლებთან სანდო ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობას. ჩვენ ერთობლივად ვაძლიერებთ პრემიუმ საბანკო მიმართულებას საქართველოში, ვქმნით კლიენტებთან ურთიერთობის ახალ შესაძლებლობებს და ვაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო პლატფორმის ადაპტირება ადგილობრივი ბაზრისთვის საჭირო ღირებულების შესაქმნელად“, - დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში.„Visa Infinite Private მარტივი იდეის გარშემო შეიქმნა: მივცეთ ჩვენს ყველაზე მომთხოვნ და ხარისხზე ორიენტირებულ კლიენტებს წვდომა ისეთ გამოცდილებებზე, რომლებიც გამორჩეული, განსაკუთრებულად სასურველი და ხშირად რთულად ხელმისაწვდომია. მოგზაურობიდან დაწყებული, ექსკლუზიური გასტრონომიით, საკულტო სპორტული ღონისძიებებითა და პრივილეგირებული შოპინგის გამოცდილებით დამთავრებული - ეს პროდუქტი მიზნად ისახავს ახალი შესაძლებლობებისა და დაუვიწყარი მომენტების შექმნას, რაც ბევრად სცდება ბარათების არსებულ და ტრადიციულ უპირატესობებს“, - აღნიშნავს გოდფრი სალივანი, Visa-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელი CEMEA-ს რეგიონში.გამორჩეული გამოცდილებისთვის.მხოლოდ Infinite.დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებ-გვერდს(R)
1792156494
მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ამბობს, რომ აღნიშნულ პირს არ იცნობს და სესხის გაცემაზე თანხმობას არ აცხადებს, მას კვლავ უკავშირდება სხვა პირი, რომელიც თავს ბანკის წარმომადგენლად ასაღებს. თაღლითი მომხმარებელს საბაბით ე.წ. „უსაფრთხოების პროცედურების“ გავლისკენ მოუწოდებს და პერსონალური და საბანკო მონაცემების, მათ შორის, SMS-ით მიღებული ერთჯერადი კოდის გაზიარებას სთხოვს. შედეგად, მომხმარებელი თავად გადასცემს თაღლითს პერსონალურ მონაცემებსა და საბანკო ციფრულ არხებში შესასვლელ ინფორმაციას, რის შემდეგაც თაღლითები მის სახელზე ონლაინ სესხს აფორმებენ და საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს ითვისებენ.როგორ უნდა დავიცვათ თავი? უპირელეს ყოვლისა დაიმახსოვრეთ: ბანკის წარმომადგენელი არასდროს დაუკავშირდება ბანკის მომხმარებელს და არ სთხოვს ტელეფონით პერსონალური, კონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარებას, როგორიცაა ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი, პაროლი და SMS-ით მიღებული ერთჯერადი კოდი არასოდეს გაუზიაროთ სხვებს ინტერნეტბანკსა და მობილბანკში შესასვლელი მონაცემები ან საბარათე ინფორმაცია, მათ შორის ბარათის სრული მონაცემები და უსაფრთხოების კოდი არასდროს მიჰყვეთ უცნობის ზარს, SMS-ს თუ ნებისმიერი სოციალური მედიის არხით მოწოდებას გადახვიდეთ მავნე ბმულზე, გააზიაროთ თქვენი საბანკო ან პერსონალური მონაცემები ყოველთვის ისარგებლეთ საბანკო დაწესებულების ოფიციალური ვებ-გვერდით და მასზე არსებული საკონტაქტო არხებით დაუკავშირდით თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი საბანკო ან პერსონალური მონაცემები თაღლითს გაუზიარეთ ან საეჭვო ვებგვერდზე შეიყვანეთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მომსახურე ბანკს, აცნობეთ მომხდარის შესახებ და იმოქმედეთ ბანკის მითითებების შესაბამისად
1792153934
წელს ღონისძიება 3 დღის განმავლობაში D30/10-1/11 კვლავ ExpoGeorgia-ს XI პავილიონში გაიმართება.დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება: გაეცნოს ახალ გამოცემებს; დაესწროს წიგნების პრეზენტაციებს; შეხვდეს ავტორებს და რაც მთავარია, შეიძინოს სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.ამასთან, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლები ისარგებლებენ სპეციალური შეთავაზებებით, მათ შორის: სტუდენტური ბარათით და sCool Card-ით გადახდისას იმოქმედებს 20% ქეშბექი (max 20 ლარი); PLUS ბარათით გადახდისას კი დაირიცხება 10-ჯერ მეტი PLUS ქულა . გახსოვდეთ, Student Card-ის და PLUS Card-ის შეთავაზება უნდა გაიაქტიუროთ მობილბანკში. sCool Card-ის შეთავაზება კი sCoolApp-ში
1792152341
თუ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით ჯერ არასოდეს გისარგებლიათ, 18 ოქტომბერს, City Mall-ის საბურთალოსა და გლდანის ფილიალებში პარტნიორ ობიექტებში გადახდისას, თანხის 30%-ს დაიბრუნებთ. (მაქსიმუმ 100 ლარის)ქეშბექი ანგარიშზე 3 სამუშაო დღის განმავლობაში აისახება.ინფორმაციისთვის, ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი ნივთი შეიძინონ დღესვე, ხოლო თანხა 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ პროდუქტის ჯამური ღირებულება არ გაუძვირდეთ (ეფექტური 0%). მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ თანხის ნაწილი წინასწარ გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ.(R)
1792149667
ქურდიანმა TBC PLC-ის აქციების გაყიდვით £1.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღო
1791467161
ანაკლიის პორტთან მისასვლელ 18 კმ რკინიგზის მშენებლობას მსოფლიო ბანკი უ...
1791389709
Forbes Georgia: საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიის ჯამური საბაზრო ღი...
1791892894
ნინო მასურაშვილმა TBC PLC-ის 2,715 აქცია გაყიდა
1791466336
საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა
1791371438










