GE EN
სხვა სიახლეები
გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუ...

„ეს პროექტი  ანაკლიის პორტს არსებულ სარკინიგზო მაგისტრალთან დააკავშირებს. პროექტი ასევე მოიცავს ახალ სატვირთო სადგურს, რომელიც იქნება 11–ლიანდაგიანი. ხაზი იქნება სრულად ელექტრიფიცირებული და ჩვენ მოვახდენთ ამ ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურით პირდაპირ კავშირს ანაკლიის პორტთან“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ამბობს, ახალი სარკინიგზო ხაზი სოფელ ხამისკურთან არსებული სარკინიგზო მაგისტრალიდან დაიწყება და ანაკლიის ნავსადგურამდე მივა. ასევე დაგეგმილია ანაკლიაში ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა და ხობის სადგურის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია.პროექტის ღირებულება დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარია და ის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სამუშაოების დასრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან  30 თვეა.ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ხაზი ქვეყნის სატრანსპორტო სისტემისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მისი ამოქმედება ,,შუა დერეფანში" საქართველოს როლს კიდევ უფრო გააძლიერებს.

1794654511

მიკრობანკის მსესხებლებზე კლიენტთა ბაზის 5% მოდის

ბანკის კრედიტებიდან 3 წლამდე ვადაგადაცილებაში 77 000 მსესხებლის (01.01.2025 - 82 365) 137 533 სესხია, ჯამური ნაშთით, 1.654 მლრდ ლარი.*სულ (ბანკის, მიკრობანკის მისოს, ლომბარდის, სალიზინგო კომპანიის) 84 მლრდ -მდე ლარის მოცულობის აქტიური სასესხო კონტრაქტია გაფორმებული. მ.შ. მიკრობანკების 783.5 მლნ-ის და 936 მილიონი სალიზინგოების პორტფელზე მოდის.

1794579480

II შეხვედრა გორში საქართველოს ბანკის და LEAF-ის ტურის ფარგლებში

გორში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივებზე, წამყვან უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. გარდა ამისა, ისინი გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, ჩაბარების ეტაპებსა და მიიღეს რჩევები,  თუ როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის.ტური გრძელდება და მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისსა და ზუგდიდში ჩატარდება: 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის გამზირი №50; 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჯანაშიას №14. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზედეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების გასაცნობად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი  განათლების მთავარი მხარდამჭერი

1794576922

მოემზადე ნაკრების საქომაგოდ Fan Card-თან ერთად

გულშემატკივრობა მხოლოდ მატჩის დღეებით არ შემოიფარგლება - საყვარელი გუნდის მხარდაჭერა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა ფეხბურთის ქომაგებისთვის Fan Card-ის განახლებული დიზაინები წარადგინა.საქართველოს ბანკის მიზანია, საგულშემატკივრო ბარათი ქომაგებისთვის განუყოფელ ნაწილად აქციოს - ნივთად, რომელიც მომხმარებლებს ნაკრებისადმი მხარდაჭერის გამოხატვაში დაეხმარება, როგორც მატჩის დროს, ისე ყოველდღიურად.Fan Card სადებეტო ტიპის ბარათია, რომელიც 2023 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ბარათი  ბარათი ეროვნული დროშით და ნაკრების სიმბოლიკით 23 განსხვავებული დიზაინით არის წარმოდგენილი, რომელთაგან თითოეული ნაკრების ფეხბურთელების ნომრებს უკავშირდება. 14-17 ნოემბრის თამაშების ფარგლებში კი ბარათების დიზაინი განახლდება.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს -  არ გაჩერდე, მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად და აიღე Fan Card.

1794575734

ჩინეთში $3 მილიარდზე მეტი ღირებულების AI მონაცემთა ცენტრები Nvidia-ს ს...

გამოცემის ინფორმაციით, პროექტები მოიცავს როგორც ჩინეთის მდიდარ სანაპირო ტექნოლოგიურ ჰაბებს, ისე ქვეყნის დასავლეთით მდებარე შორეულ პროვინციებს. ეს ფაქტი ცხადყოფს, თუ რამდენად ღრმად არის ინტეგრირებული Nvidia-ს ტექნოლოგიები ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურაში, მაშინ როცა თავად ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ საექსპორტო კონტროლმა ის ჩინეთის მონაცემთა ცენტრების ბაზრიდან ფაქტობრივად გამოთიშა.Reuters-ის მიმოხილვა გამოქვეყნდა ერთი დღის შემდეგ, რაც Nvidia-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა, რომელიც საექსპორტო შეზღუდვების შერბილების აქტიური მომხრე იყო, სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვა. ანალიტიკოსების შეფასებით, ჰუანგის წასვლამ შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს რისკები იმ ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც აშშ-ის სანქციების გამკაცრების ფონზე მიწოდების ჯაჭვის შეფერხების წინაშე დგანან.Reuters-ის მიერ იდენტიფიცირებულ პროექტებს შორისაა ფუძიანის პროვინციაში დაგეგმილი 6.2 მილიარდი იუანის ($873 მლნ) ღირებულების AI გამომთვლელი ცენტრი, რომელიც კომერციულ პარტნიორებს ეძებს და სპეციფიკაციაში Nvidia H100 ჩიპებს უთითებს. გარდა ამისა, შენსის პროვინციაში სახელმწიფო საინჟინრო ჯგუფ Sinomach-ის შვილობილმა კომპანიამ მოიპოვა კონტრაქტი 3 მილიარდი იუანის ღირებულების ცენტრის პროექტში, რომელიც ასევე H100 და H200 პროცესორების გამოყენებას ითვალისწინებს.მსგავსი მასშტაბის პროექტები ხორციელდება ჩინეთის სხვა რეგიონებშიც. კერძოდ, ძილინის პროვინციაში 2.26 მილიარდი იუანის ღირებულების პროექტი აერთიანებს Nvidia H100 პროცესორებსა და ჩინური წარმოების ჩიპებს, ხოლო ინვესტიციის დაახლოებით 80%-ის დაფინანსება საბანკო სესხებით იგეგმება. შიდა მონღოლეთში კი 1.5 მილიარდი იუანის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 625 ერთეული Nvidia H200 სერვერის დამონტაჟება, სადაც პირველი ფაზის ფარგლებში ორი შენობის მშენებლობა უკვე დაწყებულია.გარდა დაგეგმილი ობიექტებისა, რიგი პროექტები უფრო წინწასულ ეტაპზეა ან უკვე ფუნქციონირებს. განსუს პროვინციაში ივლისში გაფორმდა 1.16 მილიარდი იუანის სამშენებლო კონტრაქტი ცენტრისთვის, სადაც დაახლოებით 3,072 ერთეული Nvidia H100 და H200 პროცესორის განთავსება იგეგმება, თუმცა სატენდერო დოკუმენტებით უცნობია, მიწოდებულია თუ არა ჩიპები. ამასთან, ძიანსუს პროვინციაში ქალაქ უსის მთავრობამ განაცხადა, რომ Nvidia H800 პროცესორებზე მომუშავე გამომთვლელი კლასტერი უკვე ექსპლუატაციაშია. ანალოგიური H800 კლასტერი აშენდა ფუძიანშიც, კომპანია Damingcheng-ის მონაწილეობით.ამერიკულ ჩიპებზე მოთხოვნა ჩინურ კვლევით ინსტიტუტებშიც ფიქსირდება: შენჟენის უნივერსიტეტმა სამი ერთეული H100 ჩიპი შეიძინა, ხოლო აშშ-ის შავ სიაში მყოფმა ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკურმა უნივერსიტეტმა - ორი ერთეული H200 პროცესორი.ექსპერტების შეფასებით, მსგავსი გეგმები აჩვენებს ჩინელი დეველოპერების ძლიერ დამოკიდებულებას ამერიკულ ტექნოლოგიებზე. აშშ-ის მხრიდან სავაჭრო შეზღუდვების შემდგომი გამკაცრება კი პროექტების გაჭიანურების, ხარჯების ზრდის ან ადგილობრივ ალტერნატივებზე იძულებითი გადაწყობის რისკებს ქმნის.

1794567278

არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საფეხბურთო ნაკრების...

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. პარტნიორობის ფარგლებში, ბანკის მიზანია, არა მხოლოდ გახდეს საერთო გამოცდილებისა და წარმატების თანამონაწილე, არამედ, ხელი შეუწყოს საქართველოში ქომაგობის კულტურის განვითარებას.ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა წლების განმავლობაში არაერთი კამპანია და ინიციატივა განახორციელა, რომელთა მთავარი მიზანი გულშემატკივრების გაერთიანება და ქართული ფეხბურთის წარმატებების ერთად აღნიშვნაა. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია 2024 წელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად შექმნილი კამპანია „საქართველო ფორმაშია“. კამპანია იმ საერთო ემოციას გამოხატავდა, რომელიც ისტორიულ წარმატებას მოჰყვა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფეხბურთის გარშემო გაერთიანება და გამარჯვებების ერთად აღნიშვნა ქომაგობის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.თუმცა, საქართველოს ბანკისთვის გულშემატკივრობა მხოლოდ გამარჯვების დროს გუნდის გვერდით დგომას არ ნიშნავს. ეს არის მუდმივი მხარდაჭერა, თანადგომა და იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად იბრძვიან. სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს ბანკის ხედვასაც ქართული ფეხბურთის გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით.ეროვნული ნაკრების მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომავალი თაობის განვითარებას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა სასკოლო ლიგის მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და სპორტული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამგვარად, ბანკის ჩართულობა მოიცავს როგორც დღევანდელი წარმატებების აღნიშვნას, ისე იმ საფუძვლის შექმნას, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალ განვითარებას შეუწყობს ხელს.საქართველოს ბანკი ქართულ ფეხბურთს მომავალშიც უგულშემატკივრებს - ეროვნული ნაკრების, ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც ფეხბურთი საერთო ემოცია, სიამაყე და ერთიანობაა.საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.(R)

1794563024